ვიდეო: დეპუტატები პარლამენტში ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
საპრეზიდენტო არჩევნების საკითხს საქართველოს პარლამენტში ნაციონალურ მოძრაობის წევრ ნიკა მელიასა და პატრიოტთა ალიანსის წევრებს, ირმა ინაშვილსა და ემზარ კვიციანს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. რამდენიმე დეპუტატს შორის დაწყებული ჩხუბი პოლიტიკურ მხარეებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა.
პარლამენტის სხდომაზე მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, ნიკა მელიამ ქართული ოცნების დეპუტატები კრიმინალად მოიხსენია, მათ შორის ირაკლი კობახიძე და ემზარ მკოიანი.
"ვუსმენდით ადამიანს, რომელიც მიესალმა პროგრესს ქვეყანაში და სალომე ზურაბიშვილის არჩევანს დაარქვა დემოკრატიული პროცესების განვითარება. თქვენს სინდისზეა ზუგდიდის სკოლის დირექტორის სიკვდილი", — განაცხადა ნიკა მელიამ.
მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა "სისხლიანი არჩევნები" ჩაატარა.
"ეს იყო უპრეცედენტო მასშტაბური ძალადობა", — განაცხადა მელიამ და დეპუტატები ბიძინა ივანიშვილის ბრმა მორჩილებაში დაადანაშაულა.
ნიკა მელიას გამოსვლას ქართული ოცნების დეპუტატების რეპლიკები მოჰყვა. მმართველი გუნდის პოზიცია, პარლამენტის თავმჯდომარემ გააჟღერა და ნიკა მელიას სარკეში ჩახედვა ურჩია.
"თქვენი გამოსვლა იყო სავსე შეურაცხყოფით, ცილისწამებით. მოგიწოდებთ, სარკეში ჩაიხედეთ და დაინახავთ თქვენს დამარცხებულ სახეს, დაკარგულ სახეს. არ შეიძლება, მარცხმა ასე დაგაკარგვინოთ სახე. სირცხვილია. მარცხსაც სჭირდება ღირსეულად შეხვედრა. თქვენ ხართ უღირსი დამარცხებული", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ევროპული საქართველოს დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ მმართველ გუნდს განსხვავებული აზრის მშვიდი მოსმენისკენ მოუწოდა.
სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, რეგლამენტის მიხედვით, სიტყვა პატრიოტთა ალიანსის დეპუტატს, ირმა ინაშვილს უნდა წარმოეთქვა. ნიკა მელიამ მას რამდენჯერმე შეაწყვეტინა საუბარი და გააკრიტიკა.
"თუ ვერ მშვიდდებით შეგიძლიათ იმკურნალოთ, წამალი მიიღოთ, წყალი დალიოთ, ჰაერზე გახვიდეთ", — თქვა ირმა ინაშვილმა.
მან ნიკა მელიას "ხმის ჩაკმედისკენ" მოუწოდა. ამ განცხადების შემდეგ შემდეგ პატრიოტთა ალიანსის დეპუტატები ირმა ინაშვილი და ემზარ კვიციანი ნიკა მელიას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მათი შეჩერება პარლამენტის დაცვამ სცადა. ირმა ინაშვილმა მელიამ მაგიდაზე ხელი დაურტყა და ფურცლები სახეში შეაყარა.
პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტში მიმდინარე პროცესებს კლოუნადა უწოდა.
"ერთხელ ჩხუბი ჯობია მე მგონი და მართლა უნდა დაგილეწოთ თავ-ყბა", — ირმა ინაშვილის ამ განცხადებას მოჰყვა არა რამდენიმე დეპუტატს, არამედ პოლიტიკურ მხარეებს შორის ხელჩართული ჩხუბი. ინაშვილმა და კვიციანმა მელიასკენ გაიწია, მათ შეუერთდა ქართული ოცნების დეპუტატი, ზაზა პაპუაშვილიც. დეპუტატებს შორის დაპირისპირება დერეფანში გაგრძელდა.
"არაფერი არ ხდება აქ კოლეგებო, ნაციონალური მოძრაობა ვერ ეგუება კრახს, რომელსაც დავპირდით", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნიდან.
საქართველოს პარლამენტში ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. ამ დროისთვის მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება.
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები