ეკონომიკის სამინისტრო საქართველოს ბაზრიდან Wizz Air-ის გასვლას უარყოფს
HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი, ვასო ურუშაძე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა ავიაკომპანია Wizz Air-ის საქართველოს ბაზრიდან გაშვებას გეგმავს. ამის შესახებ ვასო ურუშაძემ დღეს, 27 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ურუშაძის მტკიცებით, ინფორმაცია სანდო წყარომ მიაწოდა. მისივე განმარტებით, მთავრობას ავიაბაზარზე კონკურენციის შესუსტება სურს
"წყარომ გვაცნობა, რომ ოქტომბრის ბოლოს, როდესაც ხდებოდა ავიაკომპანია Wizz Air-ისთვის ზამთრის განრიგის დამტკიცება, სამოქალაქო ავიაციის დროებით ხელმძღვანელობაზე ეკონომიკის მინისტრის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა. მინისტრის მიზანი იყო არ დამტკიცებულიყო ავიაკომპანიის განრიგი, რაზეც მან უარი მიიღო. შემდეგ ეს გადაწყვეტილება გადაიდო არჩევნების გამო და მისი დასრულების შემდეგ კვლავ განახლდება. რეალურად ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილი აქვს, რომ ავიაკომპანია Wizz Air ქართული ბაზრიდან გაუშვას", — აცხადებს ვასო ურუშაძე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არ ადასტურებს არასამთავრობო ორგანიზაცია, HUB Georgia-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. უწყებაში აცხადებენ, რომ ეს განცხადება დეზინფორმაციაა, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და დესტაბილიზაციას ემსახურება.
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ Wizz Air-ის საქმიანობაზე შეზღუდვის დაწესება არ იგეგმება და არც არასდროს დამდგარა დღის წესრიგში. პირიქით, ხდება WizzAir-ის საქმიანობის ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან, კომპანია წლიდან წლამდე ფართოვდება, რაც მომავალშიც გაგრძელდება", — ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყებაში განმარტავენ, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის საავიაციო მიმოსვლა ხორციელდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2010 წელს გაფორმებული შეთანხმებით ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, გამარტივებულია ქვეყნებს შორის საავიაციო ბაზარზე დაშვების პროცედურები, იგი ემყარება ლიბერალურ პრინციპებს, რაც გულისხმობს იმას, რომ არ არსებობს შეზღუდვები ავიაკომპანიების რაოდენობაზე, ფრენის სიხშირეებზე, ტარიფებზე, საჰარო ხომალდის ტიპებზე და დანიშნულების პუნქტებზე.
"საჰაერო მიმოსვლა შესაძლებელია შეუზღუდავად ევროკავშირსა და საქართველოს ნებისმიერ საერთაშორისო აეროპორტს შორის. შესაბამისად, ავიაკომპანია Wizz Air-სთვის, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ევროპული ავიაკომპანიისათვის ფრენის განრიგების დამტკიცება ხორციელდება აღნიშნული შეთანხმების პირობების დაცვით და ყოველგვარი ბრალდება რაიმე სახის შეზღუდვის დაწესებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა", — აცხადებენ უწყებაში.
On.ge დეტალების გასარკვევად Wizz Air-ს დაუკავშირდა. მათი ცნობით, კომპანია განცხადებას გაავრცელებს, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ეკონომიკის სამინისტრო Hub Georgia-ს მიერ გავრცელებულ კიდევ ერთ განცხადებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც მეორე ქართულ ავიაკომპანიას My Way Airlines-ს, სახელმწიფო ხელოვნურ ბარიერებს უქმნის. ვასო ურუშაძემ თქვა, რომ ამ კომპანიას არ აძლევენ სიხშირეს რუსეთის მიმართულებით ფრენაზე.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შეთანხმების შესაბამისად სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ Myway Airlines დანიშნულია რუსეთის ფედერაციის ხუთი მიმართულებით.
"დღემდე აღნიშნულ ავიაკომპანიას სიხშირეების მინიჭების შესახებ განაცხადი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში არ წარმოუდგენია", — ვკითხულობთ განცხადებაში.
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები