ხალვაშისა და სხვა მომღერლების ჰონორარები ზურაბიშვილის კამპანიაში მონაწილეობისთვის
მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში დაახლოებით 40 მომღერალი მონაწილეობდა. ჩაიწერა კლიპი და სპორტის სასახლეში ზურაბიშვილის დასკვნით ღონისძიებაზე შესრულდა სიმღერა.
ამ კამპანიაში მონაწილეობისთვის მომღერლებისთვის 142,9-დან 600 ლარამდე ჰონორარია გათვალისწინებული. აღნიშნული მონაცემები საარჩევნო შტაბმა აუდიტის სამსახურისთვის მიწოდებულ დოკუმენტში ვალდებულებად (გადასახდელ თანხად) ასახა. თანხის დანიშნულებად "საკონცერტო პროგრამის შესრულებაა" მითითებული.
ერთ-ერთი ვისთვისაც 500-ლარიანი ჰონორარია გათვალისწინებული საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის წამყვანი, მომღერალი სოფო ხალვაშია. როგორც ის On.ge-ს უყვება, კამპანიაში მონაწილეობა უანგაროდ, ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე მიიღო. ისვე განმარტავს, რომ რაიმე თანხაზე შეთანხმება არ შემდგარა.
როგორც ის განმარტავს, მისი ინფორმაციით, საარჩევნო კამპანიაში უანგაროდ მონაწილეობა არ შეიძლება და ჰონორარი, სავარაუდოდ, ამ მიზეზითაა გათვალისწინებული.
ხალვაშის მსგავსი ჰონორარი ჩაერიცხებათ: სალომე ბაკურაძეს, ნინო ქარსელაძეს, ელენე ფოჩხუას, თემურ თათარაშვილს, მარიკა თხელიძეს, თიკა ჯამბურიას, არჩილ მეფარიძეს, ჯემალ სეფიაშვილს, ცისანა სეფიაშვილს, არჩილ ნიჟარაძეს, ბადრი დოიჯაშვილს, რომან რცხილაძეს, ბექა ჩხაიძესა და ლევან მგალობლიშვილს.
500-500-ლარიანი ჰონორარია განსაზღვრული ჯგუფი ქუჩის ბიჭების მომღერლებისთვის, ირაკლი ნოზაძისა და პაატა ხაჩიძისთვის. 250-250 ლარია გათვალისწინებული ანსამბლ ფორტეს სოლისტებისთვის: ზურაბ მანჯავიძისთვის, ირინე კახნიაშვილისთვის, მანანა მაისურაძისა და ნინო ახობაძისთვის. ანსამბლ შვიდკაცას თითოეული წევრს კი 143 ლარს გადაურიცხავენ.
ღონისძიებაში მონაწილეობისთვის 600-ლარიანი ჰონორარია გათვალისწინებული პაატა გულიაშვილისთვის, არჩილ ფურცელაძისთვისა და სალომე გოგიაშვილისთვის.
მომღერლებს გივი ბაკურაძეს, გრიგოლ აბესაძეს, დავით კიკაბიძეს, ზურაბ ბაკურაძეს, იასონ მეუნარგიას, კახაბერ გრიგალაშვილსა და ლევან ვეშაპიძეს 571-571 ლარს ჩაურიცხავენ. 200-ლარიანი ჰონორარია გათვალისწინებული არჩილ ბერიძისთვის, გიორგი დავითიანისა და ალექსანდრე კობახიძისთვის.
უშუალოდ ღონისძიების მუსიკალური პროგრამისა და სცენარის უზრუნველყოფისთვის 1 000 ლარია განსაზღვრული ბაკურ ბაკურაძისთვის.
შემაჯამებელ წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიმღერისთვის აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, დისციპლინური საქმის წარმოების დასრულებამდე დილის გადაცემას მომღერალი სოფო ხალვაში აღარ წაიყვანს. ამის შესახებ ტელევიზიამ 25 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება.
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
კომენტარები