ამერიკული სერიალები, რომლებსაც ახალი სეზონიდან ქართულ არხებზე ვიხილავთ
ახალ სატელევიზიო სეზონს ამერიკულ-ბრიტანული სერიალების მოყვარეულები დიდი ინტერესით უნდა დაველოდოთ.
ჩვენი არხების უმეტესობა, რომლებიც შესანიშნავად ახერხებდნენ ლათინურიდან თურქულზე, თურქულიდან კი ინდურ საგებზე მაყურებლის გადართვას, ახალი სეზონიდან ჩვენს გაბედნიერებას ამერიკული და ბრიტანული სერიალებით შეეცდებიან.
მიუხედავად იმისა, რომ ქართული არხები ბოლომდე არ გვიმეტებდნენ და წვეთ-წვეთად მაინც გვთავაზობდნენ ამერიკულ სერიალებს, მათი რაოდენობა საერთო ჯამშიც კი ვერ აღემატება იმ ინდური სერიალების რაოდენობას, რომლებიც ახლა გადის ქართულ არხებზე.
ვიცი, ერთი სული გაქვთ გაიგოთ რომელ ამერიკულ სერიალებს ნახავთ ჩვენთან და რომელ არხზე, ასე, რომ მოემზადეთ.
GDS
ტელეკომპანია GDS მაყურებელს საინტერესო და ხარისხიანი ამერიკული სერიალებით ყოველთვის ანებივრებდა. გამონაკლისი არც ეს წელი იქნება.
25 აგვისტოდან GDS-ის ეთერში ამერიკული საშინელებათა ისტორიის მეხუთე სეზონი დაიწყება. მართალია აქ ჯესიკა ლენგს ვეღარ ვნახავთ, მაგრამ შოუს შემქმნელებმა მისი ჩანაცვლება ლეიდი გაგათი, როგორ ამბობენ, წარმატებულად მოახერხეს. სიმართლე გითხრათ, მე ამ აზრს არ ვიზიარებ, მაგრამ ვისაც ჯერ არ გინახავთ სერიალის მეხუთე სეზონი, რომლის სიუჟტიც სასტუმროში ვითარდება, აგვისტოს მიწურულს თავად შეაფასებთ ჩაანაცვლა თუ არა ლანგი გაგამ.
ოქტომბრიდან მაყურებელი გრეის ანატომიის მე-12 სეზონს იხილავს და ქართულ ენაზე გაიგებს როგორ გაგრძელდა მერიდით გრეის ცხოვრება [სპოილერის] შემდეგ.
რაც შეეხება სხვა სერიალებს, რომლებიც GDS-ზე იქნება, ამას ქვემოთ მოგახსენებთ.
ჩიკაგოს მეხანძრეები (Chikago Fire)
NBC-ის სატელევიზიო სერიალი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე რთული და საშიში სამუშაოს - მეხანძრის პროფესიაზე გვიყვება. ამჯერად სერიალის 4 სეზონია გადაღებული, მეხუთეს პრემიერა კი 2016 წლის ოქტომბერში იგეგმება.
ტუჩსაცხის ჯუნგლები (Lipstik Jungle)
თუ გიყვართ სერიალები სექსი დიდ ქალაქში და სასოწარკვეთილი დიასახლისები, დამიჯერეთ, ეს სერიალიც აუცილებლად შეგაყვარებთ თავს. სამი წარმატებული დაქალის არც თუ ისე მარტივი ცხოვრება და ორ სეზონში ჩატეული "ნიუ იორკის ყველაზე გავლენიანი ქალების" ისტორია, სადაც მთავარ როლებს - ბრიუკ შილდსი, კიმ რავერი და ლინდსეი პრაისი თამაშობენ.
მისტერ რობოტი (MR. Robot)
ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და პოპულარული ამერიკული სერიალი, რომელიც ახალგაზრდა პროგრამისტის ელიოტის ისტორიას გვიყვება. მისთვის ერთადერთი მისაღები პროფესია ჰაკერობა აღმოჩნდება და საიდუმლო ორგანიზაციის გავლენის ქვეშ მოექცევა, რომელსაც ამერიკის ყველაზე მსხვილი კორპორაციების განადგურება სურს.
ლურჯის ელფერი (Shades of blue)
სერიალის პრემიერა ტელეკომპანია NBC-ზე 2016 წელს შედგა. ჯენიფერ ლოპესი მთელი მისი ავლა დიდებით FBI-ის აგენტად გვევლინება და ბოროტმოქმედებს დასდევს.
ერთხელ ზღაპარში (Once Upon a Time)
თუ გიყვართ ზღაპრები, მაშინ მოემზადეთ, ამერიკული ტელევიზიის ვარსკვლავები ორ სამყაროში ერთდროულად გამოგზაურებენ და ყველა იმ ზღაპრის გმირს გაგაცნობენ, რომელთა ისტორიაც ბავშვობაში აღგაფრთოვანებდათ, დღეს კი როცა უკვე გაიზარდეთ გაიგებთ რომ კეთილი ფერიები თურმე ხანდახან სულაც არ არიან კეთილები.
პირადი პრაქტიკა (Private Practice)
მათ ვისაც სამედიცინო დრამები, განსაკუთრებით კი "გრეის ანატომია" უყვარს, და ძალიან ენატრებოდა დერეკ შეპარდის პირველი ცოლი - ედისონ მონტგომერი, ახლა შეუძლიათ პირდაპირ მისი ისტორიის მაყურებლები გახდნენ. პირადი პრაქტიკა გრეის ანატომიის სპინოფია და ამიტომ ხშირად შეხვდებით თქვენთვის საყვარელ პერსონაჟებს გრეიდან. სერიალი ABC-იზე 2007 წლიდან 2013 წლის ჩათვლით გრძელდებოდა და მისი შემქმნელი, რა თქმა უნდა, შონდა რაიმსია.
სკანდალი (Scandal)
შონდალენდის კიდევ ერთი სერიალი ქართულ ენაზე. ამჯერად კერი ვაშინგტონის არაჩვეულებრივი პერსონაჟი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი - ოლივია პოუპი ამეტყველდება ქართულად და ისეთ ამბებს მოგითხრობთ, რომლებიც თავბრუსაც დაგახვევთ და სკანდალზე დამოკიდებულსაც გაგხდით.
რუსთავი 2
ტელეკომპანია რუსთავი 2 ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მაყურებელს ამერიკული სერიალები შესთავაზა, სხვა თუ არაფერი პირველად აქ გავიცანით მაშველებიც, ექიმი ჰაუსიც და ბევრი სხვა ჩვენთვის საყავრელი პერსონაჟი. ახალი სატელევიზიო სეზონიდან მაყურებელს საშუალება ექნება რუსთავი 2 ერთერში ნახოს ისეთი სერიალები, როგორიც არის:
სამშობლო (HOMELAND)
ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო და ხარისხიანი სერიალი, რომელსაც ხშირ შემთხვევაში "წინასწარმეტყველურ" შოუსაც უწოდებენ, რადგან აქ განვითარებული მოვლენები ხშირად წინ უსწრებს მსოფლიო პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებს.
სერიალი, გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივია თავისი სიუჟეტით, არაჩვეულებრივია სამსახიობო შემადგენლობითაც, აქ თქვენ გაიცნობთ ქლერ დეინსის, მენდი პატინკინისა და დემიან ლუისის არაჩვეულებრივ ტრიოს.
უცხოელი (Outlander)
ბრიტანულ-ამერიკული კოსტიუმირებული სერიალი, სადაც დროში მოგზაურობა გვიწევს და მეორე მსოფლიო ომიდან პირდაპირ 1743 წლის ბრიტანეთში აღმოვჩნდებით.
პირველი არხი:
პირველი არხის ამერიკული სერიალების სია ასე გამოიყურება:
ცბიერი მოახლეები (Devious Maids)
22 აგვისტოდან საზოგადოებრივ მაუწყებელზე ცბიერი მოახლეები იწყება, სერიალი, რომელსაც სასოწარკვეთილი დიასახლისების შვილობილს უწოდებენ. გასაკვირი არც არის მისი შემქმნელი მარკ ჩერია, ადამიანი რომელმაც მსოფლიოს სასოწარკვეთილი დიასახლისები აჩუქა.
ჩერის კომედიური დრამა ეთერში 2013 წლიდან გადის და მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს. ისტორია ლათინოსი მოახლეების ცხოვრების გარშემო ვითარდება და მათი ჩახლართული ინტრიგების შესახებ მოგვითხრობს. შოუს სიუჟეტი ყველა ეროვნების, სოციალური ფენის და რასის მაყურებლისათვის საინტერესოა და დარწმუნებული ვარ გამონაკლისი არც ქართველ მაყურებელი აღმოჩნდება. ასე რომ მოემზადეთ და 22 აგვისტოდან ლათინოსი მოახლეების საიდუმლოებებით, თავგადასავლებით, რომანებით და ყოველდღიური პრობლემებით აღსავსე ცხოვრებაში გადაეშვით.
ამერიკელები (The Americans)
სერიალის ისტორია 1980-იან წლებში, ცივი ომის პერიოდის ამერიკაში ვითარდება და მოგვითხრობს ცოლ-ქმრის ამბავს, რომლებიც КГБ-ს აგენტები არიან. ისინი ე.წ. არალეგალები არიან, წლების წინ ჩანერგილი აგენტები, რომლებიც ისე ცხოვრობენ, როგორც ჩვეულებრივი ამერიკელები, ლაპარაკობენ სუფთა ინგლისურით, მუშაობენ, გადასახადებს იხდნიან, FBI-ს გაურბიან და ინფორმაციას საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ იპარავენ.
შურისძიება (Revange)
სერიალის მთავარი ხაზი ამანდა კლარკის პერსონაჟის გარშემო ვითარდება, რომელიც ახალი ვინაობით ბრუნდება ქალაქში და ყველაზე სასტიკი შურისძიებისთვის ემზადება.
წარმატება (Smash)
მუსიკალური დრამა, რომელიც თეატრის კულისებში შეგვახედებს და მსახიობების, მოცეკვავეებისა და მუსიკოსების ცხოვრებას სხვადასხვა კუთხიდან დაგვანახებს.
კოსტიუმები (Suits)
USA NETWORK-ის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სერიალი, რომელიც ერთ-ერთი ნიუ-იორკულ იურიდიული ფირმის შიდა სამზარეულოში შეგვახედებს.
იმედი
ტელეკომპანია იმედის ყურადღების ცენტრში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებლი და საინტერესო სერიალი მოექცა.
ვიკინგები (VIkings)
სერიალი რაგნარის ვიკინგების რაზმზე მოგვითხრობს, რომელიც ნორვეგიული ლეგენდის მიხედვით, ომისა და მეომრების ღმერთის - ოდინის შთამომავალია.
თეთრი დედოფალი (THE WHITE QUEEN)
BBC One-ის ისტორიული დრამა სამი ამბიციური ქალის შესახებ, რომლებიც ამტკიცებენ რომ მათთვის მიზანი ამართლებს საშუალებას.
ჯერჯერობით ასე გამოიყურება იმ ამერიკულ-ბრიტანული სერიალების სია, რომელსაც აგვისტოდან მოყოლებული 2016-2017 წლის ქართულ სატელევიზიო სეზონზე ვნახავთ. თუმცა დაგაიმედებთ და გეტყვით, რომ მალე ეს ჩამონათვალი აუცილებლად გაიზრდება.
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
კომენტარები