ქართული ოცნება საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს
პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს. ამის შესახებ გუნდმა განცხადება პარტიის ცენტრალურ ოფისში გაავრცელა.
საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენის შემდეგ, ჟურნალისტებმა ზურაბიშვილს ჰკითხეს, ვინ დაიწყო 2008 წელს ომი, საქართველომ თუ რუსეთმა - ზურაბიშვილმა კი ასე უპასუხა:
"ჯერ ერთი, უნდა ვიყოთ ტერმინებში სწორი. მე ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ, რომ ომი დაიწყო საუკუნის წინ რუსეთმა, ჩვენ იმ დროს ჩავერთეთ რუსეთის პროვოკაციაში და წავედით ამ საომარ ვითარებაში, საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი ამ საომარი ვითარების. ეს არის ყველასთვის ცნობილი და ოფიციალური ვერსია, რასაც ევროკავშირი ადასტურებდა, ჩვენ ამას არ გადავხედავთ".
სალომე ზურაბიშვილის წარსული
სალომე ზურაბიშვილი მე-9 მოწვევის პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატია. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში იგი მთაწმინდის ოლქში, მაჟორიტარად იყრიდა კენჭს. მმართველმა პარტიამ ქართულმა ოცნებამმაშინაც არ დაასახელა კანდიდატი, ზურაბიშვილს დაუჭირა მხარი და გაიმარჯვა.
2010 წლიდან სალომე ზურაბიშვილი გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის ირანის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი იყო. 2003-2004 წლებში იყო საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში. ის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლის დროს, 2004-2005 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა.
იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ნოღაიდელმა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების მოთხოვნის შედეგად იგი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მაშინდელმა პარლამენტის წევრებმა სალომე ზურაბიშვილი სამინისტროს არასწორად მართვაში, ელჩებთან კოორდინაციის ნაკლებობაში და სამინისტროში არსებულ ფავორიტიზმში დაადანაშაულეს. ბრალდებებს ზურაბიშვილი კატეგორიულად უარყოფდა.
გათავისუფლებიდან ცოტა ხანში სალომე ზურაბიშვილმა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს "ქაჯები" უწოდა, რომლებიც მის წინააღმდეგ "კარგად დაგეგმილი" კამპანიის უკან იდგნენ:
"დღეს მე მინდოდა შეხვედრა თქვენთან, რათა მსოფლიომ დაინახოს, რომ საქართველოში ქაჯები კი არ მოდიან, ქაჯები მიდიან".
სალომე ზურაბიშვილი 1952 წლის 18 მარტს პარიზში, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწის, წლების მანძილზე საფრანგეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის, ლევან ზურაბიშვილის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი 1972 წელს, 1973 წელს კოლუმბიის (ნიუ-იორკი) უნივერსიტეტი, ხოლო 1981 წელს - პარიზის სახელმწიფო მართვის ეროვნული სკოლა.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატობის მსურველთა განაცხადების მიღება 8 სექტემბერს დასრულდა. ცესკო-ში სულ 46 განაცხადი შევიდა. საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
კომენტარები