ბიძინა ივანიშვილი

24 Jul. 2018, 22:46

ის რომ მე არაფორმალურად არ ვმართავდი ხელისუფლებას და მთავრობას, ამის კარგი მაგალითი თუ ნებავს ოპოზიციას, აგერ არის კვირიკაშვილი თქვას რამდენად ვმართავდი და ვერეოდი მის ფუნქციაში.

რა თქმა უნდა, ასე არ იყო. მცდელობაც კი არ მქონია, მცდელობა მქონდა ამ ნაწილში რომ ბანკებმა გადაჭამეს ქვეყანა და რეგულაციები უნდა შემოეღოთ, რასაც ვერაფრით ვერ მივაღწიე.

ზარები მასთან არ მქონია, თვითონ თუ ჰქონდა ჩემთან ფორმალური ზარები და თუ რამეს შემეკითხებოდა. იმას, რასაც მაბრალებენ და არაფორმალურ მმართველობას ეძახიან, მათ საზოგადოებრივ კონტროლში ერევათ და ერევათ იმაში, რაც მე მითქვამს ტელევიზიით, რომ მაქვს საზოგადოების ნდობა და ამ ნდობით შემიძლია ვისარგებლო და ხელისუფლება გავაკრიტიკო.

კონტროლი, რასაც ჰქვია საზოგადოების და რაშიც ჩვენ გამოცდილება ცოტა გვაქვს, საზოგადოება ამას ვერ ახერხებს და მე გარკვეულწილად ვავსებ, მე რაც ნდობა მაქვს საზოგადოებასთან მათ უკან ვუბრუნებ, ხალხი ამ კონტროლს ანგარიშს უწევს. მე გაფაციცებით ვადევნებდი თვალყურს, როგორ ვითარდება პროცესები.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
  2. რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
  3. მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
  4. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
  5. რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

როგორი იყო ბაზისბანკის მიერ განხორციელებული სააღდგომო საქველმოქმედო აქტივობები

ბაზისბანკის, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტის მიერ, აღდგომის ბრწყინვალე…