ტერორისტთა აღზრდაში დადანაშაულებული ჩაღლარის სკოლების პასუხი თურქეთის კონსულს
ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებებში შემავალი სკოლები, რომელთა შორისაა თურქეთის კონსულის მიერ ტერორისტების აღზრდაში დადანაშაულებული ბათუმის შაჰინის სახელობის სკოლა, ბრალდებას შეურაცხმყოფელად მიჩნევენ და სამართლებრივ რეაგირებას აანონსებენ. On.ge გთავაზობთ აღნიშნული სკოლების ერთობლივ განცხადებას:
"ჩამოთვლილი სკოლებისთვის მიუღებელია სკოლის მოსწავლეების, პედაგოგებისა და მენეჯმენტის მოხსენიება ნებისმიერ პოლიტიკურ ჭრილში. განსაკუთრებით კი ჩვენი ერთ–ერთი სკოლის ხსენება ისეთ კონტექსტში როგორიცაა ტერორიზმი.
როგორც ცნობილია, გასული საუკუნის ბოლოს ორი ქვეყნის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე თურქული მხარის ინიციატივით თბილისში დაფუძნდა პირველი საერთაშორისო ტიპის სკოლა, რომლის უმთავრეს მიზანსაც წარმოადგენდა ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცება, განათლებისა და კულტურის გაზიარება. 20 წლის განმავლობაში ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში გაიზარდნენ ღირსეული ქართველები, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ მსოფლიო ასპარეზზე. ამ წლების განმავლობაში ჩვენმა კურსდამთავრებულებმა დიდი როლი შეასრულეს ქვეყნის აღმშენებლობაში და დემოკრატიული ფასეულობების დაცვაში. ცნობისთვის, ჩვენს სასწავლო დაწესებულებებში სწავლება მიმდინარეობს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სასწავლო პროგრამის მიხედვით და სკოლების ფუნქციონირება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
გენერალური კონსულის მიერ გაკეთებულმა არაეთიკურმა გამონათქვამმა, რომელიც სკოლა–ლიცეუმ „მეგობრობის“ მისამართით გაჟღერდა, შეურაცხყოფა მიაყენა მთელს გუნდს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მშობლებსა და კურსდამთავრებულებს. მსგავსი ტიპის დისკრიმინაციული ბრალდებები შეურაცხმყოფელია სკოლისთვის და მისი პარტნიორებისთვის და იმ რეგიონისთვის სადაც სკოლა ფუნქციონირებს.
ჩვენი მოთხოვნაა დაცული იქნას თითოეული მოსწავლისა და მასწავლებლის კანონიერი უფლება და აღიკვეთოს დისკრიმინაციული ბრალდებები თურქეთის საკონსულოს მხრიდან. მოხდეს გაკეთებულ განცხადებაზე შესაბამისი რეაგირება. ჩვენ ჩვენის მხრივ ცალსახად ვემიჯნებით ნებისმიერ პოლიტიკურ აქტივობას და ვგმობთ მცდელობას გარე პოლიტიკურმა ძალებმა გამოიყენონ ჩვენი სკოლები, როგორც იარაღი პოლიტიკურ ბრძოლაში, რადგან სასწავლო ინსტიტუტები გახლავთ აპოლიტიკური ორგანო, სადაც მთავარი ღირებულება განათლებული, თავისუფლად მოაზროვნე და ჯანსაღი თაობის აღზრდაა.
შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს იურიდიულ უფლებას შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ გაჟღერებულ ცილისწამებაზე".
ტელეკომპანია 25-მა გაავრცელა საქართველოში თურქეთის გენერალური კონსულის განცხადება, რომ ბათუმში შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან.
იასინ თემისქანის თქმით, სასწავლო დაწესებულებას ტერორისტული დაჯგუფებები მართავენ, შესაბამისად იქ ბავშვები მათივე იდეოლოგიის ქვეშ იზრდებიან. კონსული ირწმუნება, რომ "ტერორისტ" ფეთულა გიულენის ორგანიზაციას საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელი აქვს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა საქართველოში თურქეთის ელჩის განცხადება, რომელმაც მედია კონსულის განცხადების დამახინჯებაში დაადანაშაულა. საპასუხოდ, აჭარის ტელევიზიამ, რომელიც ასევე იღებდა თურქეთის კონსულის ინტერვიუს, გაავრცელა ინტერვიუს სრული, დაუმონტაჟებელი ჩანაწერი, სადაც ნამდვილად ისმის კონსულის ბრალდებების ბათუმში მოქმედი სკოლის მიმართ.
შაჰინის სახელობის სკოლის თანამშრომლებმა აჭარის ტელევიზიასთან ინტერვიუში თქვეს, რომ მათ სკოლაში ამჟამად თურქეთის საკონსულოს თანამშრომელთა შვილებიც სწავლობენ, ამავე სკოლის კურსდამთავრებულები არიან ყოფილი კონსულის შვილები. სკოლა ბათუმში 1994 წლიდან მოქმედებს და იქ სწავლა საქართველოს კანონმდებლობისა და ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები