ამერიკის სენატმა ცუკერბერგის გამოცდა ვერ ჩააბარა, რადგან არ იცის, ფეისბუქი როგორ მუშაობს
ვინ იფიქრებდა, რომ ფეისბუქის არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი სკანდალის შემდეგ, მარკ ცუკერბერგის პასუხების ნაცვლად, მთავარი განსახილველი თემა სენატორების შეკითხვები იქნებოდა.
სენატის საკომიტეტო მოსმენამ მარკ ცუკერბერგისთვის უმტკივნეულოდ ჩაიარა და უმეტესწილად ეს სენატორების უმრავლესობის დამსახურებაა, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ როგორ მუშაობს ფეისბუქი, რა არის ფეისბუქის პრობლემები და გადაჭრის გზები, ან საერთოდ რის მიღწევას ცდილობდნენ ფეისბუქის დამფუძნებლის და მმართველის სენატში დაბარებით.
მოსმენის პირველივე დღემ ნათელი გახადა, რომ ამერიკელი კანონმდებლები 21-ე საუკუნის ტექნოლოგიებზე წარმოდგენა არ აქვთ. მთავარი განსახილველი თემა - “სოციალური მედიის კონფიდენციალურობა და მონაცემების შეგროვება-გამოყენება”, - როგორც სენატორმა ჩაკ გრესლიმ აღნიშნა, ბევრ სხვა თემებთან აითქვიფა. შეხვედრა საერთოდ არ ემსახურებოდა თავის რეალურ მიზანს. კონფიდენციალობის პოლიტიკაზე არსებული კრიტიკული კითხვების ნაცვლად, აბსურდული შეკითხვები და ბრალდებები ისმოდა.
იყვნენ გამონაკლისებიც, მაგალითად კალიფორნიის სენატორი კამალა ჰარისი, რომელმაც ცუკერბერგს მოსთხოვა აეხსნა რამდენად საფუძვლიანად ადევნებს თვალს ფეისბუქი თავისი მომხმარებლების აქტიურობას ფეისბუქს გარეთ და რატომ არ შეატყობინა პლატფორმამ ჯერ კიდევ 2015 წელს საზოგადოებას, რომ მათი მონაცემები კემბრიჯ ანალიტიკას ჰქონდა და ამუშავებდა.
თუმცა ეს მხოლოდ გამონაკლისი იყო, უმრავლეს შემთხვევაში კი ისე ჩანდა, თითქოს კანონმდებლები ცუკერბერგს უბრალოდ ეკითხებოდნენ, როგორ მუშაობს ფეისბუქი. რამდენიმე შეკითხვამ კი ამ პლატფორმის ელემენტარული საფუძვლების და მისი ბიზნეს მოდელის სრული უცოდინრობა გამოავლინა.
უცნაური კითხვები, რომლებმაც გვაჩვენა, რომ სენატორები არ ერკვევიან ფეისბუქში
ორნი ჰეჩმა არ იცის, რატომ არის ფეისბუქი უფასო
ჰეჩი: მახსოვს, 2010 წელს კაპიტოლიუმს რომ სტუმრობდით, ამბობდით, რომ ფეისბუქი ყოველთვის უფასო იქნებოდა. ახლაც ესაა თქვენი მიზანი?
ცუკერბერგი: სენატორო, რა თქმა უნდა, ფეისბუქი ყოველთვის უფასო იქნება. ჩვენ მოწადინებულები ვართ, რომ ეს ასე იყოს.
ჰეჩი: მაშინ მითხარით, როგორ ინახავთ ბიზნესს, თუ მისი მომხმარებლები არ იხდიან სერვისში არაფერს?
ცუკერბერგი: რეკლამით, სენატორო, - ღიმილით უპასუხა ცუკერბერგმა.
დებ ფიშერის კითხვა ცუკერბერგმა ვერ გაიგო
ფიშერი: რამდენი კატეგორიის მონაცემს აგროვებთ და ინახავთ ფეისბუქში კატეგორიებად?” - კითხულობს სენატორი დებ ფიშერი.
ცუკერბერგი: სენატორო, შეგიძლიათ დააზუსტოთ რას გულისხმობთ “მონაცემების კატეგორიებში? კარგად ვერ გავიგე რაზე საუბრობთ.
ჯონ კენედის სამომავლო რჩევები, რომელზეც ცუკერბერგს გაეღიმა
ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი დიალოგის ავტორი კი აღმოჩნდა სენატორი ჯონ კენედი, რომელმაც ცუკერბერგს ჯერ უთხრა, რომ ფეისბუქის სამომხმარებლო შეთანხმება “საშინელება იყო”, ხოლო მერე შეუდგა იმ რამდენიმე ფუნქციის ჩამოთვლას, რომელიც მისი აზრით ფეისბუქმა მონაცემების უკეთ დაცვის მიზნით უნდა დაამატოს. თუმცა სენატორმა არ იცოდა, რომ მის მიერ ჩამოთვლილი ყველა ზომა პლატფორმას უკვე მიღებული აქვს.
კენედი - აპირებთ რომ იმუშავოთ და მომცეთ მეტი უფლება, რომ შემეძლოს ჩემი მონაცემების ფეისბუქიდან წაშლა?
ცუკერბერგი - სენატორო, თქვენ შესახებ ყველანაირი ინფორმაციის წაშლა შეგიძლიათ.
კენედი - მომცემთ იმის უფლებას, რომ ჩემი მონაცემების გავრცელება შეგიზღუდოთ?
ცუკერბერგი - ამის შესაძლებლობაც უკვე გაქვთ.
კენედი - აპირებთ რომ ჩამირთოთ ფუნქცია, რომლითაც ყველა ჩემი მონაცემის სოციალური მედიის სხვა პლატფორმაზე გადატანას შევძლებ?
ცუკერბერგი - უკვე შეგიძლიათ ამის გაკეთება...
ბილ ნელსონს შოკოლადი ყვარებია და გაოცებულია, საიდან იცის ეს ფეისბუქმა
კონგრესმენმა ბილ ნელსონმა ცუკერბერგს უშუალო პიროვნება უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ეს იქნება საკმარისი იმისთვის, რათა მომხმარებლების მონაცემები დაცული იყოს.
"ჩემი აზრით, თქვენ ძალიან უშუალო ადამიანი ხართ. ამას თქვენთან ურთიერთობის შემდეგ მივხვდი. თქვენ სწორი საქმეების გაკეთება გინდათ, რეფორმების განხორციელება. ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ეს საკმაირისი იქნება [უსაფრთხოების დასაცავად]. იმედია, დღეს ამაში დაგვარწმუნებთ", - ამბობს ბილ ნელსონი.
გარდა ამისა, ბილ ნელსონმა ფეისბუქის დამფუძნებელს ჰკითხა, თუ რა უნდა ქნას მაშინ, როცა არ უნდა იმ რეკლამებს ხედავდეს, რომელსაც სოციალური ქსელი სთავაზობს.
ნელსონი: გუშინ, როცა ჩვენ ვსაუბრობდით, უწყინარი მაგალითი მოვიყვანე. მე ვთქვი, რომ როდესაც ჩემს მეგობრებს ვესაუბრები მესენჯერში და ვთქვათ, აღვნიშნავ, რომ მიყვარს ამა თუ იმ ტიპის შოკოლადი, სრულიად მოულოდნელად ჩემს კედელზე ჩნდება ამ შოკოლადის რეკლამები. რა უნდა გავაკეთო მაშინ, როცა მსგავსი რეკლამების ნახვა არ მინდა?
რა გავიგეთ ამ შეხვედრიდან?
სენატორების მიერ საკითხის უცოდინრობამ ცუკერბერგს საშუალება მისცა მნიშვნელოვანი კითხვებისთვის არ ეპასუხა, მაგალითად რატომ არ არის კომპანია უფრო გამჭვირვალე მონაცემების დაცვის კუთხით: რატომ არ უხსნის მომხმარებლებს როგორ ამუშავებს მათ მონაცემებს ან რატომ არ აფრთხილებს მათი ინფორმაციის ბოროტად გამოყენების თაობაზე.
ნაცვლად იმისა, რომ ფეისბუქის დამფუძნებლისგან მონაცემების დაცვის გაუმჯობესებისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯების მოყოლა, მომხმარებლებისთვის მეტი კონტროლისა და გამჭვირვალობის გადაცემა მოეთხოვათ, სენატორები მარკს უბრალოდ სთხოვდნენ აეხსნა მიზეზი, თუ რატომ ენდობიან მომხმარებლები ფეისბუქს. ცუკერბერგმა ბურთი საკუთარ მოედანზე გააგორა და საყვარელ თემაზე დაიწყო საუბარი - როგორ გრძნობს პასუხისმგებლობას მომხმარებლების წინაშე და როგორ აპირებს მიიღოს საჭირო ზომები. თუმცა არავის უკითხავს - ეს ნაბიჯები აქამდე რატომ არ გადადგა.
ყველაზე მთავარი, რაც ამ შეხვედრიდან გავიგეთ, არის ის, რომ - ცუკერბერგი გრძნობს მომხდარზე პასუხისმგებლობას. ის თვლის, რომ მათ უნდა დაეცვათ მომხმარებლების მონაცემები და კიდევ ის, რომ ფეისბუქი ღიაა რეგულაციებზე სასაუბროდ.
ეს ამბავი ინტერნეტისთვის კარგი სახუმარო მასალა აღმოჩნდა. ინტერნეტის რეაქციები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს სტატიაში.
თარგმანი: სალომე ბარკერი, დიმიტრი სანაია
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
კომენტარები