YouTube-ის სათავო ოფისში სროლაა - მობილიზებულია პოლიცია
სან-ბრუნოში, YouTube-ის სათავო ოფისში სროლაა. როგორც სან ბრუნოს პოლიცია ტვიტერზე წერს, შენობიდან ცხელ ხაზზე რამდენიმე ზარი განხორციელდა. ამჟამად სათავო ოფისთან მობილიზებულია პოლიცია და ორმხრივი ცეცხლია გახსნილი.
როგორც CNN წერს, YouTube-ის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ ადამიანები შენობის დატოვებას ცდილობდნენ. ის შეხვედრაზე იმყოფებოდა, როცა მენეჯერმა, რომელმაც სროლას ყური მოჰკრა, უთხრა, რომ მინიმუმ ერთი ადამიანი დაიჭრა ვერანდაზე.
ოთხი ან ხუთი დაშავებული სასწრაფომ საავადმყოფოებში გადაიყვანა. ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა სროლის შედეგად დაღუპულები.
Youtube-ის სათავო ოფისი სან-ფრანცისკოდან 16 კილომეტრითაა დაშორებული. კომპანიას რამდენიმე ასული თანამშრომელი ჰყავს. დაუდგენელია, მათგან რამდენი მუშაობს სათავო ოფისში.
რას წერენ Youtube-ის თანამშრომლები ტვიტერზე
ვადიმ ლავრუსკიმ, რომელსაც პირად ინფორმაციაში დასაქმების ადგილად Youtube აქვს მითითებული, ტვიტერზე დაწერა, რომ სროლის ხმა მოესმა და დაინახა, როგორ გარბოდნენ მისი კოლეგები. 20 წუთის შემდეგ კი დაწერა, რომ შენობიდან გამოსვლა მოახერხა.
პროდუქტების მენეჯერი ტოდ შერმანი წერს, რომ შეხვედრაზე იჯდა, როცა ხალხის ხმაური მოესმა. ის ასევე ირწმუნება, რომ კიბეებზე და იატაკზე სისხლი დაინახა.
განახლება:
სროლის შედეგად მინიმუმ სამი ადამიანი დაიჭრა. როგორც თვითმხილველები იტყობინებიან, სავარაუდო მსროლელი, ქალი, კამპუსში მკვდარი იპოვეს. პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ მან, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.
შემთხვევას FBI გამოიძიებს.
განახლება:
თვითმხილველი ირწმუნება, რომ თავდამსხმელმა ათჯერ მაინც გაისროლა. ამ დროს Youtube-ის სათავო ოფისში წვეულება იწყებოდა.
განახლება: აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტვიტერზე გამოეხმაურა სროლებს და განაცხადა, რომ მადლობას უხდის სამართალდამცავებს ოპერატიულად მუშაობისათვის.
FBI მომხდარს ტერორისტულ აქტად არ აფასებს.
-
გადახედვაშოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული შოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
კომენტარები