რა კრიტერიუმებით არჩევს კომუნიკაციების კომისია თავმჯდომარის თანაშემწეს
საქართველოს კომუნიკაციების კომისია თავმჯდომარისთვის თანაშემწეს ეძებს. კონკურსი უკვე დასრულდა, კანდიდატი შერჩეული არაა, თუმცა კომისიის თანამშრომელი ძებნას სოციალურ ქსელებში კვლავ აგრძელებს.
კომისიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, თამარ პოპიაშვილი 13 მარტს ფეისბუქჯგუფში წერდა, რომ ეძებდნენ 40 წლამდე ქალს, რომლის მოვალეობაში ყავის მოდუღებაც შედიოდა. სწორედ ის იკავებდა მანამდე თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას.
კომუნიკაციების კომისიის ვებგვერდზე განთავსებულ ვაკანსიის განცხადებაში არაფერი წერია პირის შერჩევის ისეთ კრიტერიუმებზე, სქესსა და ასაკზე, რომელიც შესაძლოა, დისკრიმინაციის საფუძველი ყოფილიყო. თუმცა კომისიის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობებია დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, თამარ პოპიაშვილი ფეისბუქჯგუფში თანამშრომლის შერჩევის სხვა კრიტერიუმებზე წერდა.
პოპიაშვილს გამოეხმაურა ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებელი, რომელმაც მიწერა, რომ კონკურსი ხელახლა გამოეცხადებინათ და შესაძლო გენდერულ დისკრიმინაციაზეც მიუთითა.
"ყავის მოდუღებაც შედის მოვალეობაში და როგორ წარმოგიდგენიათ ბიჭი? როცა არ იცით რატომ ლაპარაკობთ?" - ასე უპასუხა დასმულ კითხვას კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელმა.
On.ge დაუკავშირდა კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახურის ხელმძღვანელსაც და თავად თამარ პოპიაშვილსაც. პრესსამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საკითხი არასერიოზულია და კითხვებს პასუხებს არ სცემს. საუბარი არ ისურვა პოპიაშვილმაც.
საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის თანაშემწის შესარჩევად გამოცხადებული ვაკანსიის დეტალებს შეისწავლის. სახალხო დამცველი დაადგენს არის თუ არა უწყების მიერ გამოცხადებული ვაკანსია დისკრიმინაციული.
სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი, ქეთევან შუბაშვილი On.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ვაკანსიაში სქესისა და ასაკის მითითება დასაბუთებული უნდა იყოს, სხვა შემთვევაში კი დისკრიმინაციის საფუძველი შეიძლება გახდეს.
"პრობლემა ისაა, რომ შეიძლება ოფიციალურად არ იყოს [რაღაც] კრიტერიუმები მოთხოვნილი, მაგრამ პრაქტიკაში დისკრიმინაცია მაინც იყოს. ელემენტარულად, გასაუბრებაზე რომ დაიბარებს ადამიანს, იქედან შეარჩიოს ქალი და დაავალოს ხოლმე მას მაგალითად, ყავის მოდუღება იმიტომ, რომ ქალია", - ამბობს შუბაშვილი.
მისი თქმით, ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა დღეს უკვე იცის, რომ ვაკანსიაში სქესისა და ასაკის მითითება დისკრიმინაციად აღიქმება და ამის გამო "ოფიციალურად" თავს არიდებენ.
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
კომენტარები