თვითმფრინავში ძალით ჩამსვეს - მიხეილ სააკაშვილის პირველი კომენტარი პოლონეთიდან
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის ძალის გამოყენებით ჩასვეს თვითმფრინავში და უკრაინიდან პოლონეთში გააფრინეს. ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა დაკავების დეტალებზე პოლონეთიდან, ჟურნალისტებთან სატელეფონო კომენტარში ისაუბრა:
"კაფეში შემოვარდნენ, ავტობუსში ჩამსვეს. ცდილობდნენ ჩემთვის თვალები აეხვიათ და ხელები შეეკრათ. მანქანაში ჩამსვეს და დიდი ხანი იტრიალეს კიევში. ბორისპოლის აეროპორტში მივედით და თვითმფრინავის მოსვლის შემდეგ ხელები დამიჭირეს და უხეშად, ძალის გამოყენებით ჩამსვეს მასში."
მიხეილ სააკაშვილის თქმით, მის წინააღმდეგ აღძრული საქმე სრული სიცრუეა და მას არ უცდია სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა. მისი განცხადებით, პუტინს, პოროშენკოს და ივანიშვილს მისი მოშორება უნდათ, თუმცა, განვითარებული მოვლენები ამტკიცებს მათ სისუსტეს. აქედან გამომდინარე, მან მოუწოდა მომხრეებს ჰქონდეთ მშვიდი რეაგირება, გამოიყენონ ოპონენტის სისუსტეები და ისინი აუცილებლად გაიმარჯვებენ.
სააკაშვილი რამდენიმე საათის წინ, უკრაინაში რესტორანში დააკავეს. თავდაპირველად უცნობი იყო ვინ დააკავა ოდესის ყოფილი გუბერნატორი. მოგვიანებით, უკრაინის საზღვრის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი რეადმისიის შესახებ გადაწყვეტილება საიმიგრაციო სამსახურთან ერთად მიიღო. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილს დააბრუნებენ იმ ქვეყანაში, რომლიდანაც არალეგალურად შემოვიდა.
დაკავებიდან რამდენიმე წუთში, მისი პარტიის, ახალი ძალების მოძრაობის წევრებმა მხარდამჭერებს მოუწოდეს ჟულიანის და ბორისპოლის აეროპორტებთან ბლოკპოსტები შექმნათ, გადაეკეტათ კიევიდან გასასვლელი გზები და შეემოწმებინათ ყველა საეჭვო ავტოტრანსპორტი იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან დეპორტაცია არ დაეშვათ. თუმცა, როგორც უკრაინული მედია იტყობინება, სააკაშვილი ჩარტერული რეისით გააფრინეს.
ოდესის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა პრეზიდენტ პოროშენკოს გადაწყვეტილებით 26 ივლისს, ამერიკაში ვიზიტისას ჩამოერთვა.
10 სექტემბერს სამართალდამცავების წინააღმდეგობის მიუხედავად უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით უკრაინაში გამოძიება მიმდინარეობდა.
პირველად სააკაშვილი 5 დეკემბერს დააკავეს, მაშინ როდესაც გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ბინას ჩხრეკდა. ჩხრეკის გამო ის შენობის სახურავზე ავიდა და გადმოხტომით იმუქრებოდა. დაკავებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი მისმა მხარდამჭერებმა ბლოკირებული მიკროავტობუსიდან გაათავისუფლეს.
9 დეკემბერს, მეორედ დაკავების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა უვადო შიმშილობა გამოაცხადა. დაკავებიდან მეორე დღეს, კიევში პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტისა და სააკაშვილის მხარდასაჭერი მარში გაიმართა. კიევის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ამით სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა - პროკურორებმა ოდესის ყოფილი გუბერნატორისთვის ელექტრონული სამაჯურით შინაპატიმრობის შუამდგომლობა დააყენეს.
პროკურატურამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლის განცხადებით, საღამოს 22 საათიდან დილის 7 საათამდე საქართველოს მესამე პრეზიდენტს გადაადგილება ეკრძალება.
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
-
გადახედვაქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს ქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
კომენტარები