აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ აღიარებს იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად.
თეთრ სახლში გამართულ ოფიციალურ ბრიფინგზე დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მან ეს ქმედება დაუკავშირა როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ინტერესებს, ასევე, ისრაელსა და პალესტინას შორის მშვიდობის დამყარებას.
მან აღნიშნა ისიც, რომ აშშ-ი მზადაა აღიაროს ორი სახელმწიფო, თუკი ისრაელი და პალესტინა ტერიტორიის გაყოფაზე შეთანხმდებიან.
პრეზიდენტმა ასევე განკარგულება მისცა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს, ისრაელში აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში გადატანის მომზადების თაობაზე.
BBC-ის ცნობით, გადაწყვეტილების მიღებამდე პალესტინის პრეზიდენტის, მუჰამედ აბბას პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ამას რეგიონისთვის საშიში შედეგები მოჰყვებოდა.
ტრამპის გადაწყვეტილებას არაერთი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, რომელიც მკაცრად აკრიტიკებს მას:
"ეს განცხადება არის სამწუხარო გადაწყვეტილება, რომელსაც საფრანგეთი არ დაამტკიცებს, ის არღვევს საერთაშორისო სამართალსა და გაეროს უშიშროების საბჭოს ყველა რეზოლუციას ეწინააღმდეგება".
ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი მოკლე განცხადებით შემოიფარგლა:
"ეგვიპტე უარყოფს აშშ-ს გადაწყვეტილებას, საელჩოს იერუსალიმში გადატანის შესახებ".
"ესაა ისტორიული დღე" , - ამბობს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და აცხადებს რომ იზიარებს პრეზიდენტ ტრამპის განაცხადს, ისრაელისა და მის ყველა მეზობელს შორის მშვიდობის დამყარების შესახებ:
"მე მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს, რომელსაც მშვიდობა სურს, შემოუერთდნენ აშშ-ს იერუსალიმის, როგორც ისრაელის დედაქალაქის აღიარებაში და გადაიტანონ მათი საელჩოები იქ. მინდა აქვე განვმარტო, რომ არ შეიცვლება იერუსალიმის წმინდა ადგილების სტატუს-კვო".
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება აღიაროს იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად, საერთაშირისო ყურადღების ცენტრში მოექცა. ვინაიდან იერუსალიმი განსაკუთრებით კი, მისი აღმოსავლეთ ნაწილი წმინდა ადგილად ითვლება სამი უდიდესი რელიგიისთვის - იუდაიზმის, ისლამისა და ქრისტიანობისთვის. იერუსალიმის სტატუსი ასევე, პირდაპირ კავშირშია ისრაელი-პალესტინის კონფლიქტთან და ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ და წინააღმდეგობრივ საკითხს წარმოადგენს რეგიონში.
წმინდა ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილი ისრაელმა 1967 წელს, ექვსდღიანი ომის შემდეგ დაიკავა. პალესტინური ავტონომია აღმოსავლეთ იერუსალიმს საკუთარი, მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქად მოიაზრებს. 1967 წლის შემდეგ ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში ინტენსიურად მიმდინარეობს ებრაული დასახლებების ზრდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე დღევანდელი მდგომარეობით ისრაელის 200 ათასი მოქალაქე ცხოვრობს.
ებრაულ დასახლებებს უკანონოდ მიიჩნევს საერთაშორისო თანამეგობრობა. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ზოგადად არ ცნობს და არალეგიტიმურად მიიჩნევს ისრაელის პრეტენზიებს აღმოსავლეთ იერუსალიმთან დაკავშირებით.
ტრამპის ეს გადაწყვეტილება დიდი ალბათობით მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირების ასრულებაა. კამპანიის დროს დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში იგი იერუსალიმს ცნობდა ისრაეილის დედაქალაქად.
სავარაუდოდ აშშ-ს პრეზიდენტის განკარგულებას, მძიმე საერთაშორისო რეაქცია მოყვება, მათ შორის, აშშ-ს პარტნიორებისგანაც. ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს ერთ-ერთი უდიდესი პარტნიორი საუდის არაბეთი გადაწყვეტილებამდე აფრთხილებდა ტრამპს, რომ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება მნიშვნელოვნად გაართულება და ახალ პრობლემებს შემქნიდა რეგიონში. აღსანიშნავია, რომ იერუსალიმის საკითხში მთელი ისლამური სამყარო ერთიანია და ისინი მწვავედ უპირსპირდებიან ისრაელს. გადაწყვეტილებას მწვავე რეაქცია მოყვა ასევე იორდანიისგანაც რომლის, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება აღმოსავლეთ იერუსალიმში მდებარე ყველა ისლამური სიწმინდე. იორდანიის ინიციატივით ჩანიშნულ იქნა არაბული ლიგის რიგგარეშე სხდომა სადაც ტრამპის გადაწყვეტილება უნდა განიხილონ.
ტრამპის მოსალოდნელი გადაწყვეტილება, რამოდენიმე დღით ადრე საკუთარ სატელევიზიო გამოსვლაში მწვავედ გააკრტიკა რეჯეფ ტაეპ ერდოღანმაც მან მოუწოდა ტრამპს არ გადაკვეთოს წითელი ხაზები რომელიც, ყველა მუსლიმისთვის იერუსალიმზე გადის.
ისრაელის დაარსების დღიდან (1948წ) აშშ გახდა პირველი სახელმწიფო რომელმაც, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. თეთრი სახლის ადმინისტრაციის განცხადებით, აღნიშნულ გადაწყვეტილება არ შეცვლის აშშ-ს პოლიტიკას რეგიონში და ქვეყანა კვლავ გააგრძელებს კონფლიქტის მშვიდოაბიანი გზით მოგვარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას.
თეთრი სახლის წარმომადგენლების განცხადებით, მათ ჯერჯერბოთ არ აურჩევიათ ახალი შენობა იერუსალიმში და აქედან გამომდინარე საელჩოს გადატანას, შეიძლება, დიდი დრო დაჭირდეს.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
კომენტარები