ხოსე კარერასის გამოსამშვიდობებელი კონცერტი – რეპორტაჟი ქუთაისიდან (ფოტო)
ქუთაისს ესპანელი ტენორი ხოსე კარერასი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ეწვია. ის სწორედ ამ ტურნეთი დაემშვიდობება სასცენო კარიერას. კონცერტი სამთავრობო პროექტ Check in Georgia–ს ფარგლებში ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, 18 ივნისს გაიმართა.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, მაყურებლები 7 საათიდან იკრიბებოდნენ. დასწრება თავისუფალი იყო.
სცენის წინ მაყურებელთა სივრცე ორ ნაწილად იყო გაყოფილი. მომღერლის მენეჯერების მოთხოვნით, შეკრებილი ხალხის ნაწილისთვის მაინც, აუცილებლად სკამები უნდა ყოფილიყო. როგორც კულტურის სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა, ქალაქის მერიამ, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, სკოლებისა და მუსიკალური სასწავლებლების პედაგოგები წყალტუბოდან და ქუთაისიდან, სპეციალურად მოიწვია კონცერტზე დასასწრებად და საპატიო ადგილები გაუნაწილა.
მაყურებელთა მეორე ნაწილი ჯებირს მიღმა იდგა და ელოდებოდა ტენორის სცენაზე გამოსვლას. კონცერტზე დამსწრეთა ნაწილი On.ge-სთან საუბარში უკმაყოფილებას გამოხატავდა ფეხზე დგომის გამო, თუმცა, კმაყოფილები იყვნენ კარერასის მოსმენით:
“უკეთესი იქნებოდა ყველასთვის დასაჯდომი ადგილი ყოფილიყო, თუმცა ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს, რადგან ასეთი მომღერალი ქუთაისში ძალიან იშვიათან ჩამოდის”.
“ძალიან კარგი კონცერტი იქნება, ძალიან კარგი მომზადებულია და ველით რომ ვისიამოვნებთ”.
“ცუდია, რომ ერთი საათის დაგვიანებით იწყება, მაგრამ იმედია, სასიამვნო საღამო გველოდება.”
მოუთმენლად ველოდები, ძალიან მიყვარს საოპერო ხელოვნება. რაც შეეხება ორგანიზებას, ნორმალურია.”
“სკამები რომაა ცარიელი, რა იქნებოდა ჩვენც დავმჯდარიყავით?”
“კმაყოფილები ვართ, ყველაფერს ვერ განსაზღვრავ, ამხელაა ღონისძიებაა, ზოგი ფეხზე იქნება და ზოგი დაჯდება, აბა როგორ გინდა?”
ხოსე კარერასი სცენაზე დაგვიანებით, დაახლოებით 21:00 საათზე გამოვიდა და საათნახევრის განმავლობაში ვახტანგ კახიძის თბილისის სიმფონიურ ორკესტრის თანხლებით მსოფლიო საოპერო არიები შეასრულა.
კარერასმა სოპრანო სალომე ჯიქიასთან ერთად რამდენიმე დუეტი შეასრულა.
კარერასი ვერდისა და პუჩინის ოპერების შეასრულებთ გახდა ცნობილი . განსაკუთრებული აღიარება კი მას შემდეგ მოიპოვა, რაც სამ ტენორს შორის ერთ-ერთმა, ლუჩანო პავაროტისთან და პლაჩიდო დომინგოსთან ერთად, კონცერტების სერია ჩაატარა 1990 წლიდან 2003 წლამდე.
მისი კონცერტი სამთავრობო პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართა.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
კომენტარები