დემირელის სკოლის დირექტორი: ავტორიზაციის საბჭოს აღმოჩენილი ბევრი ხარვეზი გაზვიადებულია
დემირელის კერძო კოლეჯის დირექტორი, ნინო კავთიაშვილი ავტორიზაციის საბჭოს მიერ აღმოჩენილი დარღვევების უმეტესობას არ ეთანხმება. როგორც კავთიაშვილი On.ge-სთან ამბობს, ხარვეზები იყო, თუმცა მათი უმრავლესობა გაზვიადებულია, თითიდან გამოწოვილია და რეალობას არ შეესაბამება.
დემირელის სკოლის დირექტორი საბჭოს გადაწყვეტილებას პოლიტიკას ვერ უკავშირებს, თუმცა ამბობს, რომ მთელი წელი სკოლა მძიმე ვითარებაში განაგრძობდა სწავლებას:
"რეალურად მუდმივად ტერორიზმის ჭრილში მოიხსენიებენ ამ სკოლას და წარმომადგენელიც [მუსტაფა ემრე ჩაბუქი] ამ ნიშნით დააკავეს."
ნინო კავთიაშვილი მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასთან და ადამიანურ რესურსთან დაკავშირებით, არც ერთ საკითხს ეთანხმება.
არაქართულენოვანი სწავლება
დემირელის კოლეჯის დირექტორი ამტკიცებს, რომ თურქეთიდან წამოსული მოსწავლეები კანონის სრული დაცვით მიიღეს და ამორიცხეს. მისი თქმით, 109 მოსწავლე მიიღეს აღიარებით. მისივე განმარტებით, აღიარების პროცესი არის დროში გაწელილი და რამდენიმე თვე სჭირდება:
"ჩვენ ამ მოსწავლეებს გაკვეთილზე დასწრების ბრძანებით ვრთავდით სასწავლო პროცესში. უბრალოდ, ისინი არ ფასდებოდნენ ამ პერიოდის განმავლობაში. ინტენსიურად გადიოდნენ ქართულ ენაში სწავლების კურსს, რომ მათ რაღაც ეტაპზე მაინც დაეძლიათ საგნები. 109 მოსწავლიდან, რა თქმა უნდა, ყველა მოსწავლესთან მიმართებაში დაიდო მიღების ოქმები, ინდივიდუალური გეგმის დამტკიცება და ა.შ. თუმცა 109 მოსწავლიდან, თუ სწორად მახსოვს 12 მოსწავლეზე გაიპარა ტექნიკური შეცდომა, მხოლოდ ეს რამდენიმე მოსწავლესთან მიმართებით გამოგვრჩა მხედველობიდან თარიღი. ეს დაიხვიეს ხელზე და დაწერეს, რომ მასიურად ხდებოდა მსგავსი რამ."
რაც შეეხება არაქართულენოვან მასწავლებლებს, კავთიაშვილის თქმით, დემირელის სკოლის თურქი ეროვნების მასწავლებლები თავისუფლად საუბრობენ და ასწავლიან ქართულად:
"უმეტესობა აქ ვინც ასწავლიდა 15 წელი ცხოვრობდა საქართველოში და იცოდა ქართული ენა."
ელექტრონული ბაზები
კავთიაშვილის თქმით, საბჭოს წარმომადგენლებმა უხეშად შეადარეს ელექტრონული ბაზის მონაცემები ჟურნალებში დაფიქსირებულ მონაცემებს. მისი მტკიცებით, წლის დასაწყისში მოსწავლეთა რაოდენობა ჟურნალების მიხედვით, ვერაფრით დაემთხვეოდა სასწავლო წლის დასრულების შემდეგ მოსწავლეთა რაოდენობას ბაზაში:
"როცა სასწავლო წელი დასრულდა, ეს მოსწავლეები 2-3 კვირის შემდეგ, მათი გარკვეული რაოდენობა გადავიდნენ სხვა სკოლებში. შესაბამისად, ყველა მოსწავლის გადასვლის ბრძანება ადგილზეა, რომელიც მათ არ მოუთხოვიათ."
გაზიარებული შენიშვნები
ნინო კავთიაშვილი საბჭოს ეთანხმება, რომ უცხოენოვანი მოსწავლეები, შესაძლოა, სრულყოფილად ვერ სწავლობდნენ საგნებს ქართულ ენაზე:
"თუნცად ერთ წელიწადში უცხოენოვანი მოსწავლე ვერ ისწავლის ქართულს, რომ მან დაძლიოს ქართული საგნები. მაშინ კანონმდებლობაში არის ხარვეზი და მაშინ საერთოდ არ უნდა მქონდეს უფლება მივიღო უცხოენოვანი მოსწავლეები."
დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს, რადგან დირექტორის თქმით, არ არსებობს პრეცედენტი, რომ ამით სკოლას მოეგოს.
საქართველოში, ფეტულა გიულენის ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელში შემავალი რვა დაწესებულებიდან ორს ავტორიზაცია უკვე შეუწყდა. დემირელის სკოლა ერთი წლის განმავლობაში ვეღარ გააგრძელებს საგანმანათლებლო საქმიანობას. მანამდე ავტორიზაცია ჩამოერთვა ბათუმში მდებარე შაჰინის სკოლა-ლიცეუმს. მეოთხე თვეა წინასაექსტრადიციო პატიმრობა აქვს მისჯილი თურქეთის მოთხოვნით დაკავებულ მუსტაფა ემრე ჩაბუქს, რომელიც 15 წელია საქართველოში ცხოვრობს და საგანმანათლებლო სისტემაში მოღვაწეობს. ის დემირელის კოლეჯის მენეჯერი იყო.
შაჰინის სკოლის დახურვა მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დაუკავშირა საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმაც და პროცესის მეტი გამჭვირვალობა მოითხოვა.
2016 წლის მარტში თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ავტორად თურქეთის ხელისუფლებამ აშშ-ში ემიგრირებული სასულიერო ლიდერი ფეტულა გიულენი დაასახელა და მისი ორგანიზაცია ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნით, არაერთმა სახელმწიფომ დახურა გიულენის ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელში შემავალი დაწესებულებები.
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
კომენტარები