რუსული დღიურის კვალდაკვალ - 70 წლის შემდეგ გაცოცხლებული მოგზაურობა
ზუსტად 70 წლის წინ, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან ორ წელიწადში, ამერიკელმა მწერალმა, ჯონ სტაინბეკმა და უნგრელმა ფოტოგრაფმა, რობერტ კაპამ საბჭოთა კავშირში იმოგზაურეს. მწერალმა და ფოტოგრაფმა ერთმანეთი მეორე მსოფლიო ომის დროს, 1943 წელს, ალჟირში გაიცნეს, სადაც ისინი ერთსა და იმავე სასტუმროში იყვნენ დაბინავებულნი. ორივე მათგანი ალჟირში იტალიის არმიის შესვლას ელოდა, რათა საგაზეთო მასალა მოემზადებინათ.
განვლო ხანმა და ორი გამორჩეული ხელოვანი ერთმანეთს ნიუ-იორკში, 1947 წელს ხელმეორედ შეხვდა. სტაინბეკმა კაპას თავისი უცნაური და საშიში იდეა გაანდო. მან მეგობარს გაუმხილა, რომ საბჭოთა კავშირში მოგზაურობას აპირებდა. უკეთესად რომ წარმოიდგინოთ, იმ დროინდელ სსრკ-ში მოგზაურობა არაფრით ჩამოუვარდება დღევანდელ ჩრდილოეთ კორეაში მოგზაურობას. რობერტ კაპა ამ იდეით აღფრთოვანდა და მწერალს მეგზურობა შესთავაზა.
მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში საბჭოთა კავშირი მთელ მსოფლიოში ყურადღებას არსებული რეჟიმის გამო იქცევდა, მოგზაურებს სულ სხვა ინტერესი ჰქონდათ. კერძოდ, სტაინბეკსა და კაპას ერთი ქვეყნის უღელში მოქცეული განსხვავებული ერების თანაცხოვრება და კულტურული განსხვავებები აინტერესებდათ. მათი მარშრუტი მოიცავდა რუსეთს, უკრაინასა და საქართველოს.
მოგზაურებს თავიანთი როლებიც ბოლომდე ჰქონდათ გათავისებული. ნობელიანტი მწერალი მოგზაურობას ჩვეულ სტილში, წერილობით აღწერდა, ხოლო პულიცერის მფლობელი ფოტოგრაფი კი - ფოტოაპარატით. ამასთან დაკავშირებით, ჯონ სტაინბეკი თავის წერილებში საკუთარ თავსა და რობერტ კაპას თანამედროვე დონ კიხოტად და სანჩო პანსად მოიხსენიებს.
აღსანიშნავია, რომ სსრკ-ს ხელისუფლება სტაინბეკის მოგზაურობის წინააღმდეგი არ იყო, რაც ძალზედ უცნაურია. ამის საპირისპიროდ, როგორც ცნობილი ხდება, რობერტ კაპას მიმართ სსრკ-ს მაინცდამაინც დიდი სიმპათიები არ გააჩნდა. კრიტიკოსების აზრით, სტაინბეკის მიმართ სიმპათია იმით იყო გამოწვეული, რომ მწერალი მემარცხენე იდეოლოგიის მხარდამჭერი იყო და ადგილობრივ ხელისუფლებას მიაჩნდა, რომ საბჭოთა კავშირის ყოფას პოზიტიურად შეხედავდა. რობერტ კაპა კი, როგორც უნდა ეცადა, ფოტოებზე სიმართლეს ვერაფრით დამალავდა. სინამდვილეში, რა იყო ამგვარი დამოკიდებულების მიზეზი, არავინ იცის...
ამერიკელმა და უნგრელმა ხელოვანებმა მოგზაურობა რუსეთიდან დაიწყეს, სადაც მოინახულეს მოსკოვი და სტალინგრადი. ამის შემდეგ, უკრაინის დედაქალაქს, კიევს მიაშურეს. შემდეგ საქართველოში ჩამოვიდნენ. მათი თვითმფრინავი სოხუმის აეროპორტში დაჯდა, საიდანაც დაიწყეს კიდეც მოგზაურობა. ამ დროის განმავლობაში, მათ მოინახულეს ბათუმი, თბილისი, მცხეთა და გორი.
საქართველოში მოგზაურობის დროს რობერტ კაპა და ჯონ სტაინბეკი მუდმივად აღნიშნავდნენ, რომ ქართულმა სტუმარ-მასპინძლობამ გააოცათ. ყველგან, სადაც კი ფეხი დადგეს, ქართული ღვინო და ბორჯომი მუდამ უკან დაჰყვებოდათ. სტაინბეკი თავის წიგნში აღფრთოვანებით აღნიშნავს მის გაოცებას ზოგადად ქართველების ხასიათისა და გარეგნობის, კულტურისა და ხელოვნების სიყვარულის მიმართ.
თბილისში მოგზაურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო სტაინბეკისა და კაპას სტუმრობა საქართველოს მწერალთა კავშირში, სადაც ისინი ქართველ საზოგადო მოღვაწეებს შეხვდნენ. ეს შეხვედრა და მთლიანი მოგზაურობა კარგად არის აღწერილი სტაინბეკის წიგნში რუსული დღიურები, რომელიც 2015 წელს თამარ სუბელიანმა თარგმნა და გამომცემლობა არტანუჯის მიერ გამოიცა.
ამ მოგზაურობიდან ზუსტად 70 წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში უამრავი რამ შეიცვალა - მათ შორის მსოფლიო პოლიტიკური რუკა და ვითარება. სსრკ-დან დაბრუნებულმა სტაინბეკმა რუსული დღიური დაწერა, რომელიც კაპას ფოტოებით დაასურათა. წიგნი ამერიკელებმა პროსაბჭოურად მიიჩნიეს, თავად საბჭოთა კავშირმა კი - ანტისაბჭოურ ნაშრომად და მისი ხსენებაც კი აკრძალეს. ის რუსულ ენაზე მხოლოდ 40 წლის შემდეგ ითარგმნა. თავად რობერტ კაპამ, მსოფლიო ფოტოგრაფთა ორგანიზაცია Magnum Photos შექმნა, რომელიც დღემდე არსებობს.
სწორედ Magnum Photos ორგანიზებით, ამ პროექტმა ახალი სიცოცხლე შეიძინა. გადაწყდა, რომ სტაინბეკისა და კაპას გზა ორ ადამიანს ხელახლა უნდა გაევლო. პროექტს რუსული დღიურის კვალდაკვალ დაერქვა და სამოგზაუროდ ორი ადამიანი შეირჩა: გერმანელი ფოტოგრაფი თომას დვორჟაკი (Magnum Photo-ს პრეზიდენტი) და ბრიტანელი ჟურნალისტი ჯულიუს შტრაუსი.
პროექტის ფარგლებში ორივე მათგანმა რუსულ დღიურში აღწერილი მარშრუტი უნდა გაიაროს და თავიანთი შთაბეჭდილებები ფოტოდ და ტექსტად აღბეჭდოს. ცხადია, როლები აქაც ზუსტად არის განაწილებული - თომას დვორჟაკი ფოტოებს იღებს, ჯულიუს შტრაუსი კი მოგზაურობას აღწერს.
თანამედროვე კაპამ და სტაინბეკმა უკვე იმოგზაურეს რუსეთსა და უკრაინაში და ახლა ჯერი საქართველოზე დადგა. პროექტის ფარგლებში, დვორჟაკი და შტრაუსი, მისი წინამორბედების მსგავსად, 23 აგვისტოს, მწერალთა სახლსაც ესტუმრნენ, სადაც ქართველ მწერლებსა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მართალია, ამჟამად დარბაზში ისე აღარ ცხელოდა, როგორც ამას სტაინბეკი აღწერს და არც ინგლისური ენის მცოდნეთა დეფიციტი შეინიშნებოდა, თუმცა მთავარი პერსონაჟების მიმართ ინტერესი ძალიან დიდი იყო. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ მწერალი დათო ტურაშვილი, პოეტი კოტე ყუბანეიშვილი და სხვ.
შეხვედრის პირველ ნაწილში მოგზაურებმა შეკრებილ საზოგადოებას პროექტის შესახებ მოუყვნენ და თავიანთი თავი გააცნეს. მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც დვორჟაკსა და შტრაუსს კითხვებს აუდიტორია უსვამდა. რესპონდენტები სასიამოვნო მოსაუბრეები აღმოჩნდნენ და თავიანთ შთაბეჭდილებებს ღიად ყვებოდნენ, თუმცა დეტალებისგან მაინც თავს იკავებდნენ.
ბრიტანელმა ჟურნალისტმა ჯულიუს შტრაუსსმა მოგზაურობის მთავარ აღმოჩენად შესამჩნევი თავისუფლება მიიჩნია. მისი თქმით, კაპასგან და სტაინბეკისგან განსხვავებით, მათ მოძრაობისა და მუშაობის სრული თავისუფლება ჰქონდათ. მისი აზრით, სტაინბეკის სადღეგრძელო "უფარდობის" შესახებ ახდა, თუმცა პრობლემები მაინც შეინიშნება.
"70 წლის წინ კაპასა და სტაინბეკს საბჭოთა კავშირმა აჩვენა ის, რისი ჩვენებაც სურდათ. მათ ნახეს ამ ქვეყნების მხოლოდ საუკეთესო მხარე. არც კაპამ და არც სტაინბეკმა, ისევე როგორც დანარჩენმა მსოფლიომ, არ იცოდნენ, რომ საბჭოთა კავშირის უდიდესი ნაწილი შიმშილობდა და უდიდესი შიშის ქვეშ ცხოვრობდა. დღეს ჩვენ ყველა კარი ღია გვაქვს და შეგვიძლია ყველგან შევაღწიოთ და ის პრობლემები, რომლებიც არსებობს, დაუფარავად დავინახოთ", თქვა ბრიტანელმა ჟურნალისტმა.
ჟურნალისტი ჯერჯერობით ვერ ჩამოყალიბდა, ამ მოგზაურობის შესახებ სტატიების ციკლს გააკეთებს თუ წიგნად გამოსცემს, თუმცა პირობას დებს, რომ მკითხველი არც ერთ შემთხვევაში უკმაყოფილო არ დარჩება.
თომას დვორჟაკის მიერ გადაღებულ ფოტოებს პირველად საქართველოში გამოფენენ. პროექტის მასპინძელი თიბისი ბანკი იქნება. ბანკი პროექტს Magnum Photos-სთან ერთად წარადგენს, ორი გამოფენით და ალბომის პრეზენტაციით.
კერძოდ, 18 სექტემბერს, Tbilisi Photo Festival 2017-ის ფარგლებში, „თიბისი გალერეაში“ შედგება თომას დვორჟაკის მიერ მოგზაურობისას გადაღებული ფოტოების გამოფენა და ალბომის პრეზენტაცია. ალბომი, ცხადია, „რუსული დღიურის“ თანამედროვე ვერსია იქნება. მასში შევა დვორჟაკის ფოტოები, შტრაუსის ჩანაწერები და მცირე ნაწილი კაპასა და სტეინბეკის მემკვიდრეობიდან. იმავე 18 სექტემბერს, ბანკის იმავე შენობაში, თიბისი არტ გალერეაში წარმოდგენილი იქნება კაპას 1947 წელს გადაღებული ფოტოები. ეს ფოტოები წლების განმავლობაში სწორედ თიბისი ბანკში ინახება.
თიბისი ბანკის არტკურატორი, ნინა ახვლედიანი ამბობს, რომ ორივე გამოფენის ერთდროულად წარმოდგენით, დამთვალიერებელი შეძლებს, შეადაროს ერთმანეთს 70 წლის წინანდელი და დღევანდელი, ორი დიდი ფოტოგრაფის მიერ აღბეჭდილი, რეალობა - "ეს სრულიად სხვა მასშტაბს და კონტექსტს შესძენს პროექტს. მოხარულები ვართ, რომ ასეთი საინტერესო პროექტი თიბისი ბანკთან ერთად ხორციელდება“.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
კომენტარები