მაიკ პენსი: ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო დავუახლოვდეთ საქართველოს
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, გიორგი კვირიკაშვილთან ერთად დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ყურადღება გაამახვილა საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობასა და საქართველოს კულტურის სიმდიდრეზე:
ძალიან დიდი პატივი იყო თქვენი სტუმრობა თეთრ სახლში და ჩემი ვიზიტი ამ ისტორიულ ქვეყანაში. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გზავნილი გახლავთ, რომ ჩვენ მხარს გიჭერთ, თქვენს გვერდზე ვდგავართ, ქართველი ხალხის გვერდზე. მე შემიძლია ასევე ვთქვა: ის, რომ ამერიკა ნომერ პირველია, ეს არ გულისხმობს იმას, რომ ამერიკა მარტო დგას ამ გზაზე. ამერიკა ქართველი ხალხის გვერდზე დგას.
მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს მოსახლეობის გმირობა ყოველთვის შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე. საქართველო იმყოფებოდა ხალხთა საპყრობილეში საბჭოთა კავშირში. შემდეგ დაიმსხვრა ეს სასტიკი რეჟიმი.
ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო დავუახლოვდეთ საქართველოს, კიდევ უფრო ჩავწვდეთ მის შემართებას, კიდევ უფრო გავამყაროთ ჩვენი ურთიერთობები, ჩვენი ძალისხმევის სრული რეალიზაცია მოვახდინოთ, რათა გამყარდეს თანამშრომლობა უსაფრთხოებისა სტრატეგიული თანამშრომლობის მიმართულებით. საქართველო გახლავთ ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი. უკვე ათწლეულებია, ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ამერიკელებთან ერთად იბრძვიან კოსოვოში, ერაყში, ავღანეთში. რაც შეეხება ავღანეთს, საქართველომ ერთ სულ მოსახლეზე უფრო მეტი ჯარისკაცი გადაისროლა იქ, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყნის წარმომადგენელმა. საქართველოს 31-მა მოქალაქემ თავისი სიცოცხლე შესწირა ამ ომს. მათი ხსოვნა ამერიკელების გულში დარჩება. ამერიკელები ქართველებთან ერთად გლოვობენ მათ დაღუპვას".
მაიკ პენსის თქმით, სამხედრო წვრთნა "ღირსეული პარტნიორი" საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ემსახურება და ეს არის ამერიკის მთავრობის დახმარების ერთ-ერთი გამოხატულება.
"პრეზიდენტი ტრამპი და მე მხარს ვუჭერთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის განცხადებას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ასევე, ძალიან შთამბეჭდავია, რომ საქართველო თავდაცვის სფეროში მთლიანი შიდა პროდუქტის ორ პროცენტს ხარჯავს და ამით ნატოს ზოგ წევრს ასწრებს, თუმცა ეს მძიმე რეალობით არის გამოწვეული. რუსული ტანკები აქედან, სულ რაღაც, 40 კილომეტრის მოშორებით გახლავთ განლაგებული, საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია და მე ხაზს ვუსვამ, რომ აშშ მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას. აშშ მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის მკაცრ პასუხს გასცემს იმ ქვეყნებს, რომლებსაც პრეტენზია ექნებათ, ხელყონ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა".
მაიკ პენსმა ახსენა რუსეთის მიმართ ახალი სანქციების დაწესების ფაქტი და აღნიშნა, რომ აშშ-ს სურს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება ოღონდ მას შემდეგ, რაც რუსეთი შეწყვეტს დესტრუქციულ ქმედებებს.
აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის თქმით, აშშ საქართველოსთან გაამყარებს ურთიერთობებს, მათ შორის, ბიზნესის მიმართულებით. პენსმა ხაზი გაუსვა ანაკლიის პორტში ამერიკული ინვესტიციის შემოსვლის მნიშვნელობას.
მაიკ პენსი საქართველოს 31 ივლისს ორდღიანი ვიზიტით ცოლთან ერთად ეწვია.
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
კომენტარები