Lingwing.com - ქართული ინოვაციური მეთოდით უცხო ენებს უმოკლეს დროში შეისწავლით
თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ენების სწავლა გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. აქამდე, ინგლისურისა თუ სხვა ნებისმიერი ენის შესწავლა ტრადიციული მეთოდით ხდებოდა. ჯერ კვალიფიციური მასწავლებლის ან კურსების ძიება გიწევდათ, შემდეგ მასთან ფასზე მოლაპარაკება, ბოლოს კი შესაძლოა სულაც არ მოგწონებოდათ სწავლების მეთოდი. ან შეიძლება მასწავლებელთან სასიარულოდ დროც არ გქონდეთ და ამიტომ ახალი ენის ათვისებას ვერ ახერხებდეთ.
ოცდამეერთე საუკუნემ მოიტანა ის, რომ უცხო ენების შესწავლა სახლიდან გახდა შესაძლებელი. მიუხედავად ამისა, ონლაინ კურსებსაც უამრავი ხარვეზი აღენიშნებათ და ხშირად, არც ისინია ეფექტური. ონლაინ სწავლების მეთოდი განვითარების პროცესშია და ამის გამო, მრავალი ხერხის ტესტირება ხდება. ამ სფეროში დიდი კონკურენციაა, თუმცა კონკურენტები მხოლოდ უმნიშვნელო დეტალებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
მათი უმრავლესობა სწავლების ერთსა და იმავე მეთოდს იყენებს და რეალურად, მნიშვნელობა არ აქვს რომელ საიტზე დაიწყებთ კურსის გავლას. სინამდვილეში, ენის სწავლების საიდუმლო სწორედ გამოყენებულ მეთოდშია, რომლის დახმარებითაც შეიძლება უცხო ენების ათვისება თქვენი საყვარელი გასართობი გახდეს.
ქართველი ინოვატორების წყალობით, დღეიდან ეს უკვე შესაძლებელია.
რა არის Lingwing.com?
Lingwing.com ახლად შექმნილი ონლაინ სწავლების საიტია, რომელიც ქართველმა ინოვატორებმა შექმნეს. სერვისი, რომელზეც ახლა უნდა გესაუბროთ, სრულიად განსხვავდება მისი კონკურენტებისგან. შემქმნელებმა პირადი გამოცდილებით, იმგვარი სწავლების მეთოდი შეიმუშავეს, რომელიც მსოფლიოში არც ერთ ონლაინ პლატფორმას არ შეუქმნია. Lingwing-ის სწავლების მეთოდით, უცხო ენების შესწავლა უმარტივეს საქმედ მოგეჩვენებათ და ამაში თავადაც დარწმუნდებით.
საკმარისია საიტზე შეხვიდეთ და მიხვდებით, რომ სრულიად განსხვავებულ პროდუქტთან გაქვთ საქმე. Lingwing არ არის ტრადიციული ონლაინ სწავლების საიტი, სადაც შედიხართ და მოსაწყენ დავალებებს ასრულებთ. აქ ყველაფერი სხვაგვარადაა - მომხიბვლელი დიზაინი და ჭკვიანი პროგრამა, თქვენს ყურადღებას მალევე მიიქცევს.
საიტზე შესვლის შემდეგ, შეგიძლიათ ხუთი მოცემული ენიდან სასურველი აირჩიოთ. არჩევანი ასეთია: რუსული, ინგლისური, ფრანგული, ესპანური და იტალიური. ამის შემდეგ, ღილაკზე თითის დაჭერით, ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე, სწავლის პროცესში ებმებით.
Lingwin.com უკვე დიდი ყურადღების ცენტრშია და მრავალი წარმატება ხვდა წილად. კომპანიას დიდი ამბიციები აქვს. ის უკვე არის უცხო ენების სწავლების ბაზრის ლიდერი საქართველოში. ისინი თავისი საქმით ამტკიცებენ, რომ ონლაინ სწავლების ბაზარზე მსოფლიო მოთამაშეები ხდებიან, რაშიც მათი განსხვავებული და უნიკალური მიდგომა ეხმარებათ. ის, რასაც Lingwing.com ქმნის, ყველა მომხმარებლისა და ექსპერტის შეფასებით, სრულიად განსხვავებულია ბაზარზე არსებული მსგავსი პროდუქტებისგან და მათზე ბევრად დახვეწილი და ეფექტურია.
ამჟამად საიტს 22 ათასამდე აქტიური მომხმარებელი ჰყავს.
რით გამოირჩევა Linwging.com?
Lingwing.com-ს თავისი უნიკალური მეთოდი აქვს შექმნილი, რომელსაც სხვა ვერც ერთ საიტზე ვერ შეხვდებით. ამ მეთოდის მთავარი ნიშა ისაა, რომ სწავლების პროცესში კომპიუტერი და მოსწავლე თანაბრად არიან ჩართულნი. ენის არჩევის შემდეგ, გადადიხართ სწავლების პირველ ეტაპზე, სადაც პროგრამა სპეციალურ დავალებებს გაძლევთ.
პირველი დავალება უმარტივესია. პირველ რიგში, უნდა გადათარგმნოთ მშობლიურ ენაზე დაწერილი სიტყვა შესასწავლ ენაზე. იმ შემთვევაში, თუ არ იცით მოცემული სიტყვის თარგმანი, პროგრამა გამოსავალს გთავაზობთ და თავად გკარნახობთ სიტყვას, რომელსაც საკუთარი თითებით დაწერთ. პროგრამა არ გაძლევთ საშუალებას, რომ მოცემული სიტყვა ან წინადადება არასწორად დაწეროთ. ის არ გეშვებათ იქამდე, სანამ სწორად არ დაწერთ.
ამას გარდა, პროგრამა ხანგრძლივად გამუშავებთ ერთსა და იმავე დავალებებზე. მანამ, სანამ არ დარწმუნდება, რომ ერთი საკითხი ბოლომდე აითვისეთ, არ შეგეშვებათ. ამის შემდეგ კი, პერიოდულად, მიღებულ ცოდნას გახსენებთ და გამეორებაში გავარჯიშებთ.
მაგალითად, თუ ავირჩევთ ესპანურ ენას, ჩვენი პირველი დავალება იქნება სიტყვა "მე"-ს გამოცნობა. ესპანურად პირველი პირის სუბიექტური ნიშანი მე იქნება yo. თუ არ იცით, არც ესაა პრობლემა. პროგრამა თავად გიკარნახებთ და სანამ არ დაიმახსოვრებთ, სხვა ეტაპზე არ გადაგიყვანთ.
მეთოდის კიდევ ერთი პლუსი ის არის, რომ პროგრამა არ მოიცავს მხოლოდ წერილობით დავალებებს. ყოველი სიტყვა და წინადადება აუდიო ვერსიად არის გადმოცემული და მოსწავლე ბრძანებებს სწორედ ხმოვანი შეტყობინებებით ისმენს. დიქტორი გკარნახობთ სიტყვებს, წინადადებებს და თქვენ მიერ შესრულებულ დავალებას, თქვენთვის გასაგებად კითხულობს.
დავალებები დრო და დრო რთულდება. ამ პროგრამის დახმარებით, თქვენ შეისწავლით როგორც სიტყვებს, ისე გრამატიკასა და სხვადასხვა მნიშვნელოვან წინადადებებს. ამას გარდა, კურსის განმავლობაში აითვისებთ წინადადებების დამოუკიდებლად აწყობას, საკუთარი აზრის გადმოცემას და საუბარს.
მთავარი, რაც სხვა ონლაინ კურსებისგან Lingwing.com-ს გამოარჩევს, არის ის, რომ სწავლა მოსაწყენი არ არის. პირიქით, დავალებების შესრულებას რომ დაიწყებთ, რთულია გაჩერდეთ.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოცემული ენების შესწავლა, ქართულის გარდა, სხვა ენებიდანაც შეგიძლიათ. მაგ: ინგლისური ენა შეგიძლიათ ოთხი ენიდან (ქართული, ესპანური, რუსული და თურქული) შეისწავლოთ, ფრანგული ენის შესწავლა ქართული, ესპანური და რუსული ენებიდან შეგიძლიათ. თავად ესპანურის, ისევე როგორც იტალიურის, ინგლისური და ქართული ენებიდან.
რა ღირს Lingwing.com-ზე სწავლა?
საიტზე უცხო ენების შესწავლა შესაძლებელია როგორც უფასოდ, ისე პრემიუმ პაკეტის შეძენით. უფასო პაკეტი მოიცავს შეზღუდული რაოდენობით სავარჯიშოებს, დღეში დაახლოებით ოც სავარჯიშოს. მათ შესასრულებლად 15-20 წუთია საჭირო. უფასო პაკეტის დახმარებით შეგიძლიათ გაიგოთ, თუ რას გთავაზობთ პროდუქტი და როგორი მეთოდით ისწავლით უცხო ენას.
უფრო კომფორტულად და ეფექტური იქნება, თუ ფასიან პაკეტს შეიძენთ და ისე განაგრძობთ სწავლას. მით უმეტეს, რომ ფასები მიზერულია, პროდუქტი კი უმაღლესი ხარისხის.
მაგალითისთვის, ერთ თვიანი ულიმიტო პაკეტის ფასი 29 ლარია, სამთვიანის 58 ლარი, ხოლო ექვსთვიანი პაკეტი 69 ლარი ღირს.
საიტზე მოქმედებს აქციაც. იმ შემთხვევაში, თუ შეიძენთ სამთვიან პაკეტს, საჩუქრად მიიღებთ ერთთვიან პაკეტს თქვენი ერთი მეგობრისთვის. ხოლო, თუ ექვსთვიან პაკეტს შეიძენთ, თქვენი ორი მეგობარი შეძლებს კურსების უფასოდ გავლას.
ანგარიშსწორება უმარტივესად, საიტზევე ხდება და თქვენ მიერ შეძენილ პროდუქტზე წვდომა მომენტალურად გექნებათ.
ერთი სიტყვით, უცხო ენების შესწავლა ახლა აღარ წარმოადგენს გადაულახავ დაბრკოლებას. Lingwing.com-თან ერთად, სწავლის ძირიც მწარე არის და ამაში, თავადაც დარწმუნდებით, თუ ახლავე შეუდგებით მეცადინეობას.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
კომენტარები