მოსამართლე გუჯაბიძის დედა: ბინა გაქირავებული მქონდა, სახელმწიფო მიხდიდა ფულს
რუსთავის 2–ის საქმის განმხილველი მოსამართლე ნათია გუჯაბიძის დედა, მანანა დოლიძე, რუსთავი 2–თან ინტერვიუში ადასტურებს, რომ მას თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე არსებული ბინა ნამდვილად ჰქონდა გაქირავებული, თუმცა, არ აკონკრეტებს, კონკრეტულად როდის და რა მიზნით უხდიდა სახელმწიფო მას ფულს ბინის დაქირავების სანაცვლოდ.
გთავაზობთ რუსთავი 2–ის ჟურნალისტისა და მანანა დოლიძის გასაუბრებას უცვლელად:
თქვენი შვილი თქვენ ფულს არ გიხდიდათ ბინის ქირაობის სანაცვლოდ?
მე ჩემი შვილი კი არ მიხდიდა ფულს, სამ შორის დაიდო (ხელშეკრულება), ჩემს შორის, რაღაც ის არის, სპეციალური სამსახური ხოა მაგისი, ჩემი შვილი მე რას მიხდიდა? მე მიხიდა და ვიხდიდი კიდევ გადასახადი რომ არის.
თქვენი შვილი თქვენგან ბინას არ ქირაობდა?
ჩემი შვილიდან მე ფული არ ამიღია. მე მიხდიდა სახელმწიფო იმისთვის, რომ ქირაობდა, არ ვიცი.
ანუ ადასტურებთ?
მე ბინა მქონდა გაქირავებული.
ვისზე გქონდათ გაქირავებული?
დამანებეთ რა თავი.
თქვენს შვილზე გქონდათ?
ვინ გკითხავთ თქვენ, ამოქექეთ და ნახეთ ვისზეც მქონდა.
დღეს, 1 ივნისს, რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ რამდენიმე საათის წინ ტელეკომპანიისთვის კონფიდენციალური წყაროსგან ცნობილი გახდა რუსთავი 2-ის საქმის ერთ-ერთი მოსამართლის, ნათია გუჯაბიძის უკანონო ქმედების შესახებ. მთავარი პროკურატურა კი სწორედ ამ ბერკეტის გამოყენებით ახდენს მოსამართლეზე ზეწოლას:
"საქმე იმაშია, რომ 2014 წელს მას სახელმწიფომ გამოუყო სახსრები იმიტომ, რომ მან განაცხადა, არ ჰქონდა საცხოვრებელი სახლი თბილისში და სამოსამართლეო უფლება-მოსილების განხორციელებისთვის სჭირდებოდა ანაზღაურება, რაც მიღებული პრაქტიკაა. აღმოჩნდა, რომ მას ეს სახლი ჰქონდა და ბინას ქირაობდა საკუთარი დედისგან, შესაბამისად ის ითვისებდა აღნიშნულ თანხებს უკანონოდ".
გვარამიას ინფორმაციით, აღნიშნული ცნობილი გახდა იუსტიციის საბჭოსთვის, რის შემდეგაც საბჭომ ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. მისი თქმით, მაშინდელმა იუსტიციის საბჭოს ხელმძღვანელმა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მოითხოვა საქმის პროკურატურაში გადაცემა, თუმცა ახალდანიშნულმა იუსტიციის საბჭოს წევრებმა ამას მხარი არ დაუჭირეს, რადგან გუჯაბიძე წულუკიანის გუნდთან ასოცირდებოდა.
On.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად დაუკავშირდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურს. პრესსამსახურის თქმით, მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის საქმე კონფიდენციალურია, შესაბამისად, არ შეუძლიათ მოგვაწოდონ ინფორმაცია იმის შესახებ, ნამდვილად იყო თუ არა რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასასრულს უახლოვდება რუსთავი 2–ის საქმის განხილვა, ერთ–ერთი განმხილველი მოსამართლე კი ნათია გუჯაბიძეა. რუსთავი 2–ის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასაამართლო პირველი ინსტანციის მსგავსად, რუსთავი 2–ის წილებს ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებს.
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
კომენტარები