უდანაშაულო ამერიკელი კაცი, რომელმაც ციხეში 23 წელი გაატარა, $93 მილიონს ითხოვს
კანზასელმა კაცმა 20 წელზე მეტი ციხეში იმ ორმაგი მკვლელობისთვის გაატარა, რომელიც არ ჩაუდენია და ამბობს, რომ ამ უსამართლობის ერთ-ერთი მონაწილე ყოფილი დეტექტივია, რომელმაც ეს საქმე მის საწინააღმდეგოდ განზრახ წარმართა.
45 წლის ლამონტე მაკინტაირი და დედამისი 2018 წელს შეტანილ სარჩელში ამტკიცებენ, რომ მთავრობა პასუხისმგებელია პოლიციის ყოფილი დეტექტივის, როჯერ გოლუბსკის და იმ სხვა ოფიცრების ქმედებებზე, რომლებიც მაკინტაირის დევნაში იღებდნენ მონაწილეობას.
ლამონტეს დედა ასევე 30 მილიონ დოლარს ითხოვს, რადგან დეტექტივი გოლუბსკი მას სექსუალურად ავიწროებდა და როცა მასთან სექსზე უარი თქვა, დეტექტივმა დასასჯელად მის შვილს მკვლელობა დააბრალა.
დედა-შვილი ამტკიცებს იმასაც, რომ როჯერ გოლუბსკი შავკანიან ქალებზე წლების განმავლობაში ძალადობდა, რაც სხვა ოფიცრებმაც იცოდნენ, მაგრამ რეაგირება არ ჰქონდათ.
ყოფილი დეტექტივი ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ თავისი კარიერის განმავლობაში — 1975 წლიდან 2010 წლამდე — კარგი ოფიცერი იყო.
ლამონტე 1996 წელს დააკავეს და ციხიდან 2017 წელს გაათავისუფლეს. პროკურორმა სასამართლოს მისი გათავისუფლება და ყველა ბრალდების მოხსნა სთხოვა. 2020 წელს მას უდანაშაულობის სერტიფიკატი მიენიჭა და სახელმწიფოსგან 1,5 მილიონი დოლარიც გადაეცა.
როგორც სარჩელშია აღნიშნული, ყოფილი პატიმარი და დედამისი პოსტტრავმული სტრესული აშლილობით იტანჯებიან: დედა 17 წლის განმავლობაში ითხოვდა ფსიქოლოგიურ დახმარებას, ნათქვამია სარჩელში.
კანზასის მთავრობა ამტკიცებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბრალდებები დადასტურდება, ის არ არის პასუხისმგებელი, რადგან ოფიცრების ქმედებები სამსახურის გარეთ ხორციელდებოდა. მთავრობა უარყოფს იმასაც, რომ პოლიციის უფროსმა იცოდა სავარაუდო დანაშაულის შესახებ.
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
კომენტარები