ცხოვრებას მართმევენ — რუსი ინფლუენსერები ინსტაგრამს ქვითინით დაემშვიდობნენ
24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი წამოიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება. ომს ყოველდღიურად უკრაინელი ჯარისკაცების გარდა, მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეც ეწირება. თუმცა როგორც ჩანს, რუს ინფლუენსერებს უფრო დიდი სადარდებელი აქვთ — რუსეთში ინსტაგრამის დაბლოკვა.
ინსტაგრამის დაბლოკვა რუს ინფლუენსერებს განსაკუთრებულად ეწყინათ და უკმაყოფილების გამოსახატავად არც ვიდეოებსა თუ ფოტოებში ტირილი დავიწყებიათ. ისინი საყვარელ სოციალურ ქსელს ცრემლებით დაემშვიდობნენ და საკუთარი "უიღბლობის" გამოც ბევრი იწუწუნეს.
ერთ-ერთი ასეთი ინფლუენსერი ოლგა ბუზოვაა — 23 მილიონზე მეტი გამომწერით ინსტაგრამზე. მან ცოტა ხნის წინ თითქმის 7-წუთიანი ვიდეო დადო, რომელშიც გამომწერებს ემშვიდობება და საკუთარ ბედს მისტირის.
"არ მეშინია ვაღიარო, რომ თქვენი დაკარგვა არ მინდა...არ ვიცი, მომავალში რა იქნება...აქ ჩემს ცხოვრებას, სამუშაოსა და სულს გიზიარებდით. ეს უბრალოდ სამსახური კი არა, ჩემი სულის ნაწილია. მგონია, რომ გულის უდიდესი ნაწილი მომაგლიჯეს და მართმევენ", — ამბობს ოლგა ვიდეოში.
ოლგა ერთადერთი რუსი არაა, რომელმაც ახალი შეზღუდვების გამო ცრემლები ღვარა.
"გგონიათ, ჩემთვის, როგორც ინსტარამ ინფლუენსერისთვის ეს უბრალოდ შემოსავლის წყაროა? ეს ჩემი ცხოვრებაა, ჩემი სულია. მასთან ერთად ვიღვიძებ და ვიძინებ ბოლო ხუთი წელია", — ამბობს ერთ-ერთი ინფლუენსერი Nexta-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოში.
დანარჩენებმა ხალხს Telegram-სა და V Kontakte-ში მათი ანგარიშების გამოწერისაკენ მოუწოდეს. რუსეთში მცხოვრები ადამიანების ნაწილმა კი სოციალურ ქსელებში დაწერეს, რომ შეზღუდვისთვის გვერდის ასავლელად VPN-ის გადმოწერას აპირებდნენ.
რუსეთში ინსტაგრამი 14 მარტს დაიბლოკა. მანამდე რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მოითხოვა კომანია Meta-ს, რომელიც მოიცავს Facebook-ს, Instagram-სა და WhatsApp-ს, ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადება და რუსეთში მისი საქმიანობის აკრძალვა.
გადაწყვეტილებას ინსტაგრამის ხელმძღვანელი ადამ მოსერიც გამოეხმაურა. მან ტვიტერზე დაწერა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთში მცხოვრებ 80 მილიონ რუსს ერთმანეთთან და მსოფლიოსთან კომუნიკაციას გაურთულებდა.
-
გადახედვაკოალიცია ცვლილებისთვის: ჩვენ ვიწყებთ ერთობლივ საპროტესტო მოძრაობას ახალი არჩევნების მოთხოვნით კოალიცია ცვლილებისთვის: ჩვენ ვიწყებთ ერთობლივ საპროტესტო მოძრაობას ახალი არჩევნების მოთხოვნით
-
გადახედვახაზარაძე: ბულინგი, Facebook-ზე იქნება თუ კომენტარებში, თუ სატელევიზიოში, ამას კი ავიტანთ, მაგრამ საქმეს არ შველის ხაზარაძე: ბულინგი, Facebook-ზე იქნება თუ კომენტარებში, თუ სატელევიზიოში, ამას კი ავიტანთ, მაგრამ საქმეს არ შველის
-
გადახედვაბუზიაშვილი: ცდილობენ, რომ ჩვენი სახელი "ქოლცენტრების" საქმეში გასვარონ ბუზიაშვილი: ცდილობენ, რომ ჩვენი სახელი "ქოლცენტრების" საქმეში გასვარონ
-
გადახედვაანა დოლიძე სოციალურ ქსელში 3-პუნქტიან სამოქმედო გეგმას აქვეყნებს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში 3-პუნქტიან სამოქმედო გეგმას აქვეყნებს
-
გადახედვასამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ 4 ნოემბერს თბილისში აქცია დაანონსა სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ 4 ნოემბერს თბილისში აქცია დაანონსა
-
გადახედვასამხარაძე ნიდერლანდების ელჩს: 25 თავში პროგრესი პროგრესია, როგორც არ უნდა შეხედო. სამხარაძე ნიდერლანდების ელჩს: 25 თავში პროგრესი პროგრესია, როგორც არ უნდა შეხედო.
-
გადახედვაგირჩი: საყოველთაო ფარული არჩევნები ჩატარდა საყოველთაოდ ღიად. უნდა ჩატარდეს ხელახალი საყოველთაო არჩევნები, ამჯერად ფარულად გირჩი: საყოველთაო ფარული არჩევნები ჩატარდა საყოველთაოდ ღიად. უნდა ჩატარდეს ხელახალი საყოველთაო არჩევნები, ამჯერად ფარულად
-
გადახედვა"ჯორჯიან მანგანეზი" ქარხნების დახურვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "ჯორჯიან მანგანეზი" ქარხნების დახურვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვავინ (არ) მიულოცა "ქართულ ოცნებას" არჩევნებში გამარჯვება? ვინ (არ) მიულოცა "ქართულ ოცნებას" არჩევნებში გამარჯვება?
-
გადახედვაჭიათურის მაღაროს და ზესტაფონის ფეროს გაჩერებით 5400-მდე ადამიანი რჩება უმუშევარი ჭიათურის მაღაროს და ზესტაფონის ფეროს გაჩერებით 5400-მდე ადამიანი რჩება უმუშევარი
-
გადახედვაკონგრესმენები: ეს არჩევნები მნიშვნელოვნად აშორებს საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისგან კონგრესმენები: ეს არჩევნები მნიშვნელოვნად აშორებს საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისგან
-
-
გადახედვალევან იოსელიანი რუსთავის #6 პენიტენციური დაწესებულებაში იმყოფებოდა ლევან იოსელიანი რუსთავის #6 პენიტენციური დაწესებულებაში იმყოფებოდა
-
გადახედვასაია: ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით ჩვენი საჩივრის განხილვა დღეს 18:00 საათიდან დაიწყება საია: ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით ჩვენი საჩივრის განხილვა დღეს 18:00 საათიდან დაიწყება
-
გადახედვა"უშვილო, მეკატე ქალი" — საიდან მოდის ეს ცნობილი სექსისტური სიმბოლო "უშვილო, მეკატე ქალი" — საიდან მოდის ეს ცნობილი სექსისტური სიმბოლო
-
გადახედვალავროვი: რუსეთსა და ირანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განახლებულ ხელშეკრულებას მოეწერება ხელი ლავროვი: რუსეთსა და ირანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განახლებულ ხელშეკრულებას მოეწერება ხელი
-
გადახედვაშექმნეს ჰუმანოიდი რობოტი, რომელიც ადამიანის მსგავსად მოძრაობს შექმნეს ჰუმანოიდი რობოტი, რომელიც ადამიანის მსგავსად მოძრაობს
-
გადახედვაროგორ ტარდება არჩევნები კოსმოსში როგორ ტარდება არჩევნები კოსმოსში
-
გადახედვაზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა და ჭიათურის მაღარო მუშაობას წყვეტს ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა და ჭიათურის მაღარო მუშაობას წყვეტს
-
გადახედვანინო დოლიძე: კენჭისყრის შენობაში 323 ინციდენტი და დარღვევა გამოვლინდა ნინო დოლიძე: კენჭისყრის შენობაში 323 ინციდენტი და დარღვევა გამოვლინდა
-
გადახედვანიკოლოზ სამხარაძე: მრავალი ბრალდებისა და სპეკულაციის მიუხედავად, საქართველო ევროპულ გზაზე პროგრესს განიცდის ნიკოლოზ სამხარაძე: მრავალი ბრალდებისა და სპეკულაციის მიუხედავად, საქართველო ევროპულ გზაზე პროგრესს განიცდის
კომენტარები