სხვადასხვა ტაბლეტები სხვადასხვა დანიშნულებით იქმნება. ზოგი ლეპტოპის პატარა ვერსიას მოგვაგონებს და მეტი პროდუქტიულობისთვისაა შექმნილი, ზოგის დანიშნულებაც კი მხოლოდ გართობაა და მათ შესაძლოა ავტომობილების უკანა სავარძელზეც კი შეხვდეთ.

ახალი ტაბლეტის გამოშვებას გეგმავს Realme-ც. Realme Pad ასე ერქმევა ახალ პროდუქტს, კომპანია დიდი ხანია მის შესახებ სხვადასხვა სახის ცნობებს გვაწვდის. გუშინ კი კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, Madhav Sheth-მა ტვიტერზე ახალი პოსტი დადო.

"ბაზარზე არის მოთხოვნა რეალურად მსუბუქ და პატარა, კომპაქტურ ტაბლეტზე და ჩვენ ვთვლით, რომ იდეალურ ვარიანტს მივაგენით", — ამბობს Madhav თავის ტვიტში.

თუ Realme-ს ტაბლეტი მართლაც კომპაქტური და მსუბუქი იქნება, მაშინ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ისინი Apple-ის iPad Air-ის კონკურენტს ამზადებენ და თუ დავაკვირდებით ტვიტში წარმოდგენილ ფოტოს, დავინახავთ, რომ ტაბლეტის დიზაინი ძალიან ჰგავს Apple-ის iPad-ის დიზაინს.

Madhav-ს ტაბლეტის ეკრანის ზომა არ დაუკონკრეტებია, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ Realme Pad-ს ძალიან პატარა ეკრანიც არ ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი სამიზნე არა iPad Mini, არამედ iPad Air იქნება.

Realme Pad-ის გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა კომპანია მას უკვე ისეთი სიხშირით არეკლამებს, რომ გამოსვლასაც სავარაუდოდ მალე უნდა ველოდოთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე