დაივიწყეთ სუპერქარები — Tesla Model S Plaid ყველაზე სწრაფი მასობრივი ავტომობილია
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ცნობილი იუთუბერის, "Jay Leno's Garage-ის" ერთ-ერთ სერიაში Tesla Model S Plaid გაიტესტა და კალიფორნიაში, Pomona Raceway-ზე, მან გასაოცარი შედეგები აჩვენა.
ლენომ, დრაგზე, მეოთხედი მილის გავლა 9,247 წამში შეძლო და ფინიშის ხაზი 244კმ/სთ სიჩქარით გადაკვეთა. ეს რიცხვები National Hot Rod Association-მა დაადასტურა.
ეს Tesla-სთვის უდიდესი მიღწევაა. ამ მონაცემებით Tesla Model S Plaid ხდება მასობრივ წარმოებაში მყოფი, ყველაზე სწრაფი ავტომობილი. მეოთხედ მილზე ის ნებისმიერ ფერარიზე სწრაფია და მეტიც, მას ვერც $3,5 მილიონიანი ბუგატი გაუწევდა წინააღმდეგობას.
Tesla Mode S Plaid-ის ფასი 130 000 დოლარი იქნება, რაც ასეთი სისწრაფის მქონე ავტომობილისთვის ნამდვილად კარგია.
კომენტარები