ილონ მასკმა თანამდებობა შეიცვალა და "Tesla-ს ტექნომეფე" გახდა
ილონ მასკმა Tesla-ს მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა და "Tesla-ს ტექნომეფედ" ეკურთხა.
თუმცა, აშშ-ს უსაფრთხოებისა და გაცვლის კომისიის მიხედვით, იგი ისევ შეინარჩუნებს კომპანიაში ხელმძღვანელის თანამდებობას.
ახალი წოდება მიიღო Tesla-ს მთავარმა ფინანსურმა ხელმძღვანელმაც — ზაკ კირქორნმა, რომელიც ახლა უკვე კომპანიის მონეტების ოსტატია.
ეს ცვლილებები, შესაძლოა, კომპანიის მიერ წელს 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინების შეძენას უკავშირდებოდეს. არც მასკს და არც კირქორნს არ განუმარტავთ თავიანთი ახალი ტიტულების მნიშვნელობა.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ახალი ტიტულების მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე Tesla-ს ინვესტორმა მასკს და კომპანიას Twitter-ზე "არაწესიერი" და "უკანონო" განცხადებების გამოქვეყნების გამო უჩივლა.
ჩეის გარიტის ადვოკატებმა მასკი დაადანაშაულეს Tesla-ს ფინანსების შესახებ მცდარი განცხადებების გამოქვეყნებაში მისი ათობით მილიონი გამომწერის წინაშე.
გასული წლის მაისში, მასკმა Twitter-ზე განაცხადა, რომ Tesla-ს საფონდო ღირებულება "ზედმეტად მაღალი" იყო. მისმა კომენტარებმა ბაზარზე კომპანიის საფონდო ღირებულების 13 მილიარდი დოლარით შემცირება გამოიწვია იმ დროს.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მასკის განცხადებებმა სოციალურ მედიაში მას პრობლემები შეუქმნა. მასკსაც და კომპანია Tesla-საც ჯარიმის სახით 20 მილიონი დოლარის გადახდა მოუწიათ მას შემდეგ, რაც მან 2018 წელს ცრუ ინფორმაცია გაავრცელა იმის შესახებ, რომ იგი აპირებდა კომპანია კერძო სუბიექტად გადაექცია და ამისთვის ფინანსები 72 მილიარდი დოლარის სახით უკვე უზრუნველყოფილი ჰქონდა.
ეს განცხადება მიმდინარე სარჩელშიც გამოჩნდა, სადაც ახსენეს, რომ ამან "აქციონერები შეცდომაში შეიყვანა".
მასკმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტიტული მას შემდეგ დაკარგა, რაც Tesla-ს აქციების ფასი დაეცა.
კომენტარები