Opera საბანკო — ფინტექ მომსახურებებს იწყებს
ინტერნეტ კომპანია Opera, Dify-ის ჩაშვებით, ფინანსურ მომსახურებებზე გადადის. ბრაუზერში თანხის დაბრუნების სერვისითა და ციფრული საფულით სარგებლობა შეგეძლებათ.
Dify-ის აპლიკაციის საცდელი ვერსია პირველად ესპანეთში გაეშვა. ეს ყველაფერი კი Mastercard-ის მიერ გაცემულ უფასო ვირტუალურ სადებეტო ბარათს და Google Pay-ის მხარდაჭერით.
კომპანია ახალი მომსახურების გავრცელებას ევროკავშირის მასშტაბით აპირებს, სადაც ამჟამად, 50 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.
"მომდევნო რამდენიმე წელიწადში, Dify-ში Opera-ს ინვესტიციის ჯამური მოცულობა, სავარაუდოდ, 100 მილიონ დოლარს გადააჭარბებს", — ამბობენ ექსპერტები.
Dify-ის აპლიკაციის პირველი ვერსია, Opera-ს ბრაუზერის გამოყენებით, მომხმარებლებს პარტნიორ ვებსაიტებზე შენაძენის გაკეთების შემთხვევაში, ქეშბექის მიღების საშუალებას მისცემს. პარტნიორი ბრენდების ჩამონათვალი, როგორიცაა Nike, Sephora, Asos და სხვები, Opera-ს ბრაუზერში სპეციალურ ნიშნულზე გამოჩნდება.
"ყოველდღე მილიონობით ადამიანი ინტერნეტის გამოყენებით ვაჭრობს და გადახდებს Opera-ს ბრაუზერით ახორციელებს. Dify-ით, ჩვენ ბრაუზერს და ელექტრონულ საფულეს ვაერთიანებთ. ეს ყველაფერი მომხმარებლის სავაჭრო გამოცდილების გასაუმჯობესებლად ხდება", — ამბობენ Opera-ს წარმომადგენლები.
მომავალში, Opera მომხმარებლისთვის ელექტრონული საფულეების მხრივ, უფრო მეტი სერვისის შეთავაზებას გეგმავს. ესენია: დანაზოგების მენეჯმენტი, კრედიტი, ინვესტიციის შესაძლებლობები და ქეშბექი.
თუ გინდა გაიგო მეტი ფინტექ ინდუსტრიაზე, გაეცნო ბლოგებსა თუ სტატიებს და დაესწრო პანელურ დისკუსიებს, გამოიწერე Fintech.ge.
კომენტარები