Google-ის ახალი ფუნქცია დაგეხმარებათ გაარკვიოთ, თუ რამდენად უსაფრთხოა ესა თუ ის ვებგვერდი
Google-მა ახლახანს ახალი ფუნქცია წარმოადგინა, რაც მომხმარებლებს მეტ ინფორმაციას აწვდის იმ ვებგვერდების შესახებ, რომლებიც საძიებო სისტემით სარგებლობისას გხვდებათ. ძიების თითოეული შედეგის გვერდით მალე სამი წერტილის სიმბოლო გამოჩნდება. როგორც სმარტფონით, ასევე კომპიუტერით სარგებლობისას, როდესაც რომელიმე ვებგვერდის გვერდით ამ სიმბოლოს დააკლიკებთ, სწორედ მისი მოკლე აღწერა გამოჩნდება.
ინფორმაცია ვებგვერდების შესახებ უმეტესად Wikipedia-ზე არის მოპოვებული. სხვა შემთხვევებში კი Google შემოგთავაზებთ მათი სერვისებით სარგებლობას, სადაც მიიღებთ მოკლე ანოტაციას იმის შესახებ, თუ რომელი წყაროებიდან შეაგროვა მან აღნიშნული ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, როდესაც არც ერთი მათგანი არაა ხლემისაწვდომი, ვებგვერდის შესახებ მიიღებთ მხოლოდ მოკლე ინფორმაციას და სხვადასხვა ტიპის მონაცემებს, მაგალითად იმის შესახებ, თუ როდის მოხდა მისი ინდექსირება პირველად. ყოველ შემთხვევაში, აუცილებლად მიიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენად უსაფრთხოა თქვენთვის ამ საიტზე წვდომა HTTPS-ის საშუალებით.
Google-ის მიხედვით, ეს ფუნქცია დროის დაზოგვაში დაგეხმარებათ. პირველ რიგში მისი წყალობით აღარ მოგიწევთ ცალკე ძებნა იმის გასარკვევად, თუ რამდენად უსაფრთხოა ის ვებგვერდი, რომლის გახსნასაც აპირებთ. მეორე რიგში, ეს ფუნქცია საშუალებას მოგცემთ მიიღოთ უფრო გონივრული გადაწყვეტილებები ინტერნეტით სარგებლობისას და იყოთ უფრო მშვიდად მაშინ, როდესაც ეძებთ ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა, მაგალითად, რჩევები ფინანსურ სფეროში.
თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ Google ამ საქმეში Wikipedia-ს ეყრდნობა, ახალი ფუნქცია იმდენადვე სასარგებლო და გამოყენებადი იქნება, რამდენადაც ის მოკლე აღწერები, რომლებიც ვებგვერდზე ისედაც არის წარმოდგენილი. Wikipedia სრულიყოფილი ვეგბვერდი არაა და იგი არც ყველა სხვა ვებგვერდის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას. გარდა ამისა, აღნიშნული ფუნქცია თანამედროვე ინტერფეისის დიზაინის მახეში ებმება — გადავსებული მენიუ საჭირო და სასარგებლო ინფორმაციას მალავს.
კომენტარები