ნახეთ: Tesla-ს თვითმართვადი ფუნქცია, სან-ფრანცისკოდან ლოს-ანჯელესამდე, ადამიანის ჩარევის გარეშე გამოიყენეს
Tesla-ს სრულად თვითმართვადი სისტემა, შესაძლოა, კვლავ იყოს ბეტა ტესტირების რეჟიმში, მაგრამ ეს არ უშლის ხელს მძღოლებს გამოიყენონ იგი ავტონომიური მგზავრობისთვის. როგორც ტესლარატი აღწერს, Tesla–ს ენთუზიასტმა, რომელსაც Youtube არხი - Whole Mars Catalog აქვს, გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია FSD–ით აღჭურვილი Model 3, რომელმაც იმოგზაურა სან–ფრანცისკოდან ლოს–ანჯელესამდე, პრაქტიკულად, ჩარევის გარეშე. გამონაკლისი იყო მხოლოდ LA-ში ჩასვლის შემდეგ, როდესაც მძღოლმა სადავეები აიღო, რათა გზაზე ნამსხვრევები აერიდებინა ავტომობილისთვის.
როგორც ჩანს, ეს არის პირველი ცნობილი და დაფიქსირებული შემთხვევა, როდესაც სრულად თვითმართვადმა ავტომობილმა მსგავსი მანძილის გავლა მოახერხა, ნათქვამია
Whole Mars Catalog YouTube არხზე.
ეს აღსანიშნავი მოვლენაა თვითმართვადი ტექნოლოგიის განვითარებისთვის, ამავე დროს, ის ასევე მიანიშნებს იმაზე, თუ რამდენად ბევრი აქვს გასავლელი ტექნოლოგიას იქამდე, სანამ ილონ მასკის რობო-ტაქსის ოცნება ასრულდება.
Whole Mars Catalog კონტროლი აიღო მხოლოდ ნამსხვრევების მახლობლად, რადგან ის არ ენდო სრულ თვითმმართველობას სათანადო რეაგირებისთვის, ეს არ არის ნდობის ის დონე, რაც საჭიროა გააჩნდეს ჭეშმარიტ ავტოპილოტირების სისტემას. მძღოლს ასევე შეექმნა სან-ფრანცისკოს ერთ-ერთ ქუჩაზე საკმაოდ არასასიამოვნო სიტუაცია. აღსანიშნავია, ისიც რომ კალიფორნიის თბილი კლიმატი იდეალურია ტესლას კამერაზე დაფუძნებული თვითმართვადი ტექნოლოგიისთვის. მას შეიძლება უფრო მკაცრი გამოწვევა ჰქონდეს თოვლში, სადაც შეიძლება საჭირო იყოს LiDAR და სხვა სენსორები შეჯახებების თავიდან ასაცილებლად.
კომენტარები