აიფონის ოპერაციული სისტემის, iOS-ის ბოლო განახლების შემდეგ, სისტემა სხვადასხვა აპლიკაციის მიერ მიკროფონის გამოყენებას აკვირდება და სმარტფონის არასანქცირებული მიყურადების შემთხვევაში, ამის შესახებ მომხმარებელს აფრთხილებს.

iOS-ის ანდროიდთან მიმართებით უპირატესობაზე საუბრისას ხშირად ესმევა ხაზი პირადი ინფორმაციის დაცულობის ხარისხს. ამ საკითხში არც iOS 14 წარმოადგენს გამონაკლისს.

ვინც უკვე დააყენა iOS 14, შეამჩნევდა, რომ აიფონის ზედა პანელში პერიოდულად ნარინჯისფერი წერტილი ჩნდება.

აღნიშნული წერტილი ციფრული მიყურადების ინდიკატორის ფუნქციას ასრულებს, რომელიც გატყობინებთ, რომ რომელიღაც აპლიკაციას ფონურ რეჟიმში აქვს წვდომა თქვენი სმარტფონის ჩამწერ მოწყობილობებთან. მწვანე წერტილი ამ შემთხვევაში კამერის გამოყენებას აღნიშნავს, ნარინჯისფერი კი — მიკროფონისას.

ეფლში მიიჩნევენ, რომ ფუნქცია მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დაცვის ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.