პროგრამული განახლების წყალობით Model S ერთი დატენვით ახლა უკვე 630 კმ-ს გაივლის
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ილონ მასკმა ტესლას მფლობელებს ტვიტერზე სასიამოვნო სიახლე გააცნო. ახალი პროგრამული განახლების შედეგად უახლესი Model S-ისა და Model X-ის ყველაზე მეტი გარბენის მანძილის (Long Range Plus) მქონე მოდელები 27 და 37 კილომეტრით უფრო მეტს გაივლიან.
ეს ნიშნავს, რომ ახლა ერთი დატენვით Model S-ის ეს ვერსია 600-ის ნაცვლად 627-ს კილომეტრს გაივლის, Model X-ის Long Range Plus ვერსია კი 527-ის ნაცვლად 564-ს.
ილონ მასკმა განაცხადა, რომ ბოლო თვეებში დამზადებულ მოდელებს იმაზე მეტი მანძილის დაფარვა შეუძლიათ, ვიდრე ეს ოფიციალურ მახასიათებლებშია მოცემული. ის ამატებს, რომ ამ პოტენციალის ათვისებას პროგრამული განახლება უზრუნველყოფს, რომელიც ტესლას მფლობელებისთვის ხელმისაწვდომი სულ მალე გახდება.
აღნიშნული განახლება მხოლოდ ბოლო პერიოდში შეძენილ მოდელებს შეეხება.
კომენტარები