ჰალეის კომეტა "გზაშია" — რა უნდა ვიცოდეთ
თითქმის 40 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჰალეის კომეტამ ბოლოს ჩაგვიფრინა. და აი ახლა, ის კვლავ ბრუნდება. ასტრონომები მას მძლავრი ტელესკოპებით აკვირდებიან და ამბობენ, რომ ის გზაშია.
როგორც Universe Today იუწყება, ამ კვირას, 9 დეკემბერს, ცნობილი კომეტა "ნახევარ გზას დაფარავს". ცნობილი როგორც "აფელიონი", ეს მზესთან შუა წერტილია ჰალეის გრძელი ელიფსური ორბიტისთვის.
ციურ ობიექტს სახელი ინგლისელი ასტრონომის ედმონდ ჰალეის საპატივცემულოდ უწოდეს. სწორედ მან აღმოაჩინა კომეტა მე-18 საუკუნეში. ბოლოს ის ღამის ცაზე 1986 წელს გამოჩნდა.
მიუხედავად ამისა, კომეტას 2061 წლამდე არ უნდა ველოდოთ. კომეტას თავისი ორბიტის დაფარვისთვის დაახლოებით 79 წელი სჭირდება. 9 დეკემბერს მას თავისი გზის ნახევარი დაფარული ექნება.
ასტრონომების თქმით, კომეტის დანახვა ჯეიმს ვებისა და ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპებით შესაძლებელი იქნება. თუმცა, მოყვარული ასტრონომებისთვის ეს ჯერ შეუძლებელია.
ჰალეის კომეტა ყველაზე ცნობილი პერიოდული კომეტაა. ყოველწიურად არაერთი მანათობელი კომეტა ჩნდება ზეცაში, თუმცა ჰალეის კომეტა ყველაზე ხილვადია შეუიარაღებელი თვალით. რაც ჩვენ ვიცით, მზის შიდა სისტემაში ის ძვ. წ. 240 წლიდან ფიქსირდება.
თუმცა, მისი კომეტად აღიარება მეთვრამეტე საუკუნეში ედმუნდ ჰალეის აღმოჩენის შემდეგ მოხდა. ჰალეიმ მისი ორბიტა გამოიანგარიშა და კომეტის დაბრუნების ზუსტი პროგნოზირებაც შეძლო.
კომენტარები