GTA VI — როგორი იქნება ახალი თამაში
Rockstar Games-მა Grand Theft Auto VI-ის (GTA VI) ტრეილერი გამოაქვეყნა. ეს მას შემდეგ, რაც ტრეილერის ნაწყვეტმა ინტერნეტში გაჟონა და უკვე ამის შემდეგ ვიდეო თამაშების გიგანტს მასალის გამოქვეყნება ნაადრევად მოუწია.
მაიამით შთაგონებული სიუჟეტი
GTA VI-ის სიუჟეტი მაიამით შთაგონებულ ქალაქში (Vice City) ვითარდება. სიუჟეტი ორიენტირებულია GTA-ს პირველ ქალ მთავარ პერსონაჟზე. ლუსია, როგორც აქამდე GTA-ს სხვა მთავარი პერსონაჟები მოსაწყენი ცხოვრებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. ტრეილერში ვხედავთ ჩქაროსნულ მანქანებს, ეგზოტიკურ წვეულებებს, ნავებს, აუზებსა და თქვენ წარმოიდგინეთ ალიგატორებსაც კი.
მიუხედავად ტრეილერისა, Rockstar მიანიშნებს, რომ თამაშს 2025 წლამდე ვერ ვიხილავთ. GTA VI-ის მიმართ მოლოდინი უკვე წლებია რაც არის.
GTA V-ის უპრეცედენტო წარმატება
ჯეიმს ბინსმა, Network N-ის თავმჯდომარემ, GTA V ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თამაშად შეაფასა. მისი თქმით, თამაშის 190 მილიონი ეგზემპლარი უკვე გაყიდულია, რაც ნამდვილად შთამბეჭდავია.
Take-Two Interactive-მა, Rockstar Games-ის მშობელმა კომპანიამ, განაცხადა, რომ 2025 წლისთვის თამაშთან დაკავშირებით 8 მილიარდი დოლარის ჯავშანს ელოდებიან.
ცნობისთვის, Grand Theft Auto-ს სერიის დებიუტი 1997 წელს შედგა. დღემდე 400 მილიონზე მეტი თამაშის ეგზემპლარია გაყიდული. თამაშის ბოლო, მეხუთე ნაწილი 2013 წელს ვიხილეთ. მას შემდეგ 10 წელი გავიდა და თამაშის მოყვარულები დიდი ხანია იცდიან.
ტრეილერი Rockstar-ის 25 წლის იუბილეს დაამთხვიეს
Rockstar-ის პრეზიდენტმა, სემ ჰაუსერმა, ადრე აღნიშნა, რომ ტრეილერის დეკემბერში გამოშვება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო. ეს თამაშების გიგანტის 25 წლის იუბილესთან იყო დაკავშირებული.
კომენტარები