8 სალანძღავი სიტყვისა და შიშველი თაგვის ილუსტრაციის გამო ამერიკულ სკოლაში ცნობილი გრაფიკული რომანი ჰოლოკოსტზე, MAUS, აკრძალეს
აშშ-ში, ტენესის შტატის ერთ-ერთი სკოლის სამეურვეო საბჭომ სასკოლო პროგრამიდან პულიცერის პრემიის მფლობელი გრაფიკული რომანის, MAUS-ის, ამოღება გადაწყვიტა. მიზეზი ტექსტში გამოყენებული რვა სალანძღავი სიტყვა და შიშველი თაგვის ილუსტრაციაა.
New Yorker-ის მხატვარ-რედაქტორისა და კომიქსების ავტორის, არტ შპიგელმანის, გრაფიკული რომანი MAUS ხელოვანის მშობლების ისტორიაზე მოგვითხრობს. შპიგელმანის წინაპრები ჰოლოკოსტის პერიოდში აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში აღმოჩნდნენ, თუმცა, გადარჩნენ.
პოსტმოდერნისტულმა გრაფიკულმა მემუარმა, სადაც ებრაელები თაგვებად, გერმანელები კატებად, პოლონელები ღორებად, ხოლო ამერიკელები ძაღლებად არიან წარმოდგენილები, იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, რომ 1992 წელს პირველი და ამ დრომდე ერთადერთი გრაფიკული რომანი გახდა, რომელმაც პულიცერის პრემია მიიღო.
თუმცა, ასეთი მოწონება ნაწარმოებს მაკმინის ოლქის სკოლაში არ მიუღია. სამეურვეო საბჭოს ათივე წევრმა ერთხმად გადაწყვიტა, რომ MAUS მერვე კლასი პროგრამიდან ამოეღოთ, მიზეზად კი "ქალის შიშველი ილუსტრაციები" და ფრაზის "ღმერთმა დალახვროს" რამდენჯერმე გამოყენება დასახელდა.
დირექტორიც და საბჭოს წევრებიც თავიანთ გადაწყვეტილებას წიგნის "შეუფერებელი და ვულგარული" შინაარსით ხსნიან.
"არ უარვყოფ, რომ ეს საშინელი, ბრუტალური და სასტიკი ამბავია", — ამბობს საბჭოს ერთ-ერთი წევრი, ტონი ოლმენი, — "თუმცა, [წიგნში] ნაჩვენებია ადამიანების ჩამოხრჩობა, ბავშვების დახოცვა, რატომ უნდა გაავრცელოს საგანმანათლებლო დაწესებულებამ ასეთი რამ? ეს არაგონივრული და არაჯანსაღია".
ოლმენი რომანის ავტორის, შპიგელმანის, რეპუტაციასაც შეეხო საუბრისას.
"შეიძლება ვცდები, მაგრამ ამ გრაფიკული რომანის შემქმნელი Playboy-ისთვისაც ხატავდა ილუსტრაციებს", — აცხადებს სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი, — "შეგიძლიათ, მის წარსულს გადახედოთ. და ჩვენ მას უფლებას ვაძლევთ, დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი გრაფიკული მასალა შექმნას".
საბჭოს კიდევ ერთი წევრი, მაიკ კოქრენი, წიგნის ზოგიერთ ნაწილს "სრულიად არასაჭიროდ" მიიჩნევს.
"ჩვენ ბავშვებისთვის ეთიკის სწავლებაზე ვლაპარაკობთ, ამ წიგნში კი ამბავი იწყება მამისა და შვილის საუბრით იმაზე, თუ როდის დაკარგა მამამ ვაჟიშვილობა", — ამბობს კოქრენი, — "არ გვჭირდება ეს მასალა, რომ ბავშვებს ისტორია ვასწავლოთ. ჩვენ შეგვიძლია მათ ისტორიაც ვასწავლოთ და გრაფიკული ისტორიაც. შეგვიძლია, მოვუყვეთ, ზუსტად რა მოხდა, მაგრამ ეს სიშიშვლე და სხვა ყველაფერი არ გვჭირდება".
კოქრენმა კურიკულუმის გადახედვაც მოითხოვა, რადგან, მისი აზრით, სასწავლო პროგრამაში შესული ნაწარმოებები "სექსუალობის, სიშიშვლისა და ვულგარული ენის ნორმალიზებას ეწევა".
თუმცა, ეს ერთადერთი შემთხვევა არაა, როცა აშშ-ში კონსერვატიული ჯგუფები სასკოლო პროგრამაში შემავალი წიგნების წინააღმდეგ ილაშქრებენ. მათ ბევრგან მოითხოვეს წიგნების ამოღება სკოლის ბიბლიოთეკებიდანაც, განსაკუთრებით, იმ ნაწარმოებების, სადაც საუბარი რასიზმზე, ლგბტქ საკითხებსა და სხვა მოწყვლად ჯგუფებზეა.
სკოლის გადაწყვეტილებამ გააკვირვა წიგნის ავტორიც. მისი თქმით, საბჭოს გადაწყვეტილებამ ორუელისეული დისტოპია მოაგონა.
შპიგელმანის ორივე მშობელი ებრაელი იყო. ისინი ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკს გადაურჩნენ, თუმცა, გრაფიკოსის დედამ მოგვიანებით თავი მოიკლა.
"უამრავ ბევრ ახალგაზრდას შევხვედრილვარ, რომელმაც ჩემი წიგნიდან ბევრი რამ ისწავლა", — დასძენს შპიგელმანი, — "ისიც მესმის, რომ ტენესიში შეიშალნენ. მანდ რაღაც ვერაა რიგზე".
-
გადახედვაშოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული შოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
კომენტარები