თუ სათამაშო ბიზნესი შეწყვეტს დაფინანსებას, სპორტისთვის დამღუპველი იქნება — სპორტსმენები
სათამაშო ბიზნესის ასოციაცია სპორტის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით სპორტსმენებს შეხვდა. მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილის თქმით, ეს სპორტისათვის დამღუპველი იქნება.
"თუ ეს რეგულაციები შევა, თუ სათამაშო ბიზნესი შეწყვეტს სპორტის დაფინანსებას, ეს იქნება სპორტისთვის დამღუპველი. პირადად ჩემზე შემიძლია ვთქვა, რომ ან მომიწევს ქვეყნიდან წასვლა ან სპორტისთვის საერთოდ თავის დანებება", — ამბობს საგინაშვილი.
ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე ამბობს, რომ ძალიან ბევრი სპორტსმენი სწორედ მათგან მიღებული დაფინანსებით სულდგმულობს.
სათამაშო ბიზნესის ასოციაციის განცხადებით, ახალი კანონპროექტით, გაზრდილი გადასახადების ფონზე, დაშვებული სასპონსორო სარეკლამო დაფინანსება ვეღარ იქნება კომპანიებისათვის მარკეტინგულად თუ ფინანსურად გამართლებული დანახარჯი. აქედან გამომდინარე, დაანონსებული საკანონმდებლო შეზღუდვების დამტკიცების პირობებში, სათამაშო ბიზნესის სექტორს მოუწევს, უარი თქვას სპორტის სპონსორობაზე.
17 დეკემბერს აზარტული თამაშების კანონპროექტს მხარი მე-2 მოსმენით დაუჭირეს. კანონპროექტი ითვალისწინებს როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ სივრცეში სათამაშო ბიზნესის რეკლამირების აკრძალვას, ასევე, აზარტულ და მომგებიან თამაშებში მონაწილეობისთვის ასაკობრივი ზღვრის 25 წლამდე გაზრდას.
29 ნოემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება 25 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს აეკრძალებთ. ამასთან, კაზინოებში ვერ ითამაშებენ სოციალურად დაუცველი პირები, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან და საჯარო მოხელეები. მისივე თქმით, ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის გათვალისწინებილი იქნება ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმის შემოღება და ჯამურად სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა 65-70%-ით გაიზრდება.
პრემიერმინისტრმა დააანონსა სათამაშო ბიზნესის ყველანაირი რეკლამის აკრძალვაც. მათ შორის, სატელევიზიო, გარე და ქართულ ვებ-გვერდებზე განთავსებული რეკლამა. ღარიბაშვილის თქმით, სათამაშო ბიზნესოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება.
მანამდე, 22 ნოემბერს, მთავრობის სხდომაზე, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ონლაინ კაზინოები უნდა აიკრძალოს.
მედიაკოლაცია აზარტული თამაშებისა და მათი რეკლამების შემზღუდავი საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვას უარყოფითად აფასებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ განმარტებით ბარათში მოყვანილი არგუმენტები პრობლემური და არასაკმარისია. მათ განცხადებით, არსებობს რისკი, რომ საკანონმდებლო ცვლილება მაუწყებლებს ფინანსურად მნიშვნელოვნად დააზარალებს.
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები