კულუმბეგოვი: თუ ომიკრონს იმუნური სისტემის მომზადების გარეშე შევხვდებით, 1000 ინფიცირებულიდან 10 გარდაიცვლება
იმუნულოგი, ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ თუ კორონავირუსის ახალ შტამს, ომიკრონს ადამიანები იმუნური სისტემის მომზადების გარეშე შეხვდებიან, 1 000 ინფიცირებულიდან 10 გარდაიცვლება. მისივე თქმით, ომიკრონის დომინაციის შემთხვევაში, ყოველდღიურად ვირუსის გამოვლენის შემთხვევებმა, შესაძლოა, 10 000-ს გადააჭარბოს, რაც საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის "სრული კატასტროფა" იქნება.
"შეხვდებით იმუნური სისტემის მომზადების გარეშე, მაშინ, სამწუხაროდ, 1 პროცენტი, 1 000 ინფიცირებულიდან ანუ 10 ადამიანი გარდაიცვლება. ეს არის პერსპექტვა, სამწუხარო რეალობა, რაც უნდა ვუთხრათ, ჩვენს მოსახლეობას. გამოსავალი არსებობს და რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაფიქრდეს ყველა და მიიღოს გადაწყვეტილება", — აცხადებს ის.
კულუმბეგოვი ამბობს, რომ კორონავირუსთან მიმართებაში ქვეყნის მოსახელობის დიდი ნაწილი მოწყვლადია. მისივე თქმით, საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ინფიცირებული ადამიანების შემთხვევებით პირველ ხუთეულშია.
"მოზრდილი მოსახლეობის 43% ერთი დოზით და 36% ორი დოზითაა აცრილი. ეს საერთო მოსახლეობის ძალიან დაბალი ციფრია, დაახლოებით 28%, მეტს ვერ ვაღწევთ ჩვენ, მსოფლიო სტატისტიკას თუ შევედარებით. ამიტომ, მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი მოწყვლადია. მაგრამ ქვეყანა პირველ ხუთეულშია ერთ სულ მოსახლეზე საერთოდ ინფიცირებული ადამიანების შემთხვევებით, სულ რამდენიმე ჯუჯა სახელმწიფო გვისწრებს წინ, გიბლარტალი და მსგავსი სახელმწიფოები. ამიტომ, მეორე მხრივ, გარკვეული იმუნური ფენა ჩვენს ქვეყანაში არსებობს. მაგრამ კიდევ ერთხეულ უნდა ვთქვათ, რომ როგორც წინასწარი ეპიდემიოლოგიური კვლევები აჩვენებს, დაახლოებით 50%-ზე მეტი ადამიანების, მაინც მოწყვლადები არიან ინფექციის მიმართ, ეს არის ჩვენი მოსახელობის თითქმის მილიონნახევარზე მეტი მოქალაქე", — აღნიშნავს ის.
კულუმბეგოვი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ვაქცინირებული, სიკვდილიანობისა და დაზიანების მაჩვენებელიც მინიმალური იქნება. მისივე თქმით, საქართველო იზოლირებული ქვეყანა არ არის, შესაბამისად, კორონავირუსის ახალი შტამი ქვეყანაში ადრე თუ გვიან შემოვა.
კორონავირუსის ახალი ვარიანტი, ომიკრონი სამხრეთ აფრიკაში 25 ნოემბერს დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი შტამი შეშფოთების მიზეზად გამოაცხადა. ომიკრონის გამო ევროკავშირის ქვეყნებმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სამხრეთ აფრიკის ქვეყნებიდან ფრენები აკრძალეს. რეგულაციები დაწესდა საქართველოშიც. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 8 ქვეყნიდან შემოსულ მგზავრებს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები