ხოშტარია მიმართავს კონსილიუმის წევრ ექიმებს, სააკაშვილის სანახავად ციხეში საკუთარი ინიციატივით შევიდნენ
დროას ხელმძღვანელი, ელენე ხოშტარია მოუწოდებს ყველა ექიმს, ჩაერთონ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაგებისა და მკურნალობის პროცესში. ასევე, ის მოუწოდებს კონსილიუმის წევრებს, პენიტენციური სამსახურის მოთხოვნის გარეშე შევიდნენ ექსპრეზიდენტთან და საზოგადოებას გააგებინონ, რა მდგომარეობაშია ის.
"მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვაძლევ თავს უფლებას, ჩავერიო სხვის პროფესიაში და გავბედო, მივმართო ექიმებს, რომ მე თავად მე-12 დღეა ვშიმშილობ. ალბათ ყველას გვესმის, რომ ის კრიზისი, რომელიც არის ქვეყანაში, აბსოლუტურად ცდება არამხოლოდ პარტიულ, არამედ პოლიტიკურ ჩარჩოებს, ეს არის კრიზისი, რომელიც ეხება ყველა მოქალაქეს, კრიზისი, რომელიც ეხება აბსოლუტურად ყველა პროფესიას", — განაცხადა მან.
ხოშტარია განმარტავს, რომ ცნობები, რომლებიც ბოლო დღეებში ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობაზე ვრცელდება საგანგაშოა და პენიტენციური სამსახურის განცხადებები, მათ ვერ ამშვიდებს. სწორედ ამიტომ მან მოუწოდა კონსილიუმის წევრ ნევროლოგს — ალექსანდრე ცისკარიძეს, კრიტიკული მედიცინის წევრს — გიორგი გოცაძეს, ენდოკრინოლოგს — ელენე გიორგაძეს, ჰემატოლოგს — ნინო შარაშენიძეს, რომ შევიდნენ სააკაშვილის სანახავად.
"ჩემი ძალიან დიდი პატივისცემით და მოწიწებით, მინდა მივმართო კონკრეტულად ექიმებს, ყველა ექიმს, ვისაც შეუძლია გამოიჩინოს ინიციატივა და ეცადოს, ჩაერთოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაგებისა და მკურნალობის პროცესში და კონკრეტულად, ასევე, იმ ექიმებს, რომლებიც შედიოდნენ კონსილიუმში და რომლებსაც აქვთ გარკვეული ინსტიტუციური ბერკეტი, რომ ჩაერიონ სიტუაციაში. [...]
კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს, რომ ვერევი სხვა პროფესიის და სხვა ინსტიტუტების საქმიანობაში. ერთადერთი რაც მე მამოძრავებს, ეს არის საზოგადოებრივი გარკვეული სიცხადის შემოტანა", — განაცხადა მან.
ხოშტარიამ მადლობა გადაუხადა ექიმებს, რომლებიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნავენ.
"დავამატებ, რომ ძალიან პრინციპულად, მყარად, მხნედ და შეუპოვრად ვაგრძელებ შიმშილობას, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში", — განაცხადა მან.
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები