"მე არ მითქვამს, რომ თუ წესიერად არ მოიქცეოდა... მე ვიგულისხმე..." — ღარიბაშვილის განმარტება სააკაშვილზე
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული მისი მუქარა, რომ თუ ექსპრეზიდენტი წესიერად არ მოიქცევა, სხვა მუხლებიც დაემატება, ადამიანებმა არასწორად გაიგეს და მან უბრალოდ თეორიულად განმარტა ის პროცესი, რაც მსჯავრდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენას მოყვებოდა. მისი თქმით, კითხვას "ნახევრად ირონიულად, პოლიტიკურად" უპასუხა.
"მე ვურჩევდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი განცხადება არასწორად გაიგო, კიდევ ერთხელ მოუსმინონ ჩემს განცხადებას და არასწორი ინტერპრეტაციები არ უნდა გააკეთონ ჩემს განცხადებაზე. ერთი — მე უბრალოდ ჩემს პოლიტიკურ შეფასებას ვაკეთებდი, მეორე — მე არ მითქვამს, რომ თუ წესიერად არ მოიქცეოდა... მე ვიგულისხმე, იმ შემთხვევაში თუ, რა თქმა უნდა... იქ ჟურნალისტი მეკითხებოდა, რომ სააკაშვილი კვლავაც მოუწოდებს რაღაც და გარკვეული, ასე ვთქვათ, მე წავიკითხე დაუმორჩილებლობა და რაღაც გადატრიალების მსგავსი მოწოდება ჰქონდა გაკეთებული პატიმარ სააკაშვილს და მხოლოდ ამაზე საპასუხოდ, ბუნებრივია, ნახევრად ირონიულად, პოლიტიკურად ვუპასუხე, რომ ეს საერთოდ ცხადი არის, ყველამ ასე იცის, ნებისმიერმა ადამიანმა, დამწყებმა იურისტმა კარგად იცის, რომ თუ პატიმარი ახალ დანაშაულს ჩაიდენს, მათ შორის საპატიმროში, მას, ბუნებრივია, კანონი ითვალისწინებს ამას, რომ სხვა მუხლები და სხვა სასჯელი დაემატება. ეს ისე განმარტებისთვის", — აცხადებს ღარიბაშვილი [სტილი დაცულია].
ღარიბაშვილმა თქვა ისიც, რომ ის არ წყვეტს, სააკაშვილს დააკავებდნენ თუ არა და არც ის არის მისი გადასაწყვეტი, "ვის რა მუხლი დაემატება". მისი თქმით, "უბრალოდ განმარტება" გააკეთა.
"რა თქმა უნდა, ამას მე არ ვწყვეტ როგორც პრემიერმინისტრი, სააკაშვილს დააკავებდნენ თუ არ დააკავებდნენ. სააკაშვილი მოგეხსენებათ, რომ არის მსჯავრდებული. იგი იყო ბრალდებული და არის კიდევაც ბრალდებული სხვა საქმეებზე და მათ შორის მსჯავრდებული იყო ორ საქმეზე, რომელიც არის გირგვლიანის საქმე და ასევე, ახლა მიმდინარეობს იმედის საქმე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური იყო ჩვენს ქვეყანაში და ვალერი გელაშვილის საქმეზე არის გასამართლებული, მსჯავრდებული არის. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩემი გადასაწყვეტი არ არის ვის რა მუხლი დაემატება, უბრალოდ განმარტება გავაკეთე. თუ ნებისმიერი მსჯავრდებული, პატიმარი, მათ შორის სააკაშვილი, თუ დამატებით ახალ დანაშაულს ჩაიდენს, ბუნებრივია, მას ახალი სასჯელი დაემატებოდა, ეს იყო თეორიული საუბარი", — განაცხადა ღარიბაშვილმა.
3 ოქტომბერს პრემიერმინისტრი ციხეში მყოფ ექსპრეზიდენტს დაემუქრა და თქვა, რომ "წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებთ კიდევ სხვა მუხლებს და სხვებსაც მივაყოლებთ".
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები