ე.წ. კარუსელი, ძალადობა, ფარულობის დარღვევა, ოქმების დაგვიანება, მოსყიდვა — TI არჩევნებს აფასებს
არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობას (TI) შეფასებით, 2 ოქტომბრის არჩევნებმა აჩვენა, რომ ქვეყანა ჯერ კიდევ შორსაა საარჩევნო რეფორმისას დასახული მიზნების მიღწევისგან. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია პოლიტიკური ნება, არჩევნები მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ჩაატაროს.
"ბევრი საარჩევნო უბნის გარეთ, მათ შორის კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე კვლავ შეინიშნება პარტიული კოორდინატორების თავშეყრა, რაც საარჩევნო კოდექსში შესული ახალი ცვლილებებით, სამართალდარღვევას წარმოადგენს. ასევე, დაფიქსირდა ერთი და იმავე პირის მიერ რამდენიმეჯერ ხმის მიცემის, დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის, საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის ფარულობის დარღვევის, ჟურნალისტებზე შეურაცხყოფის, უბნებზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნისა და სხვა შემთხვევები", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
საერთაშორისო გამჭვირვალობა ხაზს უსვამს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ პირველადი შედეგების დაგვიანებას და აცხადებს, რომ ეს ცესკოსვე პრაქტიკის გაუარესებაა.
არჩევნებს საერთაშორისო გამჭვირვალობის 300-მდე დამკვირვებელი, რომლებმაც 160-მდე წვრილი თუ შედარებით სერიოზული დარღვევა დააფიქსირეს. ჯამში, ორგანიზაციამ 30 საჩივარი დაწერა და 2 უბნის შედეგების გაუქმება მოითხოვა მარნეულში.
ორგანიზაციის დამკვირვებლებმა სხვადასხვა ტიპის დარღვევები დააფიქსირეს:
- ერთი და იმავე პირის მიერ რამდენჯერმე ხმის მიცემა — საერთაშორისო გამჭვირვალობის ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევები მარნეულსა და ნინოწმინდაში დაფიქსირდა. ორგანიზაციას ამის ამსახველი ფოტო/ვიდეო მტკიცებულებებიც აქვს;
- ძალადობა — საუბარია მარნეულში, ლეიბორისტული პარტიის წევრის დაჭრაზე;
- ჟურნალისტების შეურაცხყოფა — ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ბოლო ორი არჩევნების განმავლობაში ჟურნალისტების სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ტენდენციური ხასიათი აქვს;
- შედეგების შეჯამება — საერთაშორისო გამჭვირვალობის თქმით, რამდენიმე ოლქში (ზუგდიდის, ფოთის, საბურთალოსა და ნაძალადევისა ოლქებში) შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცესი გაიწელა. მათი ინფორმაციით, საუბნო კომისიები მხოლოდ ასლს უგზავნიდნენ საოლქო კომისიას და ორიგინალის შევსებისგან თავს იკავებდნენ.
- დამკვირვებლების საქმიანობისთვის ხელის შეშლა — ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დამკვირვებლების საქმიანობის შეფერხების, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ზეწოლის ათამდე შემთხვევა დააფიქსირეს;
- სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონაწილეობა სამართალდარღვევებში — საუბარია რამდენიმე სადამკვირვებლო ორგანიზაციაზე, რომლებიც, საერთაშორისო გამჭვირვალობის შეფასებით, სხვადასხვა ტიპის დარღვევებში მონაწილეობდნენ:
♦ კავშირ მწვანე დედამიწის რამდენიმე დამკვირვებელი არღვევდა კენჭისყრის ფარულობას. ამ ორგანიზაციას სულ 3 213 დამკვირვებელი ჰყავს რეგისტრირებული;
♦ საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირის დამკვირვებელმა, ტოფიგ აკბეროვმა მარნეულის მე-13 უბანში რამდენჯერმე მისცა ხმა. ამ ორგანიზაციას სულ 894 დამკვირვებელი ჰყავს;
♦ საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის წარმომადგენელი არღვევდა კენჭისყრის ფარულობას და სავარაუდოდ ზემოქმედებდა ამომრჩევლის ნებაზე. ამ ორგანიზაციას 483 დამკვირვებელი ჰყავს.
♦ საზოგადოებრივმა გაერთიანებამ ჯერ საქართველო დამკვირვებლად დაარეგისტრირა ქართული ოცნება — მრეწველების ახალციხის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე, მაშინ, როცა საკრებულოს წევრს ეკრძალება დამკვირვებლად ყოფნა. ამ ორგანიზაციას სულ 2 338 დამკვირვებელი ჰყავს დარეგისტრირებული. - კენჭისყრის ფარულობის დარღვევა — ეს დარღვევა საერთაშორისო გამჭვირვალობამ 5 უბანზე დააფიქსირა;
- ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა — საერთაშორისო გამჭვირვალობამ სავარაუდო მოსყიდვა დუშეთის ერთ-ერთ უბანზე დააფიქსირა, თუმცა ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მსგავსი ფაქტები მედიამ და სხვა ორგანიზაციებმაც დააფიქსირეს;
- ახალი საარჩევნო კაბინების ხარვეზი — საუბარია თბილისის ოლქებში გამოყენებულ ახალი ტიპის კაბინებზე, რომელთა წინა ნაწილი ამოჭრილი იყო. ორგანიზაციის შეფასებით, მსგავსი კაბინების მიზანი — თავიდან აგვეცილებინა ბიულეტენისთვის ფოტოს გადაღების შემთხვევები — ლეგიტიმური იყო, თუმცა მან შემქნა კენჭისყრის ფარულობის დარღვევის რისკი.
ამ მონაცემების საფუძველზე, საერთაშორისო გამჭვირვალობა შემდეგ რეკომენდაციებს გვთავაზობს:
- სამართალდამცავმა ორგანოებმა სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ყველა ფაქტი;
- საუბნო საარჩევნო კომისიებმა კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმები რაც შეიძლება სწრაფად შეადგინონ;
- ახალი დიზაინის კაბინების გამოყენება გადახედვას საჭიროებს;
- საჭიროა, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა კვალიფიკაციისა და სამუშაო ეთიკის შემდგომი ამაღლება, განსაკუთრებით საუბნო საარჩევნო კომისიების დონეზე.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები