ეს არის ბრძოლა საქართველოს ერთადერთი ფუნქციური ხელისუფლების შტოს, მედიის ჩამოსაშლელად — მარგველაშვილი
საქართველოს მე-4 პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მედიის წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქციას შეუერთდა და განაცხადა, რომ ეს არის ბრძოლა ხელისუფლების ერთადერთი ფუნქციური შტოს ჩამოსაშლელად.
"ეს არის მეთოდური ბრძოლა, რომ განადგურდეს ერთადერთი დარჩენილი სახელმწიფო ინსტიტუტი, ხელისუფლების შტო — მედია ხელისუფლების შტო არის. დანარჩენი ყველა ჩამოშალეს: სასამართლო ჩამოშლილია და ამაზე ყველა ლაპარაკობს; პარლამენტი არალეგიტიმურია, მთავრობა არალეგიტიმურია. ერთადერთი რაც დარჩა არის მედია და მის ჩამოშლას ცდილობენ. ეს პოლიტიკური ბრძოლაა, ეს არ არის გემოვნების ბრძოლა. ეს არის ბრძოლა საქართველოს ერთადერთი ფუნქციური ხელისუფლების შტოს ჩამოსაშლელად", — ასე მიმართა ექსპრეზიდენტმა რუსთაველზე, პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს.
მისი თქმით, მოქალაქეებმა ყოველწუთიერად უნდა გავაკეთოთ არჩევანი, როგორ საქართველოში გვინდა ცხოვრება.
"ქართველი იყო ილია ჭავჭავაძეც, მაგრამ ქართველი იყო ბერბიჭაშვილიც; ქართველი იყო ვაჟა-ფშაველა, მაგრამ, ქართველი იყო ბერიაც; ქართველი იყო ივანე ჯავახიშვილი, მაგრამ, ქართველი იყო ორჯონიკიძეც — ჩვენ ეს არჩევანი ყოველწუთიერად უნდა გავაკეთოთ: რომელი საქართველოს მხარეს ვდგავართ ჩვენ [...] ეს არჩევანი გააკეთა ლექსომაც და გახდა მოწამე ამ არჩევანის, შეეწირა ამ არჩევანს. იმისთვის, რომ თქვენთვის, ჩვენთის და ჩვენი შვილებისთვის მიეცა აი ის მომავალი, რომელსაც ემსახურებოდა ილიაც, ვაჟაც და რომელსაც ემსახურებოდნენ ჩვენი დიდი წინაპრები", — განაცხადა მარგველაშვილმა.
მან ტრიბუნიდან მიმართა ახალგაზრდებს და უთხრა, რომ ბრძოლა სამშობლოს დასაცავად ახლა მათ ხელშია.
"ეს ბრძოლა აქ ჩემი თაობისთვის 30 წელიწადია მიმდინარეობს. მე მინდა, რომ გადმოგაბაროთ ამ ბრძლის პათოსი და თქვენ დადგეთ აქ ჩვენი სამშობლოს დასაცავად", — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
17 ივლისს, რუსთაველის გამზირზე მედიის წარმომადგენლების ორგანიზებით მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები პრემიერმინისტრის გადადგომას მოითხოვენ. ჟურნალისტების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო 5 ივლისის ძალადობრივ კონტრაქციაზე სასტიკად ნაცემი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავას გარდაიცვალა.
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები