7 ნიშანი იმისა, რომ მხევლის წიგნში ვცხოვრობთ
როცა მხევლის წიგნის პირველი ეპიზოდი ვნახე, სერიალის სამყაროთან, პერსონაჟებთან და თან უცნაური კავშირი ვიგრძენი. მიუხედავად იმისა, რომ ქუჩებში არც წითელ სამოსში გამოწყობილი მხევლები დადიან და არც წერა-კითხვა გვაქვს ქალებს აკრძალული, ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ეს ყველაფერი უკვე ნანახი, მოსმენილი და გამოცდილი მქონდა.
მარგარეტ ეტვუდის მხევლის წიგნი მკითხველმა პირველად 1985 წელს წაიკითხა და ნაწარმოების პოპულარობა ყოველდღიურად იზრდება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ წიგნში, შემდგომ კი 2017 წლის სერიალში გადმოცემული მოვლენები დღითიდღე უფრო აქტუალური ხდება.
მხევლის წიგნი ერთგვარი წინასწარმეტყველებაა, რომელშიც მოქმედება აშშ-ის ადგილას აღმოცენებულ ახალ ქვეყანაში — გილეადში ვითარდება. გილეადში ქალები კასტებად არიან დაყოფილი და მათ საკუთრების ფლობა, სიყვარული, ოჯახის შექმნა, წერა-კითხვა და საკუთარი სურვილის მიხედვით ცხოვრება ეკრძალებათ. ახალ სამყაროში რელიგიური ფანატიზმი მეფობს და ადამიანები ღმერთის სახელით ძალადობენ. სიტუაციას მუდმივად შეიარაღებული პირები აკონტროლებენ, ქუჩებში წითელ მოსასხამებში გამოწყობილ მხევლებსა და მოსამსახურე მართებს შორის კი შიშის ლანდებიც დაძრწიან.
ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი დისტოპიური სამყაროა, რომელსაც თანამედროვე ყოველდღიურობასთან საერთო არაფერი აქვს, თუმცა მარგარეტ ეტვუდს უამრავი ადამიანი წინასწარმეტყველს უმიზეზოდ ნამდვილად არ უწოდებს: თუ ლუპას მოიმარჯვებ და მხევლის წიგნის სამყაროს ახლოდან დააკვირდები, აღმოაჩენ, რომ გილეადი რეალობასთან იმაზე ახლოსაა, ვიდრე გეგონა.
მხევლის წიგნის სამყაროსთან სიახლოვეს მისი პირველად გაცნობის დღიდანვე ვგრძნობ, თუმცა ეს განცდა ბოლო კვირის განმავლობაში განსაკუთრებით გამიმძაფრდა, როდესაც ქვეყანაში ქალების ჩაგვრას (რომელიც, სამწუხაროდ, უკვე ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია) 50-ზე მეტ უდანაშაულო ადამიანზე თავდასხმა და ლგბტქ+ საზოგადოებისა და მათი მხარდამჭერების მიმართ გამოჩენილი სისასტიკე, მიუღებლობა და მათზე ძალადობა დაემატა. მიუხედავად იმისა, რომ ლგბტქ+ საზოგადოების მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას საზოგადოების ნაწილი არასდროს მალავდა, მსგავსი მასშტაბის ძალადობრივი ქმედებები და შიში, რომელმაც ქვეყანა ბოლო კვირის განმავლობაში მოიცვა, მაინც მოულოდნელი და ერთიორად შემზარავი აღმოჩნდა.
მაშ ასე, გთავაზობთ იმის 7 ნიშანს, რომ მხევლის წიგნში ვცხოვრობთ:
1. ძალადობა ღმერთისა და რელიგიის სახელითაა გამართლებული
მხევლის წიგნის სამყაროში ყველაფერი ღმერთისა და რელიგიის სახელით ხდება, მათ შორის — ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობა. მხევლის დამონება და მისი გაუპატიურება, რათა დაორსულდეს, საზოგადოებაში არათუ მიღებული, არამედ — აუცილებელიცაა. მსგავსი კანონების შემქმნელების მიხედვით, ეს ყველაფერი სამყაროს სწორ, ღმერთის გზაზე დაბრუნებას ემსახურება.
თუ 5 ივლისის მოვლენებსა და ზოგადად, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ ლგბტქ+ თემის მიმართ გამოვლენილ ძალადობის სხვა შემთხვევებს გავიხსენებთ, მოძალადეები საკუთარ ქმედებებს უმეტესად რელიგიით ამართლებენ. თუმცა, რა თქმა უნდა, ის ავიწყდებათ, რომ რელიგია, უპირველეს ყოვლისა, სიყვარულს ქადაგებს, ძალადობას კი — გმობს.
2 მოძალადეებს ბევრი მხარდამჭერი ჰყავთ
გილეადში ძალადობა ჩვეულებრივი მოვლენაა. სექსუალური ძალადობა ახალი სიცოცხლის ჩასახვითაა გამართლებული, ფიზიკური და ფსიქოლოგიური — "სწორ გზას" აცდენილი ქალების მოსარჯულებელი იარაღია. გილეადში მოძალადეები დამნაშავეები არ არიან, რადგან მათ საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერა აქვთ.
სამწუხაროდ, იმავეს თქმა ჩვენს რეალობაზეც შეგვიძლია. იმის მაგივრად, რომ საზოგადოებამ მოძალადეების დასჯა ერთხმად მოითხოვოს, უამრავი ადამიანი მათ ამართლებს და მარჯვენასაც კი ულოცავს. ამ მხარდაჭერით წახალისებული მოძალადე კი ერთიორად უკონტროლო და საშიშია.
3. სიყვარული დანაშაულად ითვლება
გილეადში სიყვარული დანაშაულად ითვლება. სერიალში ამის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს, თუმცა ყველაზე მტკივნეული და შემზარავი მაინც არასრულწლოვანი ედენია, რომელიც ნიკს ცოლად გააყოლეს, თუმცა გოგონას მოგვიანებით სხვა შეუყვარდა. აკრძალული სიყვარულის გამო ედენსა და მის შეყვარებულს სასტიკი ბედი ხვდათ: მათ ფეხზე სიმძიმეები მოაბეს და აუზში დახრჩობა მიუსაჯეს. აუზის ფსკერზე სხვა ჯაჭვებსა და სიმძიმეებსაც ვხედავთ, რაც იმის ნიშანია, რომ სიყვარულისთვის მანამდეც ბევრი ადამიანი დასჯილა.
სიყვარულისთვის თანამედროვე რეალობაშიც ისჯებიან ადამიანები. თუნდაც ის, რომ უამრავ მათგანს საზოგადოების შიშით საკუთარი გრძნობების სამუდამოდ დამალვა უწევს, უკვე უდიდესი სასჯელია. სიყვარულის გამო მათზე ფიზიკურსა თუ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე საუბარიც კი ზედმეტია.
4. ქალებზე ძალადობა ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა
მხევლის წიგნის ყურებისას ემოციების შეკავება ნებისმიერ მაყურებელს გაუჭირდება. მთავარი გმირი ჯუნი და სხვა პერსონაჟები გამუდმებით ფიზიკური, სექსუალური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი არიან. სერიალის ყურებისას თუ წიგნის კითხვისას ის ხშირად გვავიწყდება, რომ ქალებზე საყოველთაო ძალადობა ფიქცია სულაც არაა. ქალებს მარტო სიარულის, ტაქსიში ჩაჯდომის, პაემანზე წასვლის, საკუთარი გემოვნების მიხედვით ჩაცმის ეშინიათ, რადგან ერთი კვირაც კი არ გავა, რომ ძალადობის ფაქტის შესახებ არ გავიგოთ. ქალებს თავისუფლებას უზღუდავენ, ასახიჩრებენ, მათზე ძალადობენ და კლავენ — მხევლის წიგნში იმაზე ცოტა რამაა გამოგონილი, ვიდრე გვგონია.
5. ლგბტქ+ საზოგადოების წარმომადგენლები დაუცველები არიან
გილეადში ადამიანის უფლებები, ფაქტობრივად, არ არსებობს, შესაბამისად სულაც არაა გასაკვირი, რომ მათ არავინ იცავს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ისეთი უფლებები, როგორებიცაა, მაგალითად, თანასწორობის უფლება და შეკრების თავისუფლება, კონსტიტუციითაა აღიარებული, ჩვენს ქვეყანაში ლგბტქ+ საზოგადოების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები დაუცველები არიან და საზოგადოების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი ხშირად ხდებიან. ამაში 5 ივლისის მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა.
6. სხვა ადამიანები გვკარნახობენ, როგორ ვიცხოვროთ
გილეადში ყველა კასტას საკუთარი ფერი და ტანსაცმელი აქვს. გილეადში ადამიანებს სხვები კარნახობენ იმას, თუ რა ჩაიცვან, როგორ ისაუბრონ, სად და როდის წავიდნენ და ა.შ. ეს მდგომარეობა, სამწუხაროდ, არც ჩვენთვისაა უცხო. დღეს საზოგადოების ერთ ნაწილს დანარჩენებისთვის გარკვეული კანონები აქვს იმის შესახებ, თუ ვინ უნდა გვიყვარდეს, როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ, რას უნდა ვსაქმიანობდეთ, როგორ ვსაუბრობდეთ და ა.შ. მსგავსი წესების დარღვევებზე საზოგადოების ეს ნაწილი "შესაბამის" ზომებს იღებს: მაისურის ფერისა თუ პირსინგის გამო, საუკეთესო შემთხვევაში სიტყვიერი შეურაცხყოფის ადრესატი გახდები.
7. შიში თან აჩრდილივით დაგვყვება
სახლში მისასვლელად მოკლე გზა არ აირჩიო, ტაქსიში მარტო არ ჩაჯდე, ბნელ ქუჩაზე ყურსასმენები მოიხსენი, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყურადღებით იყავი, მიწისქვეშა გადასასვლელით არ ისარგებლო — ეს ის წესებია, რომელსაც ქალები წლების განმავლობაში მე და უამრავი სხვა ქალი ერთგულად, შიშით ვიცავთ.
შიში ჩემთვის უცხო არაა. მიუხედავად ამისა, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა მხევლის წიგნი სწორედ ყოვლისმომცველი შიშისა და დაუცველობის გრძნობის გამო გამახსენა. ალბათ, სერიალის პირველივე ეპიზოდის ნახვისა თუ წიგნის პირველივე გვერდის წაკითხვის შემდეგ მხევლის წიგნის სამყარო ჩემთვის ასე უცნაურად ახლობელი სწორედ იმიტომაა, რომ მე, ჯუნსა და კიდევ უამრავ ადამიანს შიში გვაერთიანებს. შეიძლება სწორედ ამ ერთიანობისა და სიმამაცის მოკრების სურვილის გამოა, რომ ჩემს ერთ-ერთ ჩანთაზე ჯუნის მიერ კედელზე ნაპოვნი წარწერაა ამოქარგული. Nolite Te Bastardes Carborundorum ("თავი არ დააჩაგვრინო მაგ ნაბიჭვრებს") — ვუყურებ წარწერას და ვოცნებობ, რომ შიში კი არ დავძლიო, არამედ — შიშის მიზეზი აღარ მქონდეს.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
კომენტარები