12 სეზონის შემდეგ ჯესი უილიამსი გრეის ანატომიას ტოვებს
ალბათ, ყველაზე ცნობილი სამედიცინო სერიალის — გრეის ანატომიის ერთგული მაყურებლები უკვე მიჩვეულები არიან საყვარელ პერსონაჟებთან გამომშვიდობებას, თუმცა როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მოულოდნელად დაატყდათ თავს სამწუხარო ცნობა.
მსახიობი ჯესი უილიამსი ABC-ის საკულტო სამედიცინო შოუს ტოვებს. ეს ინფორმაცია გრეის ანატომიის მე-17 სეზონის სულ ახალ, მე-14 სერიაში გახდა ცნობილი. მისი პერსონაჟი, ჯექსონ ეივერი ბოლოჯერ გამოჩნდება Tradition-ის (ტრადიცია) სახელწოდების მქონე შემდეგ ეპიზოდში, რომელიც 20 მაისს გამოვა.
ჯესი უილიამსი სერიალის სამსახიობო გუნდს მეექვსე სეზონიდან შეუერთდა და 11 წლის განმავლობაში 12 სეზონში იღებდა მონაწილეობას. ამ პერიოდში მისი პერსონაჟი მაყურებლის ერთ-ერთ ფავორიტ გმირად იქცა და ჯექსონ ეივერთან გამომშვიდობებაც ყველას გაუჭირდება.
"მუდამ მადლიერი ვიქნები იმ უსაზღვრო შესაძლებლობებისთვის, რომლებიც შონდამ, ტელევიზიამ, სტუდიამ, თანაგუნდელებმა და შემოქმედებითმა გუნდმა გამიზიარა. როგორც მსახიობი, რეჟისორი და პიროვნება, უზომოდ იღბლიანი ვიყავი, რომ უამრავი ვინმესგან ბევრი რამის სწავლა შემეძლო და ასევე მადლობა ჩვენს შესანიშნავ ფანებს, რომლებიც სტიმულს გვაძლევენ და ჩვენს შრომას აფასებენ. ის სიმტკიცე და გამოცდილება, რომელიც წამყვან ტელევიზიაში თითქმის 300-საათიანმა მონაწილეობამ შემძინა, ძვირფასი ძღვენია, რომელსაც ყოველთვის გავუფრთხილდები", — განაცხადა მსახიობმა შოუდან წასვლის შესახებ.
სამწუხაროსთან ერთად გრეის ანატომია მოულოდნელად სასიამოვნო სიურპრიზებითაცაა სავსე ხოლმე, ამიტომ ვინ იცის, იქნებ ოდესმე კიდევ ვიხილოთ ჯექსონ ეივერი.
-
გადახედვარუსთაველის გამზირიდან სპეცრაზმი გავიდა — პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას აქციის მონაწილეები იკავებენ რუსთაველის გამზირიდან სპეცრაზმი გავიდა — პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას აქციის მონაწილეები იკავებენ
-
გადახედვაო'ბრაიენის ავტომობილი ქართული ოცნების სათავო ოფისში შევიდა — ტვ პირველი ო'ბრაიენის ავტომობილი ქართული ოცნების სათავო ოფისში შევიდა — ტვ პირველი
-
გადახედვასაერთაშორისო ზეწოლის მთელი არსენალია განხილვაში, ამბობს გვარამია ო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ საერთაშორისო ზეწოლის მთელი არსენალია განხილვაში, ამბობს გვარამია ო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ
-
გადახედვალელო: უნდა შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა,სალომე ზურაბიშვილთან მჭიდრო კოორდინაციით ლელო: უნდა შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა,სალომე ზურაბიშვილთან მჭიდრო კოორდინაციით
-
გადახედვალევან ბეჟაშვილი: ოცნებამ ქვეყანა წაგვართვა და ჩააბარა რუსეთს, ქვეყანაში რუსული რეჟიმი გაფორმდა ლევან ბეჟაშვილი: ოცნებამ ქვეყანა წაგვართვა და ჩააბარა რუსეთს, ქვეყანაში რუსული რეჟიმი გაფორმდა
-
გადახედვათავისუფლების მოედანზე განლაგებული პოლიციის კორდონი მოქალაქეებს მეტროში არ უშვებს თავისუფლების მოედანზე განლაგებული პოლიციის კორდონი მოქალაქეებს მეტროში არ უშვებს
-
გადახედვააქციაზე ინტერპრესნიუსის ფოტორეპორტიორს სამართალდამცველებმა სცემეს აქციაზე ინტერპრესნიუსის ფოტორეპორტიორს სამართალდამცველებმა სცემეს
-
გადახედვაბოიკოტს ვაცხადებთ როგორც საპარლამენტო საქმიანობაში, ისე ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოში — ენმ ბოიკოტს ვაცხადებთ როგორც საპარლამენტო საქმიანობაში, ისე ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოში — ენმ
-
გადახედვაო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ ბოკუჩავა ამბობს, რომ აშშ განიხილავს დაასანქციროს ივანიშვილი, მისი გარემოცვა და რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები ო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ ბოკუჩავა ამბობს, რომ აშშ განიხილავს დაასანქციროს ივანიშვილი, მისი გარემოცვა და რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები
-
გადახედვასენატორი რიში რუსული კანონის მიღებაზე: ეს არის სილის გაწვნა საქართველოს მოსახლეობის 80%-ისთვის სენატორი რიში რუსული კანონის მიღებაზე: ეს არის სილის გაწვნა საქართველოს მოსახლეობის 80%-ისთვის
-
გადახედვასპეცრაზმმა აქციის მონაწილეებისგან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ძალის გამოყენებით გაწმინდა სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებისგან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ძალის გამოყენებით გაწმინდა
-
გადახედვასტუდენტები ევროპული მომავლისთვის: სტუდენტები მაინც ერთიანად შევიკრიბებით იმავე დღის წესრიგით და კიდევ უფრო გაბრაზებულები გავალთ რუსთაველისკენ სტუდენტები ევროპული მომავლისთვის: სტუდენტები მაინც ერთიანად შევიკრიბებით იმავე დღის წესრიგით და კიდევ უფრო გაბრაზებულები გავალთ რუსთაველისკენ
-
გადახედვამეცოლა: თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ჩვენ გხედავთ! მეცოლა: თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ჩვენ გხედავთ!
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი დააკავეს ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს
-
გადახედვაპარლამენტის წინ საპოლიციო ძალები განლაგდნენ — ისმის გამაფრთხილებელი სიგნალი პარლამენტის წინ საპოლიციო ძალები განლაგდნენ — ისმის გამაფრთხილებელი სიგნალი
-
გადახედვააქცია გასცდა კანონით დადგენილ ნორმებს, გამოვიყენეთ სპეციალური საშუალებები — შსს-ს განცხადება აქცია გასცდა კანონით დადგენილ ნორმებს, გამოვიყენეთ სპეციალური საშუალებები — შსს-ს განცხადება
-
-
გადახედვარუსული კანონის მიღების შემდეგ, პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა რუსული კანონის მიღების შემდეგ, პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვაპარტია ლელო და ენმ-ს დეპუტატები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან პარტია ლელო და ენმ-ს დეპუტატები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
-
გადახედვაკახა შენგელია: სოსო ბერიკაშვილი იყო ყველაზე ზარმაცი თანამშრომელი უნივერსიტეტში კახა შენგელია: სოსო ბერიკაშვილი იყო ყველაზე ზარმაცი თანამშრომელი უნივერსიტეტში
-
გადახედვა84 დეპუტატის სია, რომლებმაც ხმა მისცეს რუსულ კანონს, მესამე მოსმენით 84 დეპუტატის სია, რომლებმაც ხმა მისცეს რუსულ კანონს, მესამე მოსმენით
კომენტარები