მოიხსნა ის აპრიორი პირობა, რომ ჰესი ყველა შემთხვევაში აშენდება — მუსელიანი ნამახვანის თემაზე შეხვედრის შემდეგ
ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდეგე ერთ-ერთი აქტივისტის, მარიტა მუსელიანის განცხადებით, დღეს მთავრობის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე პირველად მოიხსნა აპრიორი ის პირობა, რომ ჰესი ყველა შემთხვევაში აშენდება.
"დღეს ჩვენ გვქონდა პირველი პრეცენდენტი იმისა, რომ დაუშვან შესაძლებლობა და მოიხსნა ის აპრიორი პირობა, რომ ჰესი ყველა შემთხვევაში აშენდება. მე ასეთი რამე პირველად გავიგონე. რამდენჯერმე გაიმეორეს, თორემ ერთი ნათქვამით შეიძლება არ დამეჯერებინა. რამდენჯერმე გაიმეორეს, რომ თუკი ეს შეეწყინააღმდეგება საერთო ინტერესს, სახალხო ინტერესს და ხალხის ნების საწინააღმდეგო იქნება, ეს პროექტი არ აშენდება. ეს ითქვა მათი მხრიდან პირველად", — განაცხადა მან.
აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ ხელისუფლების მხრიდან მომლაპარაკებლებმა "გააკეთეს დაშვება", რომ ნამახვანჰესი, შესაძლოა, არ აშენდეს.
"ჩვენ დავსვით საკითხი ისე, როგორც თავიდანვე, ხეობაში დავსვით, როცა მინისტრები მინისტრები იყვნენ ჩვენთან მოსული, რომ ეჭვქვეშ დაგვეყენებინა ჩვენ და მათ აპრიორი ჩვენ-ჩვენი პოზიცია ჰესის აშენება-არაშენებასთან დაკავშირებით. აქაც დავსვით იგივე: თუ თქვენ ახლა ჩვენ გვეტყვით, რომ ეს ჰესი აუცილებლად უნდა აშენდეს, მაშინ ავდგებით და წავალთ აქედან. თუ თქვენ დააყენებთ ეჭვქვეშ, რომ ჰესი შეიძლება არ აშენდეს თუ ჩამოთვლილთაგან ვერ შევთანხმდებით მთელ რიგ ფაქტორებზე, მაშინ დიალოგის გაგრძელებას ექნება აზრი. მათ თქვეს რომ კი ბატონო, ჩვენ ვაკეთებთ დაშვებას, რომ შეიძლება ეს ჰესი არ აშენდეს", — განაცხადა გოლეთიანმა.
ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა თითქმის ოთხს საათს გაგრძელდა.
აქტივისტ ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციით მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სამი პირობა დააყენეს, რათა გაჩნდეს სივრცე შემდგომი დიალოგისთვის. მისი თქმით, პროცესი კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში გადადის.
"იმისთვის, რომ გადავიდეთ დიალოგის შემდეგ ეტაპზე, ეს სამი პირობა უნდა იქნას დაკმაყოფილებული მათი მხრიდან. ალაგდეს ბარიკადები, სამუშაო პროცესები ხეობაში უნდა შეწყდეს და გავაგრძელოთ კარვებით პროტესტი. ამის შემდეგ დავიწყებთ კონსტრუქციულ დიალოგს მიწასთან, ხელშეკრულებასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით", — განაცხადა გოლეთიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
საპატრიარქოს მხრიდან მხარეებისთვის დიალოგისკენ მოწოდების შემდეგ ეკონომიკისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ორგანიზატორებს ყველა სადავო საკითხის დიალოგის რეჟიმში განხილვისკენ მოუწოდა. მათი განცხადებით, საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ დაყენებული მოთხოვნების კატეგორიული ტონი, დიალოგისა და პოზიციათა დაახლოებისთვის ადგილს არ ტოვებს.
რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება. აქტივისტების მოთხოვნები უცვლელია. 12 აპრილს სოფელ გუმათში გამართული საპროტესტო აქციის დროს დაპირისპირება იყო აქტივისტებსა და პოლიციას შორის. მას შემდეგ, რაც აქტივისტები პოლიციამ სოფელ ნამოხვანისკენ არ გაუშვა, მათ მანქანებით მსვლელობა მოაწყვეს ქუთაისისკენ.
"ხელისუფლებამ ისინი [პოლიციელები] აქცია მხოლოდ დავალებების შემსრულებლად და უბედურება ის არის, რომ დავალება არის უკანონო, უსამართლო და ადამიანების შეურაცხმყოფელი", — ამბობს აქტივისტი მაკა სულაძე TV პირველთან საუბარში.
საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, თუ მათ არ ექნებათ პროტესტის მშვიდობიანად გაგრძელების შესაძლებლობა სოფელ ნამახვანში, პროცესი დადაქალაქში გადაინაცვლებს.
ნამახვანისკენ გზა პოლიციას მას შემდეგ აქვს ჩაკეტილი, რაც 11 აპრილს, სოფელში აქტივისტების საპროტესტო კარვების დაშალეს. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, სულხან თამაზაშვილმა აქტივისტებს განუმარტა, რომ პოლიცია უზრუნველყოფდა კარვებისა და სხვა ინვენტარის გადატანას იქ, სადაც აქცია გაგრძელდებოდა, მაგრამ "სპეციალური საპოლიციო ღონისძიებების" გამო კარვები ნამახვანში ვერ გაიშლებოდა.
აქტივისტები აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც პოლიციამ სოფელ ნამახვანში მათი კარვები დაშალა, ჰესის მშენებელმა კომპანია ENKA-მ ის ტერიტორია გადახნა. ENKA-ში აცხადებენ, რომ აღნიშნული ტერიტორია 2019 წლიდან ნამახვანჰესის პროექტის საკუთრებაა.
გაიგეთ მეტი:
- ნამოხვანის მიმართულებით "ბლოკპოსტების" მოწყობა გაუგებარი და დაუსაბუთებელია — ღია საზოგადოების ფონდი
- უკანონო ძალისმიერი მეთოდებით პროტესტის ჩახშობას ცდილობენ — NGO-ები გუმათის აქციაზე
- მთავრობამ საზოგადოებრივ პროტესტს დიალოგითა და უშუალო კომუნიკაციით უნდა უპასუხოს — ლომჯარია
- კვლავაც მზად ვართ ნებისმიერ ჯგუფთან შეხვედრისთვის — თურნავა ნამახვანზე
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები