საქართველოს ვაქცინაციის გეგმა — მოკლედ
დღეს მთავრობის სხდომაზე საქართველოში ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცეს. გეგმის პრეზენტაცია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ წარადგინა და აღნიშნა, რომ ეს იქნება გზამკვლევი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისთვის წლის ბოლომდე.
გაბუნიას განმარტებით, გეგმის ძირითადი ამოცანა ვაქცინაციით მოსახლეობის 60%-ის მოცვაა. მისი თქმით, ამის შედეგად მოსახლეობის უმრავლესობა იქნება დაცული და სახელმწიფოს მიეცემა შესაძლებლობა, ეკონომიკა გახსნას უსაფრთხოდ და ქვეყანაში ინფექციის გავრცელების რისკები აღმოფხვრას.
"ეს ამოცანა გარკვეულწილად ამბიციურია, სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, მაგრამ ვფიქრობთ, რომ რეალისტური და შესაძლებელი იქნება მიღწევა წლის ბოლომდე", — განაცხადა გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, გამომდინარე იქედან, რომ სიტუაცია ვაქცინებთან დაკავშირებით მუდმივად იცვლება და განახლებადია, გეგმაც მასთან შესაბამისად ადაპტირდება და შეიცვლება.
"დღეს თუ ჩვენ ავტორიზებული ვაქცინებიდან ვსაუბრობთ Pfizer, Moderna-სა და AstraZeneca-ზე, გეგმაში და შემუშავების პროცესში არის კიდევ ვაქცინების გარკვეული რაოდენობა, რომელიც საკმაოდ პერსპექტიულია და ეს მეტად მრავალფეროვანს გახდის ბაზარს. ჩვენც, ბუნებრივია, ჩვენს გეგმაში ავსახავთ ვაქცინებს, რომლებიც იქნება ეფექტური და ხარისხიანი", — აღნიშნა გაბუნიამ.
გეგმის დაშვებები:
- მსოფლიოში ვაქცინების გამოცდა-რეგისტრაციის მუდმივად ცვალებადი სიტუაციიდან გამომდინარე, მოხდება გეგმის ადაპტირება, განახლება;
- იმუნიზაციის პროგრამა გაიშლება ეტაპობრივად, მოწოდებული დოზების პარალელურად მოხდება ჯერ პრიორიტეტული (მაღალი რისკი) ჯგუფების მოცვა, შემდეგ დანარჩენი მოქალაქეების.
სამიზნე მოსახლეობა და მოცვის ეტაპები:
- ჯანდაცვის სექტორის მუშაკები, ჯამში რაოდენობა — 71 415, ჯგუფის მოცვის სამიზნე — 65%;
- ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები და პერსონალი, ჯამში რაოდენობა — 2 600, ჯგუფის მოცვის სამიზნე — 60%;
- 75 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობა, ჯამში რაოდენობა — 226 800, მოცვის სამიზნე — 60%;
- 64-74 წლის ასაკის მოსახლეობა, ჯამში რაოდენობა — 329 183, მოცვის სამიზნე — 60%;
- ესენციური (ძირითადი) სერვისის მიმწოდებლები, ჯამში რაოდენობა — 180 373, მოცვის სამიზნე — 60%;
- 55-64 წლის ასაკის მოსახლეობა, ჯამში რაოდენობა — 478 400, მოცვის სამიზნე — 60%;
- 18-54 წლის ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ჯამში რაოდენობა — 89 400, მოცვის სამიზნე — 60%;
- მოსახლეობის სხვა ჯგუფები, ჯამში რაოდენობა — 1 434 567, მოცვის სამიზნე — 60%.
გაბუნიას თქმით, ჯგუფების მოცვის სამიზნეების გათვალისწინებით, გათვლილია, რომ ჯამურად 1 700 000-მდე მოქალაქე აიცრება. ამასთან, გეგმის თანახმად, დასახული მიზნის მისაღწევად 2021 წელს ქვეყანას დასჭირდება 3 979 300 დოზა ვაქცინა, იმუნიზაციისთვის დადგენილი დანაკარგების ჩათვლით.
მინისტრის მოადგილის განმარტებითვე, ეროვნული გეგმისთვის პერსპექტიული ვაქცინა ამ ეტაპზე სამია. მისი თქმით, ქვეყანას აქვს პირობები შეინახოს სამივე ტიპის ვაქცინა, რომელიც საჭიროებს -80 გრადუსიან ტემპერატურულ რეჟიმს (Pfizer), -20 გრადუსიან რეჟიმს (Moderna) და 2-8 გრადუსამდე რეჟიმს. გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოში ყველაზე ადრე Pfizer-ის ვაქცინის შემოტანაა მოსალოდნელი, ასევე, COVIX პლატფორმასთან AstraZeneca-ს შემოტანაზე მიდის მუშაობა.
"ყველაზე მთავარი პირობა, რომელიც ვაქცინამ უნდა დააკმაყოფილოს, ეს არის ავტორიზაციის სტატუსი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ან უნდა იყოს აღიარებული მაღალი სანდოობის მარეგულირებლების მიერ. ჯანმო განსაზღვრავს ასეთ 37 ქვეყანას", — განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, ამ სიის გაფართოება 2021 წლის მეორე და მესამე კვარტალში მოსალოდნელია, თუმცა იანვრის მდგომარეობით, ამგვარი ვაქცინა არის მხოლოდ სამი და საქართველოც ამ ეტაპზე მათ განიხილავს, უფრო კი — Pfizer-სა და Atrsazeneca-ს.
ვაქცინაციისთვის შერჩეული დაწესებულებები:
- საავადმყოფოები;
- არსებული იმუნიზაციის კლინიკები;
- მობილური ბრიგადები;
- მასიური ვაქცინაციის ცენტრები — დიდ ქალაქებში.
ადამიანური რესურსების მართვა და ტრენინგები:
- ადამიანური რესურსების გადამზადების მიზნით გამოყენებული იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვა ორგანიზაციების მიერ უკვე შემუშავებული მასალა-გაიდლაინები;
- შემუშავებულია ტრენინგის გეგმა, თემატური დიზაინი და მეთოდოლოგია;
- განსაზღვრულია სამიზნე აუდიტორია და მათი რაოდენობა.
ვაქცინაციის პროგრამისთვის საინფორმაციო სისტემა:
- ამოქმედდება ჩაწერა-რეგისტარციის ონლაინ სისტემა;
- აცრების რეგისტრაცია და ანგარიშგება მოხდება უკვე არსებული იმუნიზაციის მართვის ელექტრონული მოდულის საშუალებით, რომელიც 2013 წლიდან გამოიყენება;
- ვაქცინის მარაგების ეფექტურად სამართავად გამოყენებული იქნება იმუნიზაციის მარაგების მართვის შერჩეულ ვაქცინაზე მორგებული ელექტრონული მეთოდი;
- ელექტრონული სისტემის მინიმალური მოდიფიცირებით მოხდება ვაქცინების ლოგისტიკის მონიტორინგი, იმუნიზაცია-მომსახურების პროცესის მონიტორინგი, მოცვის მაჩვენებლების ზრდის მონიტორინგი და მისი შედარება დაგეგმილ მაჩვენებელთან;
- ეპიდზედამხედველობა განხორციელდება უკვე არსებული დაავადებათა ზედამხედველობის ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით, რომელიც უკვე გამოიყენება კორონავირუსის ზედამხედველობის მიზნებისთვის.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, შეფასებული მინიმალური რაოდენობა ვაქცინებისთვის არის 64 მილიონი ლარი, მაქსიმალური — 158 მილიონი ლარი.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქვეყანა რეგისტრირებულია COVAX-ის პლატფორმაზე და უკვე გადახდილი აქვს პირველი შენატანი 1,4 მილიონი დოზის მისაღებად, მოსახლეობის 20%-ისთვის. გაბუნიას თქმით, საჭირო იქნება დამატებითი რესურსი, რომელიც უკვე მობილიზებულია სხვადასხვა წყაროდან.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები