"გვერცხვენია, რომ ოდესღაც ჩვენი პედაგოგი იყავით" — თეოლოგები მეუფე იოანეს დებატებში იწვევენ
თეოლოგთა ნაწილი მათ მიერ გამოქვეყნებულ საშობაო ეპისტოლეში წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით ქუთასი-გაენათის მიტროპოლიტ იოანეს საჯარო დებატებში იწვევს. ისინი ამბობენ, რომ არ აქვთ მიტროპოლიტის ადეკვატური რეაგირებს იმედი, რადგან ფიქრობენ, რომ მას "კრიტიკა უფრო მეტად აჯიუტებს".
"თქვენი ქმედებებიდან ვრწმუნნდებით, რომ კრიტიკა არათუ გრგებთ და რეფლექსიის საშუალებას გაძლევთ, არამედ კიდევ უფრო მეტად გაჯიუტებთ და ჩვენც იმედგაცრუებულებს გვტოვებს, რათა აქამდე არ დავყევით ბიბლიურ შეგონებას თქვენთან ოპონირების გზაზე — "რეგვენი სანაყავში რომც ნაყო, სირეგვნე მაინც არ მოსცილდება", — ვკითხულობთ თეოლოგების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თეოლოგები მიტროპოლიტს კონფორმისტსა და რუსოფობს უწოდებენ და ამბობენ, რომ არ უკვირთ, თუ სასულიერო პირი ვერ ჩასწვდა მათ მიერ გამოქვეყნებული ეპისტოლეს შინაარსს.
"მიგვაჩნია, რომ თქვენზე სამარცხვინო, ნეოსადუკეველი, კოლაბორაციონისტი და რენეგატი მმართველი არასდროს ჰყოლია ქუთაის-გაენათის კათედრას, რომელზედაც თავის დროზე ბრწყინავდნენ თქვენგან შეყვარებულ რუსთაგან დევნილნი და წამებულნი: წმ. დოსითეოზ ქუთათელი, წმ. ექვთიმე გაენათელი და წმ. გაბრიელი (ქიქოძე)! დიახ, სწორედ თქვენისთანებზე სჩიოდა ნეტარი იერონიმე: "ყველა ეპისკოპოსი არ არის ჭეშმარიტი ეპისკოპოსი. გახსოვდეს, რომ მოციქული იყო როგორც პეტრე ასევე იუდაც. საეკლესიო ხარისხი ადამაინს არ აქცევს ნამდვილ ქრისტიანად", — ვკითხულობთ განცხადებაში.
როგორც საპასუხო წერილშია აღნიშნული, მათ რცხვენიათ, რომ თბილისის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში მიტროპოლიტი ოდესღაც მათი პედაგოგი იყო.
"ისღა დაგვრჩენია, ერთხმად შემოგძახოთ: ანაქსიოს! ანაქსიოს! ანაქსიოს!", — აცხადებენ ისინი.
განცხადებას ხელს აწერენ თეოლოგები თეოლოგები — ზვიად ცაბაძე, გიორგი ტიგინაშვილი, ვლადი ნარსია, გოჩა ბარნოვი, გურამ ლურსმანაშვილი, ვანო შოშიაშვილი, მიხეილ ნებიერიძე, დავით ნებიერიძე, გიორგი გეგუჩაძე, რატი ბიგანიშვილი, გურამ პაპავა, გოგა ესიავა და ეკლესიის ისტორიის მკვლევარები — ბექა ჭიჭინაძე და შოთა მათითაშვილი.
პოლემიკა სასულიერო პირსა და თეოლოგებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ამ უკანასკნელებმა კრიტიკული "საშობაო ეპისტოლე" გამოაქვეყნეს. აღნიშნულ ეპისტოლეში მათ საპატრიარქოსა და პატრიარქის ქმედებები გააკრიტიკეს. ეპისტოლეს შეფასებისას მიტროპოლიტმა იოანემ მათ წარმართები უწოდა და განაცხადა, რომ სასულიერო განათლებას, რომლის მიღების უფლება პატრიარქისგან მიეცათ, საპატრიარქოსთვის ქვებისა და ტალახის სასროლად იყენებენ.
მიტროპოლიტის მიერ მათი "საშობაო ეპისტოლეს" შეფასებისას გაკეთებული ბრალდებების საპასუხოდ, თეოლოგებმა მისთვის საეკლესიო სასამართლოს დანიშვნა მოითხოვეს. თეოლოგების პასუხის პასუხს ფეისბუქ პოსტით უპასუხა ქუთაის-გაენათელმა მიტოროპიტმა და დაწერა რომ "ვიღაც თეოლოგების" მოთხოვნამ ბოლშევიკური რეჟიმი გაახსენა. მათ თეოლოგების "გამოცდა" გადაწყვიტა და განაცხადა, რომ მათთან საუბარს მხოლოდ მას შემდეგ გააგრძელებდა, თუ ისინი მის მიერ დასმული ორი კითხვიდან, ერთ-ერთს მაინც უპასუხებდნენ.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
კომენტარები