რატომ გაიგო კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ მხოლოდ სამმა მედიამ — განმარტებები
საქართველოში კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამი დადასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად მხოლოდ რამდენიმე მედიამ გაავრცელა, თუმცა დღის განმავლობაში ამ თემაზე პასუხების მიღებას ცდილობდნენ სხვა ჟურნალისტებიც, მათ შორის On.ge.
ჩვენ ამ თემაზე კითხვებს დილიდან ვსვამდით, რადგან პაატა იმნაძემ თქვა, რომ სწორედ დღეს გახდებოდა ცნობილი, დადასტურდა თუ არა ქვეყანაში ახალი შტამი. თავდაპირველად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პრესსამსახურს მივმართეთ, რომელმაც ჯანდაცვის სამინისტროში გადაგვამისამართა, სამინისტრომ კი — კვლავ NCDC-ში. ვცადეთ დაკავშირება პაატა იმნაძესთანაც, თუმცა ის ზარებს არ პასუხობდა. იმნაძეს On.ge-მ გაუგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინებაც, რომელზეც ახალი შტამის ოფიციალურად დადასტურებიდან 1 საათის შემდეგ გვიპასუხა.
მას შემდეგ, რაც რამდენიმე მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ე.წ. ბრიტანული შტამი დადასტურდა, On.ge-მ კვლავ მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ ამაზე ინფორმაცია არ აქვთ. NCDC-ში კი ზარებს არ პასუხობდნენ. მოგვიანებით, ინფორმაცია გამოქვეყნდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის Facebook გვერდზე.
იმ ტელევიზიებთან, რომლებმაც ინფორმაცია პირველებმა გაავრცელეს, კომენტარი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ გააკეთა. კადრებში ჩანს, რომ ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს შორის არიან რუსთავი 2-ის, მაესტროსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები. On.ge-მ სცადა მათთან დაკავშირება კითხვით, როგორ აღმოჩნდნენ ჯანდაცვის სამინისტროში. მაესტროში გვითხრეს, რომ პრესსამსახურს ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით სიუჟეტისთვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას კომენტარზე შეუთანხმდნენ, უწყებაში მისულებს კი ადგილზე პაატა იმნაძეც დახვდათ, რომელმაც ახალ შტამზე გააკეთა კომენტარი. რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელსა და რუსთავი 2-ს, მათთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ მოვახერხეთ.
On.ge-მ ჰკითხა სხვადასხვა მედიას, იცოდნენ თუ არა, რომ პაატა იმნაძე ახალ შტამთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებდა. ფორმულას, მთავარ არხს, TV პირველს, კავკასიას, ნეტგაზეთს, პუბლიკას, IPN-ს და ტაბულას ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონიათ. ამასთან, ონლაინ მედიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დღეს ამ თემაზე ჯანდაცვის სამინისტროსთან კომუნიკაცია არ უცდიათ. რაც შეეხება ტელევიზიებს, კავკასიის გარდა, ყველა ამბობს, რომ კომენტარის მიღებას მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ:
"ჩვენ დილიდან ვყვებით, რომ არის საეჭვო შემთხვევა. დილის 10:00 საათიდან ვეკონტაქტებით ყველას. ჯანდაცვის სამინისტრო არ გვპასუხობდა მთელი დღის განმავლობაში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პრესსამსახური დაგვპირდა, რომ თუ იქნებოდა კომენტარი, აუცილებლად გაგვაგებინებდა, თუმცა ტელევიზორში ვნახეთ სხვა არხზე, რომ პაატა იმნაძეს კომენტარი გაუკეთებია", — ამბობს თეო გილიგაშვილი, მთავარი არხის პროდიუსერი.
"მე მგონი, უფრო ჯანდაცვის სამინისტროს ამბავია, დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან გვირეკავენ ხოლმე. ვცდილობდით დაკავშირებას, როგორც ყველა არხი. ჯერ კიდევ პირველ იანვარს მოვყევით, რომ სავარაუდო ახალ შემთხვევას სწავლობდნენ. მას შემდეგ, ყოველ დღე ველოდებით პასუხს. ამბავი გავიგეთ სხვა მედიიდან. კიდევ ერთი საინტერესო დეტალია — რომელიღაც მედიას თამარ გაბუნიას ჩაწერაც შესთავაზეს და მე მსგავსი შემოთავაზება, არაერთი თხოვნის მიუხედავად, თითქმის არც ერთხელ არ მახსოვს ჯანდაცვის სამინისტროსგან", — ამბობს გიორგი ლაფერაშვილი, ფორმულას საინფორმაციოს უფროსი.
"არც ჩვენი ტელევიზიისთვის დაურეკავთ. ჩვენი ჟურნალისტი არკვევდა დეტალებს, თუმცა, როგორც ვიცი, კომუნიკაციის დამყარება ვერ მოხერხდა. ჯანდაცვის სამინისტროსგან ეს პირველი შემთხვევა არ არის. ურეკავენ მხოლოდ სამთავრობო არხებს და გარდა იმისა, რომ არ გვირეკავენ, ჩვენს სატელეფონო ზარებსაც არ პასუხობენ, როცა რამე ინფორმაციის გადამოწმება გვინდა. ეს აპრობირებული პრაქტიკაა — ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი უწყება, ტელეფონს არ პასუხობენ და მორჩა", — ამბობს ნოდარ მელაძე, TV პირველის პროდიუსერი.
რაც შეეხება იმედს, On.ge-ს ტელევიზიაში უთხრეს, რომ კომენტარი მას შემდეგ ჩაწერეს, რაც კორონავირუსის ახალი შტამი ქვეყანაში ოფიციალურად დადასტურდა.
ჩვენ დავუკავშირდით ჯანდაცვის სამინისტროსაც და ვკითხეთ, როგორ მიიღეს ინფორმაცია ე.წ. ბრიტანული შტამის დადასტურების შესახებ მხოლოდ კონკრეტულმა ტელევიზიებმა. უწყების პრესსამსახურის წარმომადგენელი ამბობს, რომ სამი ტელევიზია ჯანდაცვის სამინისტროში ერთდროულად იყო მისული თამარ გაბუნიასთან და სამივეს ჰქონდა სიუჟეტი საქართველოში ეპიდვითარებასთან დაკავშირებით.
"სიუჟეტისთვის დარეკეს რუსთავი 2-მა, პირველმა არხმა და მაესტრომ. ეპიდვითარებაზე უნდა ჩაეწერათ თამარ გაბუნიას კომენტარი. რომ მივიდა სამი ტელევიზია, შემთხვევით შეხვდათ პაატა იმნაძე, თორემ არც ბრიფინგი ყოფილა და არც შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში", — ამბობენ პრესსამსახურში On.ge-სთან.
მათივე განმარტებით, არც თავად იცოდნენ, რომ პაატა იმნაძე სამინისტროში იმყოფებოდა, კორონავირუსის ახალ შტამზე კი NCDC-ის განცხადებამდე ვერაფერს იტყოდნენ. უწყების პრესსამსახურმა იმნაძის კომენტარი მოგვიანებით გაავრცელა — მას შემდეგ, რაც სამმა მედიამ ის გააშუქა და NCDC-მაც ახალი შტამის დადასტურების შესახებ ფეისბუქზე დაწერა.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კომუნიკაცია ჟურნალისტებს უჭირთ.
დღეს საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, სულ კვლევაში სამი საეჭვო შემთხვევა იყო, რომელთაგან ორში შტამის არსებობა არ დადასტურდა, ხოლო ერთ, დეკემბრის თვეში აღებულ ნიმუშში, ახალი "ბრიტანული" შტამის S გენისათვის დამახასიათებელი მუტაცია გამოვლინდა. NCDC-ის ცნობით, პაციენტი 50 წელს გადაცილებული მამაკაცია, რომლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და თვითიზოლაციაში იმყოფება. გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტებიც. კითხვას, საიდან შემოვიდა კორონავირუსის ახალი შტამი ქვეყანაში, პაატა იმნაძემ არ უპასუხა.
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
კომენტარები