რატომ იყო ხარვეზი ISFED-ის პარალელურ დათვლაში და ვინ არის პასუხისმგებელი — გამგეობის განმარტება
სამართლიანი არჩევნების გამგეობის წევრმა, თამარ სართანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა იმაზე, თუ რატომ იყო ISFED-ის პარალელურ დათვლაში ხარვეზი და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა. მისი განმარტებით, ორგანიზაცია PVT-ის დამოუკიდებლად არ აკეთებს და ქირაობს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის ექსპერტებს, რომელთაც, სართანიას თქმით, ISFED-მა წერილობით არ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ხდება საქართველოში საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოთვლა. კერძოდ:
- კომისიამ დაადგინა, რომ ISFED-მა NDI-ის ექსპერტებს წერილობით მიაწოდა ლოგიკური შეცდომების ნუსხა, თუმცა ეს ნუსხა არ შეიცავდა კონკრეტულად საქართველოში საარჩევნო სუბიექტების მიერ მოპოვებული ხმების დათვლის ფორმულას. თუმცა კომისიამ უტყუარად ვერ დაადგინა, განხილული იყო თუ არა ბათილი ბიულეტენების დათვლის საკითხი ზეპირი შეხვედრების დროს.
"კომისიამ იმის დადგენა, რომ ეს ზეპირად შეხვედრაზე განიხილეს თუ არა, ვერ შეძლო, რადგან არსებობდა განსხვავებული მოსაზრებები. თუმცა აქ დავინახეთ ISFED-ის პასუხისმგებლობა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტის წერილობით მიწოდება არ მოხდა. კომისიამ დაასკვნა, რომ ნამდვილად ადამიანური შეცდომა იყო ამ ფორმულაში დაშვებული შეცდომა და ამაში პასუხისმგებლობა, თანაბრად მიუძღვის, როგორც ISFED-ს, რომელიც იყო დამკვეთი, ასევე, NDI-ის ექსპერტებს, რომლებმაც არ გადაამოწმეს დამკვეთთან, ანუ ISFED-თან", — განაცხადა სართანიამ.
გარდა ამისა, მან განმარტა თუ რატომ იყო ISFED-ის ფორმულაში ხარვეზი. სართანიას თქმით, შეცდომა გამომდინარეობდა იქიდან, რომ პარალელური დათვლის დროს მათ ბათილი ბიულეტენები ჩათვალეს, რაც საქართველოს კანონდებლობით შედეგებში არ აისახება. თუმცა მისი განცხადებით, ეს ხარვეზი იმიტომ დაფიქსირდა, რომ PVT-ის მეთოდოლოგია გამოიყენება სხვა ქვეყნებშიც და წლიდან წლამდე ხდება ამ მეთოდოლოგიის დახვეწა — მათ შორის, ISFED-ის და სხვა ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე. კერძოდ:
"კითხვა დაისვა ასე, საქართველოში ბათილ ბიულეტენებს ძალიან დიდი ხანია არ ვითლით და თუ ISFED-ს ჰქონდა 2016-ში განხორციელებული ეს PVT, როგორ მოხდა, რომ 2016-ში სწორად დათვალა ფორმულამ და ახლა რატომ იყო შეცდომა? საქმე ის არის, რომ 2020 წლის პროგრამული უზრუნველყოფა არ ეყრდნობა 2016 წლის პროგრამულ უზრუნველყოფას. 4 წლის განმავლობაში ეს მეთოდოლოგია გამოიყენება სხვა ქვეყნებში, იხვეწება, ემატება დამატებითი ფუნქციები. ამიტომ, ყოველი შემდეგი PVT ეყრდნობა არა იმავე ქვეყანაში გამოყენებულ PVT-ის, არამედ ყველაზე ბოლოს სადაც იყო გამოყენებული. კომისიის მოკვლევით, სწორედ ამის გამო მოხდა პროგრამული უზრუნველყოფის დაფუძნება ისეთი ქვეყნის PVT-ზე, სადაც ბათილი ბიულეტენები ითვლება საარჩევნო სუბიექტების პროცენტული მაჩვენებლის გაანგარიშებით. ეს ქვეყანა არის სერბეთი, სადაც არჩევნები ჩატარდა 2020 წლის ივნისში", — განაცხადა მან.
გამგეობის განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია ხარვეზის შესახებ ISFED-ის უკვე ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ ნოემბრის ბოლოს იცოდა, თუმცა მისი საზოგადოებისთვის გაცნობა მოგვიანებით გადაწყვიტა, ანუ მაშინ, როცა შუალედური შედეგები იქნებოდა ცნობილი. კომისიის განმარტებით, გადაწყვეტილება, ინფორმაციის გამჟღავნების გადადების შესახებ მიზანშეწონილი არ იყო, საზოგადოებასთან კომუნიკაცია დაგვიანებული გახლდათ, რამაც ნიჟარაძის პასუხისმგებლობა დააყენა და მან თანამდებობა დატოვა.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
კომენტარები