თბილღვინო — საერთაშორისოდ აღიარებული 2020 წლის საუკეთესო ღვინო
საქართველო რომ მეღვინეობის სამშობლოა, ამ საკითხზე დავას წერტილი ჯერ კიდევ 2017 წლის მიწურულს დაესვა, როდესაც თბილისთან ახლოს მდებარე ანტიკურ სოფლებში 80 საუკუნის წინანდელი ღვინით გაჟღენთილი ქვევრი და სხვა თიხის ჭურჭელი აღმოაჩინეს.
თუმცა მანამდეც, ღვინო ქართული იდენტობის სტატუსს სიამაყით ატარებდა და ამიტომ, ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის წარმატება ათასჯერ უფრო სასიხარულო იყო ჩვენთვის. და შეიძლება 2020 წელმა ძალიან ცოტა კარგი მოგონება დაგვიტოვა, მაგრამ მათ შორის აუცილებლად არის ქართული ღვინის წარმატება საერთაშორისო ფესტივალებზე.
On.ge-ის მკითხველი უკვე იცნობს თბილღვინოს, რომელმაც ქართული ღვინის 8000-წლიანი ისტორია, მითები და ლეგენდები ანიმაციური ფილმის საშუალებით მოგვიყვა. ეს წელი კი კომპანიისთვის განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა.
საერთაშორისო აღიარება
რატომ 2020? თბილღვინო ყოველწლიურად იღებს 20-ზე მეტ ჯილდოს მსოფლიოში აღიარებულ კონკურსებზე, თუმცა წელს ლონდონის საერთაშორისო ფესტივალებზე 31 ჯილდო მოიპოვა და ისეთი მეტოქეები ჩამოიცილა, როგორიცაა ღვინის მწარმოებელი მოწინავე ქვეყნები — ავსტრალია, იტალია, ესპანეთი და საფრანგეთი.
ლონდონში გამართულ ფესტივალზე თბილღვინოს საფერავი წლის ჩემპიონ, საუკეთესო წითელ ღვინოდ დასახელდა. გადაწყვეტილება მსოფლიო ღვინის ექსპერტების ობიექტურ და სანდო შეფასებებზეა დამყარებული.
"ასეთივე საამაყოა თბილღვინოს მუკუზანით მიღებული 95 ქულა, ანუ ოქროს ჯილდო Decanter World Wine Awards 2020-ზე და მუკუზანის განსაკუთრებული მარაგის ოქროს ჯილდო IWC-ს (International Wine Challenge) ლონდონის საერთაშორისო კონკურსზე", — ამბობს თბილღვინოს ბიზნეს განვითარების მენეჯერი ლაშა ლომაშვილი.
თბილღვინოში გამარჯვებას არამხოლოდ საამაყოდ და ისტორიულად, მნიშვნელოვან მოვლენადაც აფასებენ, რადგან ის ხელს უწყობს ქართული, უმაღლესი ხარისხის ღვინის პოპულარიზაციასა და წარმატებას.
თბილღვინოს თითქმის 60-წლიანი ისტორია
საქართველოში ყველაზე დიდი საწარმო 1962 გაიხსნა, პირველი ექსპორტი უკვე კერძო კომპანიის სახით 2000 წელს განხორციელდა და მალევე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. ამჟამად თბილღვინო მსოფლიო მასშტაბით 30 პარტნიორ ქვეყანაშია წარმოდგენილი.
დღეს თბილღვინო აკონტროლებს და მართავს წარმოების სრულ ჯაჭვს — ვენახებისთვის მიწის სწორი შერჩევიდან, გასაყიდ ობიექტზე პროდუქციის დისტრიბუციამდე. 58 წლის განმავლობაში, თბილღვინომ საუკეთესო ხარისხის შენარჩუნება პროფესიონალიზმით და საქმის სიყვარულით შეძლო.
"თანმიმდევრული და მუდმივი წინსვლა განაპირობებს სტაბილურ ხარისხს და ქმნის სანდოობას. თბილღვინოს ვენახები 306ჰა-ზე არის გაშენებული, ქინძმარაულისა და მუკუზანის მიკროზონებში", — დასძენს ლაშა ლომაშვილი.
წარმატებული 2020
მიუხედავად იმ გამოწვევების და სირთულეებისა, რომელიც წელს მთელ სამყაროს შეექმნა, ქართული ღვინის ბიზნესის თვალსაჩინო წარმომადგენელმა შეძლო, და შარშანდელთან შედარებით 7%-იანი ზრდა მოიპოვა. კრიზისის ფონზე არსებული დადებითი დინამიკა კომპანიისთვის პოზიტიურ ნიშნულს ატარებს.
თბილღვინოში ამბობენ, რომ ზომების მიღება წლის დასაწყისში ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე დაიწყო. გაიხსნა ონლაინ მაღაზია, სადაც მომხარებელს შეუძლია განსხვავებული შეთავაზებების ნახვა, მაქსიმალურად დაიტვირთა მიწოდების არხი და საკურიერო მომსახურება. შეიქმნა ანტიკრიზისული მარკეტინგული ბიუჯეტი. სწორედ ამ მიდგომას უკავშირებენ კომპანიაში გაყიდვების დინამიკის წარმატებით შენარჩუნებას.
კომპანიას საზღვარგარეთის ბაზარზე ამ დროისთვის 70-ზე მეტი პარტნიორი ჰყავს 30-ზე მეტ ქვეყანაში. ძირითადი ბაზრებია ყაზახეთი, რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია, ბელარუსი და ესტონეთი, თუმცა თბილღვინოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყნებია კანადა, ამერიკა, შვედეთი, გერმანია და სხვა.
ქართული ღვინის 8000-წლიანი ისტორია ანიმაციით
"გაგვიჩნდა იდეა, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორია და ღვინის კულტურა ჩვენი პარტნიორებისთვისაც გაგვეცნო და მიზნად საქართველოს 8000-წლიანი, უმდიდრესი და მრავალფეროვანი ღვინის ისტორიის გაცოცხლება დავისახეთ", — ამბობს ლაშა ლომაშვილი.
მისი მიზანი იყო, საქართველოსა და თბილღვინოზე შექმნილი შთაბეჭდილება მნახველს დიდხანს გაჰყოლოდა. ანიმაცია გამოქვეყნებისთანავე შეიყვარა მაყურებელმა და ქართულ სივრცეში არსებული ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კამპანია გახდა.
ანიმაციაზე მუშაობის პროცესი 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მუშაობა სააგენტო Hans & Gruber-ის მიერ კრეატიული კონცეფციის შექმნით დაიწყო. სცენარის ისტორიული დეტალები კი არქეოლოგ დავით ნასყიდაშვილის დახმარებით გადამოწმდა. ანიმაციაზე მუშაობისას კომპანიამ რჩევები მიიღო პალინოლოგ ელისო ყვავაძისგან, არქეოლოგ იულონ გაგოშიძისგან და ენათმეცნიერ ლევან კოჭლამაზაშვილისგან.
ანიმაცია შეიქმნა ანიმატიკი სტუდია Animaroty-ს მიერ, შემდგომ კი Hans&Gruber-ის არტ დირექტორმა, გიორგი მაღრაძე Artman-მა პერსონაჟებისა და პეიზაჟების ვიზუალი შექმნა, რაც სტუდია Animatory-მ გააცოცხლა. მუსიკალური კომპოზიცია კი Postred-ის ნამუშევარია.
ამ ყველაფრის შემდეგ, თბილღვინოს ნამდვილად თამამად შეუძლია თქვას, რომ არამხოლოდ დასახულ მიზნებს მიაღწია და ღვინის კულტურის განვითარების ისტორია გააცოცხლა, ყველაზე რთულ პირობებშიც კი შეძლო ქართული ღვინოსთვის საუკეთესოს სტატუსის შენარჩუნება.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
კომენტარები