ძლივს ავაშენე, რომ დამინგრიონ, ჩემი შვილებით სად წავიდე? — აფრიკის დასახლების მცხოვრები
დღეს მერიამ აფრიკის დასახლებაში მდგარი შენობა-ნაგებობების ნაწილი დაანგრია, ხვალ, სავარაუდოდ, დარჩენილ ნაწილსაც დაანგრევენ.
On.ge ადგილობრივ მცხოვრებს შეხვდა, რომელიც მარტოხელა დედაა, სამი შვილი ჰყავს და წასასვლელი არსად აქვს.
"ხვალ მეორე ეტაპია. მოსახლეობას გადავიყვანთო ბანაკებია თუ სადაც არის, ადგილებია თავისუფალიო. არ ვიცი, რა გველოდება. აქვე იყო ჩემთან, ხვალ უკვე ჩემთან მოვლენ, ძლივს მაქვს აშენებული, რომ დამინგრიონ, ჩემი შვილებით სად წავიდე? ვის მივმართო? 2 წელია აქ ვცხოვრობ. რამდენჯერაც დაკანონებაზე შევიტანე განცხადება, იმდენჯერ დამიბლოკეს", — გვითხრა მოსახლემ.
დღეს გაიგო, რომ 200 სახლის დანგრევა იგეგმება, ელოდება, რომ ხვალ მის სახლს დაანგრევენ. ვის მიმართოს, ან თუ აქვს აზრი მიმართვას, არ იცის.
"ბავშვი არის პანიკაში, ვერ ვაკავებ. სოზარ სუბარი გამოსულია და იძახის, არასწორად მოიქცნენო. ჩვენს საკუთრებას რომ ვიცავთ, თურმე, არასწორი ვართ. რა გავაკეთოთ, ვის მივმართოთ, ხომ შეიძლება, შეგვიცოდონ?!"
ამბობს, რომ ხვალ, როცა მერიის ზედამხედველობის სამსახური ისევ გაგზავნის ტექნიკას სახლების დასანგრევად, სახლში დარჩება შვილებთან ერთად და ვერ გამოიყვანენ.
სანამ დედას ვწერდით, აგურით ნაშენებ, შეულესავ სახლში მცხოვრები ბავშვები შეშინებულები ტელევიზორით ადევნებდნენ თვალს, როგორ ანგრევდა მერია მათი მეზობლების სახლებს.
სანამ მისი მეზობლები მერიის მძიმე ტექნიკისგან თავსა და სახლებს იცავდნენ, იქ იყო და როგორც შეეძლო, ეხმარებოდა:
"თითი მაქვს, მგონი, მოტეხილი. ბეჭები მტკივა, ვერ ვიშლები წესიერად. ნაცემი ვარ".
On.ge ესაუბრა აფრიკის დასახლების კიდევ ერთ მცხოვრებს, რომელსაც ოჯახში შშმ პირი ჰყავს და როგორც თავად თქვა, ჯერჯერობით, სწორედ ამიტომ არ დაუნგრიეს სახლი. ეს მცხოვრებიც ელოდება, რომ მაინც მალე დაუნგრევენ, რადგან მისი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მერიამ ყველა ნაგებობა დაანგრია და მხოლოდ ერთი სახლია დარჩენილი.
სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, სოზარ სუბარის განცხადებით კი, მოსახლეობას ჰპირდებოდა იმას, რომ სადაც შესაძლებელი იქნებოდა, იქ დაეხმარებოდა სახლების დაკანონებაში. მისი თქმით, არავის არ დაჰპირებია იმას, რაც არ ჯდებოდა კანონის ფარგლებში.
"[სამგორი] თბილისის მეოთხედს მოიცავს. არის ძალიან ბევრი უკანონო მშენებლობა. მე ყველას ვპირდებოდი ერთსა და იმავეს, რომ სადაც შესაძლებელია, დავეხმარებოდი დაკანონებაში. თბილისის მერიამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 1 000-ზე მეტი სახლი დააკანონა და ეს პროცესი გრძელდება. მე მითხრეს, რომ ეს არის სახლები, რომლებიც ბოლო 2-3 თვის განმავლობაში აშენდა. ვერ დავპირდებოდი ვერავის ისეთს, რაც არ ჯდება კანონის ფარგლებში. ვპირდებოდი ადამიანებს, რომ მაქსიმალურად დავეხმარებოდი, თუმცა [სახლები] ბოლო სამ თვეში ააშენეს და მათ აქვთ სხვა საცხოვრებელი. ასეთ შემთხვევაში, კანონს ყველა უნდა დავემორჩილოთ. რასაც დავპირდი, იმაზე მაქსიმალურად დავეხმარები", — განაცხადა სუბარმა.
თბილისის მერს, კახა კალაძეს კი სჯერა, რომ იმ დასახლებაში არავინ ცხოვრობს და მოსახლეობა მიწების დატაცების მიზნით აგებენ შენობა-ნაგებობებს. მეტიც, კალაძე ამტკიცებს, რომ ხალხს, რომელიც იმ ნაგებობების ნგრევას აპროტესტებდა, ყველას აქვს სახლი და მიწა.
"იქ არავინ არ ცხოვრობს, ეს არის დატაცებული მიწები. მიზანმიმართულად ხდება ამ კონკრეტული ტერიტორიების დაკავება, გარკვეული შენობა-ნაგებობების განთავსება, რომ შემდეგ, წლების მერე მოახდინონ ამ მიტაცებული მიწების მითვისება, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ესენი არიან ის ადამიანები, რომელთაც აქვთ სახლები, არიან ის ადამიანები, რომელთაც აქვთ მიწები და ა.შ. არ გამოვრიცხავ, ამის უკან იყვნენ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ხელს ითბობენ ამაზე", — განაცხადა კახა კალაძემ.
დღეს თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში შენობა-ნაგებობების დემონტაჟის პროცესი დაიწყო. არსებული ინფორმაციით, 20-მდე მშენებარე სახლი უკვე დაანგრიეს. ადგილობრივ მოსახლეობასა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. შედეგად 8 ადამიანი დააკავეს.
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები