ევროკავშირმა საქართველოს, Covid-19-ის კრიზისის დასაძლევად, 60 მილიონი ევრო გამოუყო
ევროკავშირმა საქართველოს, Covid-19-ის კრიზისის დასაძლევად, 60 მილიონი ევროს [დაახლოებით, 240 მილიონი ლარი] ოდენობის გრანტი გამოუყო. ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ აღნიშნული სახსრები საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის განხორციელების მხარდასაჭერადაა განკუთვნილი.
"ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას პანდემიის პერიოდში. აღნიშნული 240 მილიონი ლარის ოდენობის გრანტი არის იმ 1.5 მილიარდი ლარის მოცულობის დახმარების ნაწილი, რომლის მობილიზება ევროკავშირმა და ევროპის გუნდმა მიმდინარე წლის გაზაფხულზე მოახდინა და რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას პანდემიასთან ბრძოლაში, აგრეთვე, საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას იმ მწვავე გამოწვევებთან გამკლავებაში, რომელთა წინაშეც ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩნდა", — აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი.
აღნიშნული სახსრები პირველი ტრანშია იმ 75 მილიონი ევროდან [300 მილიონი ლარი], რომელიც "Covid-19-ის მიმართ საქართველოს მდგრადობის ხელშეკრულებით" არის განსაზღვრული და რომლის მეშვეობითაც ევროკავშირი საქართველოს ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის განხორციელებაში დაეხმარება. გეგმა მოიცავს ღონისძიებებს, რომელთა მიზანი შემოსავლის წყაროების დაკარგვით გამოწვეული ნეგატიური ზეგავლენის შემცირება, სამუშაო ადგილების შენარჩუნების ხელშეწყობა, ბიზნესის მხარდაჭერა და ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებაა. მათივე განცხადებით, ევროკავშირის მიერ უზრუნველყოფილი დახმარების მთავარ მიზანს პანდემიის უარყოფითი შედეგების გამოსწორებაში საქართველოს მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდაჭერა წარმოადგენს.
აღნიშნული სახსრების გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის, ეკონომიკური პოლიტიკის, სახელმწიფო ფინანსური რესურსების მართვისა და ბიუჯეტის გამჭვირვალობის დადასტურების შემდეგ მიიღეს. დარჩენილი თანხის გამოყოფა მთავრობის მიერ გატარებული ზომების შეფასების საფუძველზე მოხდება, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სოციალური დახმარების გაწევას, ბიზნესების მხარდაჭერას სამუშაო ადგილების შენარჩუნების კუთხით და ინტენსიური თერაპიის საწოლების რაოდენობის გაზრდას შეეხება.
აღნიშნულ ტრანშს წინ უსწრებდა მაკროფინანსური დახმარებისთვის 100 მილიონი ევროს [400 მილიონი ლარის] ოდენობის სესხის გამოყოფა, რომელიც მიმდინარე წლის 25 ნოემბერს განხორციელდა. ორივე ტრანში არის 1.5 მილიარდი ლარის მოცულობის მთლიანი დახმარების პაკეტის ნაწილი, რომელიც, ასევე, ითვალისწინებს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის, სოციალური სფეროსა და ეკონომიკის აღდგენის მხარდაჭერას.
-
გადახედვაკოალიცია ცვლილებისთვის: ჩვენ ვიწყებთ ერთობლივ საპროტესტო მოძრაობას ახალი არჩევნების მოთხოვნით კოალიცია ცვლილებისთვის: ჩვენ ვიწყებთ ერთობლივ საპროტესტო მოძრაობას ახალი არჩევნების მოთხოვნით
-
გადახედვახაზარაძე: ბულინგი, Facebook-ზე იქნება თუ კომენტარებში, თუ სატელევიზიოში, ამას კი ავიტანთ, მაგრამ საქმეს არ შველის ხაზარაძე: ბულინგი, Facebook-ზე იქნება თუ კომენტარებში, თუ სატელევიზიოში, ამას კი ავიტანთ, მაგრამ საქმეს არ შველის
-
გადახედვაბუზიაშვილი: ცდილობენ, რომ ჩვენი სახელი "ქოლცენტრების" საქმეში გასვარონ ბუზიაშვილი: ცდილობენ, რომ ჩვენი სახელი "ქოლცენტრების" საქმეში გასვარონ
-
გადახედვაანა დოლიძე სოციალურ ქსელში 3-პუნქტიან სამოქმედო გეგმას აქვეყნებს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში 3-პუნქტიან სამოქმედო გეგმას აქვეყნებს
-
გადახედვასამხარაძე ნიდერლანდების ელჩს: 25 თავში პროგრესი პროგრესია, როგორც არ უნდა შეხედო. სამხარაძე ნიდერლანდების ელჩს: 25 თავში პროგრესი პროგრესია, როგორც არ უნდა შეხედო.
-
გადახედვაგირჩი: საყოველთაო ფარული არჩევნები ჩატარდა საყოველთაოდ ღიად. უნდა ჩატარდეს ხელახალი საყოველთაო არჩევნები, ამჯერად ფარულად გირჩი: საყოველთაო ფარული არჩევნები ჩატარდა საყოველთაოდ ღიად. უნდა ჩატარდეს ხელახალი საყოველთაო არჩევნები, ამჯერად ფარულად
-
გადახედვააშშ-ში ფრინველის გრიპით ღორის ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა აშშ-ში ფრინველის გრიპით ღორის ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
-
გადახედვასაქართველოში ნიდერლანდების ელჩი ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებას ეხმაურება საქართველოში ნიდერლანდების ელჩი ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებას ეხმაურება
-
გადახედვაჭიათურის მაღაროს და ზესტაფონის ფეროს გაჩერებით 5400-მდე ადამიანი რჩება უმუშევარი ჭიათურის მაღაროს და ზესტაფონის ფეროს გაჩერებით 5400-მდე ადამიანი რჩება უმუშევარი
-
გადახედვაკონგრესმენები: ეს არჩევნები მნიშვნელოვნად აშორებს საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისგან კონგრესმენები: ეს არჩევნები მნიშვნელოვნად აშორებს საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისგან
-
-
გადახედვალევან იოსელიანი რუსთავის #6 პენიტენციური დაწესებულებაში იმყოფებოდა ლევან იოსელიანი რუსთავის #6 პენიტენციური დაწესებულებაში იმყოფებოდა
-
გადახედვასაია: ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით ჩვენი საჩივრის განხილვა დღეს 18:00 საათიდან დაიწყება საია: ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით ჩვენი საჩივრის განხილვა დღეს 18:00 საათიდან დაიწყება
-
გადახედვა"უშვილო, მეკატე ქალი" — საიდან მოდის ეს ცნობილი სექსისტური სიმბოლო "უშვილო, მეკატე ქალი" — საიდან მოდის ეს ცნობილი სექსისტური სიმბოლო
-
გადახედვაროგორ ტარდება არჩევნები კოსმოსში როგორ ტარდება არჩევნები კოსმოსში
-
გადახედვაზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა და ჭიათურის მაღარო მუშაობას წყვეტს ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა და ჭიათურის მაღარო მუშაობას წყვეტს
-
გადახედვანინო დოლიძე: კენჭისყრის შენობაში 323 ინციდენტი და დარღვევა გამოვლინდა ნინო დოლიძე: კენჭისყრის შენობაში 323 ინციდენტი და დარღვევა გამოვლინდა
-
გადახედვანიკოლოზ სამხარაძე: მრავალი ბრალდებისა და სპეკულაციის მიუხედავად, საქართველო ევროპულ გზაზე პროგრესს განიცდის ნიკოლოზ სამხარაძე: მრავალი ბრალდებისა და სპეკულაციის მიუხედავად, საქართველო ევროპულ გზაზე პროგრესს განიცდის
-
გადახედვაბექა ლილუაშვილი: ყოველი უპასუხო დღე მნიშვნელოვნად ზრდის რისკებს, რომ საინფორმაციო კვალი განადგურდება ბექა ლილუაშვილი: ყოველი უპასუხო დღე მნიშვნელოვნად ზრდის რისკებს, რომ საინფორმაციო კვალი განადგურდება
-
გადახედვაეს ხელოვანი ცხოველებს ტანსაცმლით "ქმნის" — 10 სახალისო ფოტო ეს ხელოვანი ცხოველებს ტანსაცმლით "ქმნის" — 10 სახალისო ფოტო
-
გადახედვა5 ისტორიული მოვლენა, რომელიც ჰელოუინის დღეს მოხდა 5 ისტორიული მოვლენა, რომელიც ჰელოუინის დღეს მოხდა
კომენტარები