"გაწიკწიკებული" საარჩევნო წესები და ცესკოს რეფორმა — ელისაშვილი განმარტავს, რა შემთხვევაში შევა პარლამენტში
პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში იმ შემთხვევაში შევა, თუ ელჩებთან მოლაპარაკებების პროცესში საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო ადმინისტრაციების რეფორმებზე შეთანხმდებიან.
"მე იქიდან თუ ეს გარანტია მეჭირება ხელში, პარლამენტში შევალ რა თქმა უნდა. ისე გახადეს, რომ "პარლამენტში არ შევალ"... გეგონება სამშობლოს უნდა უღალატო, გეგონება საქართველოს უნდა უღალატო, პარლამენტში თუ შეხვალ. ასე ტყუილად პარლამეტში არ შევალ ცოცხალი თავით, ქუდი რომ შემიგდონ და არც შევდივარ, ხომ ხედავთ, ერთი თვეა ფეხი გაფიჩინებული მაქვს და იმ მოლაპარაკებებზე დავდივარ პასტით და ფურცლით. ამით თუ გამოვალ, იქედან გამოვალ თავაწეული და ვფიქრობ, ყველა გამოვა თავაწეული, ვისაც უნდა, რომ ეს ქვეყანა წინ წავიდეს, არ აურიოს ეს ქვეყანა და რევოლუცია არ მოახდინოს", — განაცხადა ელისაშვილმა.
მისი თქმით, მხოლოდ ეს რომ მოიპოვოს და პოლიტიკაში სხვა არაფერი გამოუვიდეს, მთელი ცხოვრება კმაყოფილი იქნება. Facebook ლაივში მან ასევე აღნიშნა, რომ ფულზე არასდროს გაიყიდება.
"ხელფასის იქით არ ამიღია არასოდეს არც ერთი თეთრი და ასე ვიცხოვრებ ყოველთვის. თუ რამე არაპოპულარულ გადაწყვეტილებას მივიღებ, მთავარია, მე მჯეროდეს, მე მწამდეს და ქვეყნის ინტერესებს შეესაბამებოდეს. [...] რა თქმა უნდა, არანაირი ფული არ... ვინ გამიბედავს, ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც მოვა და ფულზე დამიწყებს ლაპარაკს, ცოცხალი ვერ გამასწრებს იქედან. არავის ვემუქრები, მაგრამ ეს ყველამ კარგად იცის და ამიტომ ამაზე არავინ დამელაპარაკება", — ამბობს ის.
ელისაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა და ქართულმა ოცნებამ ამისთვის პასუხი უნდა აგოს. მისივე თქმით, "ერთჯერადი ხეირი" არ სურს და მთავარია ერთხელ და სამუდამოდ არჩევნები იყოს ისეთ, რომ მოქალაქეები ენდობიან.
"ახლა რომ გვეუბნებიან, შემოდით პარლამენტშიო... ვინ ოხერი, ვინ შევა?! პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადონ და იმ მოლაპარაკებებზე მიდის ლაპარაკი პოლიტიკური ფასის გადახდაზე, როგორ უნდა დაისაჯოს ქართული ოცნება ცუდად, საზიზღრად ჩატარებული არჩევნებისთვის. [...] გვაქვს ახლა შესაძლებლობა, რომ იმ მოლაპარაკებებიდან საქართველოს მომავალი გამოვიტანოთ, გაწიკწიკებული საარჩევნო წესები, გაწიკწიკებული და სანდო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი. ამაზე ვმუშაობთ იქ საათობით, ეს არის ეროვნული ამოცანა, რომელსაც მივადექით ყველანი", — ამბობს ის.
მან ისაუბრა მოლაპარაკებებში ჩართულ სხვა ოპოზიციურ პარტიებზეც, კერძოდ, ევროპულ საქართველოზე და აღნიშნა, რომ ეს პარტია საბოტაჟითაა დაკავებული, რადგან გიგა ბოკერია და გიგი უგულავა პარლამენტში ვერ მოხვდნენ.
ოპოზიციურ პარტიებს ხელისუფლებასთან სამი ძირითადი მოთხოვნა აქვთ: რიგგარეშე არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო ადმინისტრაციების რეფორმა. ისინი აცხადებენ, რომ ამ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პარლამენტში არ შევლენ. უკვე რამდენიმე კვირაა, ამ საკითხებთან დაკავშირებით ელჩების ჩართულობით ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
კომენტარები