დროა ჯაფარამ საკუთარი პოზიცია გამოხატოს, ჩემი მლანძღველები მისი დამფინანსებლები და მეგობრებიც არიან — ხვიჩია
გირჩის წარმომადგენლი იაგო ხვიჩია, სოციალურ ქსელში მის ლანძღვას ეხმაურება და ამბობს, რომ დროა გუნდის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ხმა ამოიღოს, რადგან ხვიჩიას მლანძღველების სიაში არიან ჯაფარიძის მეგობრებიც და დამფინანსებლებიც.
ხვიჩია განმარტავს და ამბობს, რომ უბრალოდ ლანძღავენ, ხოლო გულშემატკივრები, რომლებიც არ ლანძღავენ, მაგინებლებს თითქოს გულისტკივილით ეთანხმებიან რომ ეს არ უნდა გეთქვა. მისივე თქმით, ეს ყველაფერი ხდება ისე, რომ არავის აინტერესებს რეალურად შენ რა თქვი.
"დროა ჯაფარამ საკუთარი პოზიცია გამოხატოს, რადგან რასაც ვუყურებ ჩემი მლანძღველების ნაწილი მისი მეგობარი და დამფინანსებელია. უფრო გასაგებად რო ვთქვათ, გირჩში არის ხალხი, რომელიც ფიქრობს რომ გირჩი ერთკაციანი პარტიაა და ასეთად უნდა დარჩეს. ეს ხალხი გირჩში მხოლოდ ჯაფარას აღიარებს და დანარჩენს, სადაც შანსი აქვს ლანძღავს. ეს ხალხი შანსს არ უშვებს, რომ ჩასაფრებულის პოზიციიდან თავს დამესხას და არ დამკორტნოს", — განაცხადა ხვიჩიამ.
ხვიჩია ამბობს, რომ ის არ არის იდეალური ადამიანი, შეცდომებს უშვებს, ზოგჯერ გულსაც ტკენს ადამიანებს, როგორც წესი ამას აღიარებს და ცდილობს მეორეჯერ არ დაუშვას.
"ყველა ჩემი შეცდომა ნაღიარები მაქვს ვიღაცასთან და სადაც მოსახდელია იქ ბოდიშსაც ვიხდი. მაგრამ სადაც ბოდიში მოსახდელი არაა და იხდი ეგ არც ბოდიშია და არც არაფერს გამოასწორებს", — წერს ხვიჩია.
გირჩის წარმომადგენელი ხვიჩია, ასევე, სოციალურ ქსელში წერს, რომ მზად არის ნებისმიერ მედიასათან ისაუბროს ამ თემაზე და დისკუსია გამართოს.
"ჩემთვის ეს ტალახის კამპანია შანსია, საზოგადოებას ავუხსნა, როგორ ვუყურებ ადამიანს და მის თავისუფლებას. სინამდვილეში, ძალიან მარტივად არის საქმე, მე მჯერა, რომ არ შეიძლება ადამიანის ციხეში ჩასმა მიუხედავად იმისა, თუ რა ნახა და სხვას მოუყვა ამის შესახებ", — წერს ხვიჩია.
მისი თქმით, სინამდვილეში, ძალიან მარტივად არის საქმე, სჯერა, რომ არ შეიძლება ადამიანის ციხეში ჩასმა მიუხედავად იმისა, თუ რა ნახა და სხვას რა მოუყვა ამის შესახებ.
გირჩს ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას კრიტიკა მისსავე განცხადებას მოჰყვა. ის ადამიანის დაკავებას გამოეხმაურა, რომელსაც ბრალად ედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა და სარგებლობა. მან ამ ამბავზე 29 ნოემბერს ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა "პორნო გადმოწერა, დაასეივა, ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს". სწორედ ამ პოსტს მოჰყვა მოქალაქეების, მათ შორის გირჩის მხარდამჭერების უკმაყოფილება და ხვიჩიას მიმართ კრიტიკა.
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
კომენტარები