თავიდან ბოლომდე ქაოსში ვარ, რამის უფლება თუ დამრჩა, მაგასაც ვერ ვხვდები — მიხაილო
"თავიდან ბოლომდე ქაოსში ვარ, რამის უფლება თუ დამრჩა, მაგასაც ვერ ვხვდები", — აცხადებს მუსიკოსი მიხეილ(მიხაელო) თოდუა. საქალაქო სასამართლოში მისი პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
"გათავისუფლების დღიდან პრობაციას ვთხოვე, მოეცათ უფლება, რომ ჩემი საქმიანობით დავკავებულიყავი. პრობაცია დამთანხმდა და შევთანხმდით, რომ ხელშეკრულებასა და მიღება-ჩაბარების აქტს წარვადგენდი ყველა ივნეთის შემდეგ და გაცდენა ჩამეთვლებოდა საპატიოდ. აღმოჩნდა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში 28 ივენთში მიმიღია მონაწილეობა და ყველა ცნობა, რაც ყველა ჩემი სამსახურიდან მიმიტანია, იგივენაირია, რაც ახლა მივიტანე. აღმოჩნდა, რომ 16 რიცხვში გამოსული პრემიერი განკარგულებით არ მითვლიან 13 რიცხვის ცნობას. ასევე, 17 რიცხვის ივენთსაც. ეს გადაწყვეტილება და ეს მოთხოვნა არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო", — აცხადებს მიხაილო.
მისივე თქმით, მასთან დაკავშირებული პროცესი "ერთი ადამიანის ახირებაა, რომელსაც მოუნდა, ეს ივენთი საპატიოდ არ ჩაეთვალა. საუბარია გირჩის პოლიტიკურ ივენთზე, სადაც მიხაილო უკრავდა.
"მინდა, იმედი მქონდეს, რომ შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს არის ერთი ადამიანის ახირება, რომელსაც მოუნდა, რომ ეს ივენთი არ ჩამეთვალოს საპატიოდ. ვფიქრობ, რა შეიძლება იყოს მიზეზი და ვერ ვპოულობ სხვა მიზეზს, გარდა იმისა, რომ არ დავაბრალო გირჩს.რადგანაც პოლიტიკური საღამო იყო, ვიღაცას არ მოეწონა. სხვა მიზეზი არ არსებობს, აბსურდია. 28 რიცხვში ჩავიბარე შეტყობინება, რომლითაც პრობაცია ითხოვს ჩემს ციხეში დაბრუნებას იმის გამო, რომ დავარღვიე პრემიერის განკარგულება", — აცხადებს ის.
ის "ფორტუნას" უწოდებს გადაწყვეტილებებს იმის თაობაზე, თუ რომელ ივენთს ჩაუთვლის პრობაცია საპატიოდ.
"რანაირად უნდა მივხვდე, ხვალ თუ წავალ სამსახურში, პრობაცია ჩამითვლის თუ არა საპატიოდ. ფორტუნაა. 13-14-ის ივენთზე ჩემ მიერ წარდგენილ საბუთში ეწერა ხმის რეჟისორი. მითხრეს, რომ ხელს გიწყობთ ხელოვნებაში და ხმის რეჟისორის მოვალეობა არაა ხელოვნება. რომ გეწეროს არტ დირექტორი, ჩაგეთვლებოდა საპატიოდო. 28 რიცხვში ჩავიბარე საბუთი, სადაც პრობაცია ჩემს საპატიმროში დაბრუნებას ითხოვს, იქ წერია, რომ გასაჩივრების ვადა არის ერთი თვე", — ამბობს მუსიკოსი.
მიხაილოს განცხადებით, ის ვერ კი ხვდება, რამის უფლება დარჩა თუ არა.
"სასამართლო მაქვს, დაახლოებით, ათი დღის მერე ანუ სასამართლო არც ელოდება ჩემს გასაჩივრებას. ვფიქრობ, რომ აქაც ირღვევა ჩემი უფლება. ზუსტად არ ვიცი, როგორაა კანონმდებლობით, მაგრამ გუშინ გავიგე, რომ დღეს მაქვს სასამართლო, გუშინ გავიგე, რომ ამიყვანეს სახაზინო ადვოკატი, ჩემთვის არავის უკითხავს. თავიდან ბოლომდე ქაოსში ვარ. რამის უფლება თუ დამრჩა, მაგასაც ვერ ვხვდები", ― აცხადებს მიხაილო თოდუა.
პარტია გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მუსიკოსის, მიხაილო თოდუას ციხეში დაბრუნების მოთხოვნა "ცალსახად პოლიტიკური" ამბავია. მისი თქმით, მუსიკოსის ციხეში შებრუნება, სწორედ გირჩის ღონისძიების ჩატარების შემდეგ გადაწყვიტეს.
საქალაქო სასამართლოში მისი პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
მიხაილო თოდუას თქმით, მას საპატიოდ 13-14 და 17 ოქტომბრის ღონისძიებები არ ჩაუთვალეს — 17 ოქტომბერს მან გირჩის პარტიულ ღონისძიებაზე, ღამის ათი საათის შემდეგ დაუკრა.
გაიგე მეტი:
- პრობაციის სამსახური მიხაილო თოდუას ციხეში დაბრუნებას მოითხოვს — პროცესი 11 ნოემბერს გაიმართება
- მიხაილოს მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება დაუსაბუთებელი იქნება — EMC
- მინდა ვიწანწალო — ნახევრადთავისუფალი მიხაილო
- პრობაციის სამსახური მიხაილო თოდუას ციხეში დაბრუნებას მოითხოვს — პროცესი 11 ნოემბერს გაიმართება
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
კომენტარები